პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა
სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა

გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი ლაშა თორ­დია ადას­ტუ­რებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა სა­ხელ­ფა­სო და­ნამ­ტე­ბით შე­იც­ვა­ლა.

თორ­დი­ას შე­ფა­სე­ბით, პრე­მი­ე­ბის შე­ზღუდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ­მა დად­გე­ნი­ლე­ბამ სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო.

რო­გორც გე­ნე­რა­ლურ­მა აუ­დი­ტორ­მა გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გა­ნა­ცხა­და, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მის ოდე­ნო­ბა 69%-ით გა­ი­ზარ­და, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში - 206%-ით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში - 412%-ით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში 1509%-ით, დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 35%-ით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში - 270%-ით.

მი­სი­ვე თქმით, თან­ხობ­რივ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­ში, პრე­მი­ის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი ხელ­ფა­სი 31 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შემ­ცირ­და, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი 45 მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და.

"სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრე­მია ან და­ნა­მა­ტი არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუ­ლა­დი გა­ნა­ცე­მე­ბი უნდა იყოს და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ისე, რო­გორც არის მო­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბა­ში და დად­გე­ნი­ლებ­ში, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იღებ­დნენ პრე­მი­ებს, მაგ­რამ ყვე­ლა პრე­მია უნდა იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რის­თვის, რა გა­სამ­რჯე­ლოს­თვის აიღო სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­მია. ასე­ვეა და­ნა­მა­ტის სა­კი­თხიც - არ შე­იძ­ლე­ბა წი­ნას­წარ, ერთი წლით ადრე გან­სა­ზღვროს რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა ის, რომ სა­ჯა­რო პირ­მა ყო­ველ­თვი­უ­რად სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი უნდა აი­ღოს", - გა­ნა­ცხა­და ლაშა თორ­დი­ამ.

სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემა სახელფასო დანამტებით შეიცვალა.

თორდიას შეფასებით, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო.

როგორც გენერალურმა აუდიტორმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რეგიონული განვითარების სამინისტროში დანამატების გაცემის ოდენობა 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროში - 206%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში - 412%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ით, დევნილთა სამინისტროში 35%-ით, ჯანდაცვის სამინისტროში - 270%-ით.

მისივე თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ქვეყანაში პრემია ან დანამატი არსებობდეს, მაგრამ აღნიშნული ფულადი განაცემები უნდა იყოს დარეგულირებული ისე, როგორც არის მოცემული შესაბამის ბრძანებაში და დადგენილებში, ანუ ადამიანები უნდა იღებდნენ პრემიებს, მაგრამ ყველა პრემია უნდა იყოს დასაბუთებული, რისთვის, რა გასამრჯელოსთვის აიღო საჯარო მოხელემ აღნიშნული პრემია. ასევეა დანამატის საკითხიც - არ შეიძლება წინასწარ, ერთი წლით ადრე განსაზღვროს რომელიმე თანამდებობის პირმა ის, რომ საჯარო პირმა ყოველთვიურად სახელფასო დანამატი უნდა აიღოს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."