საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები?
როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები?

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტებ­მა ამ სა­ში­ნე­ლი ქმე­დე­ბით მთელ მსოფ­ლი­ოს უჩ­ვე­ნეს, რომ ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დე­ნენ და დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა, თით­ქმის ყველ­გან და­უც­ვე­ლია," - ასე და­ვას­რუ­ლეთ სტა­ტია "კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ ეგ­ვიპ­ტე­ში რუ­სუ­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბას ეხე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ახა­ლი სტა­ტი­ის და­წყე­ბაც ამ წი­ნა­და­დე­ბით გვი­წევს, რად­გან 13 ნო­ემ­ბერს პა­რიზ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სე­რი­ამ და­ამ­ტკი­ცა, რომ დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის­გან არა­ვინ არის და­ცუ­ლი. რა­ო­დენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბიც უნდა ჰყავ­დეს შენს ქვე­ყა­ნას, საფრ­თხე მა­ინც ყო­ველ წუთს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ახლა გა­ო­ცე­ბას სწო­რედ ასე ნა­ქე­ბი ფრან­გუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის უმოქ­მე­დო­ბა იწ­ვევს. მათ პა­რიზ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვერც ერთი ტე­რაქ­ტი წი­ნას­წარ ვერ აღ­კვე­თეს - ფეხ­ბურ­თის სტა­დი­ონ­თა­ნაც კი, სა­დაც თა­მაშს უცხო­ელ სტუმ­რებ­თან ერ­თად საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ეს­წრე­ბო­და და სტა­დი­ო­ნის პე­რი­მეტრზე უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გო­რი პა­ნი­კა ატყდე­ბო­და, აფეთ­ქე­ბე­ბი სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნებ­ზე რომ მომ­ხდა­რი­ყო...

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ტე­რაქ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­შინ­ვე აიღო "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ", რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო საფ­რან­გე­თის მიერ სი­რი­ის სა­ჰა­ე­რო და­ბომბვის პა­სუ­ხი.

პა­რიზ­ში ის­ლა­მის­ტებ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის თით­ქმის ყვე­ლა მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნეს - კა­მი­კა­ძე­ე­ბი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბომ­ბე­ბი, გამ­ვლე­ლე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის კლი­ენ­ტე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­ცხრილ­ვა ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღით და თე­ატ­რში მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი შემ­დგომ და­ხო­ცეს.

14 ნო­ემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, რვა ტე­რო­რის­ტმა (თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მათი ნა­წი­ლი პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში მი­ი­მა­ლა) 129 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იმ­სხვერ­პლა, 352-მდე კი და­შავ­და.

ტე­რაქ­ტე­ბის წი­ნას­წარ გა­მოვ­ლე­ნა საფ­რან­გე­თის შსს-ს შიდა დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­სა და ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფის, ასე­ვე - პა­რი­ზის პო­ლი­ცი­ის პრე­ფექ­ტუ­რის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს პრე­რო­გა­ტი­ვა იყო, მაგ­რამ მათ ეს ვერ შეძ­ლეს, არა­და, ამა წლის 7 იან­ვარს პა­რიზ­ში, "შარლ ებ­დოს" რე­დაქ­ცი­ა­ზეც ანა­ლო­გი­უ­რი ხელ­წე­რის

ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და საფ­რან­გე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს­ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებ­დათ.

მსგავ­სი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან ევ­რო­პის არც სხვა მე­გა­პო­ლი­სე­ბია და­ცუ­ლი, რად­გან იქ ბოლო თვე­ებ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის - სი­რი­ი­და­ნაც, ათა­სო­ბით დევ­ნილ­მა შე­აღ­წია და ალ­ბათ, მათ შო­რის არც ისე ცო­ტაა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" შე­ნიღ­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტი...

სრუ­ლი ტექ­სტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები?

როდის შეცდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურები?

"საერთაშორისო ტერორისტებმა ამ საშინელი ქმედებით მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რომ ისინი ნებისმიერ დანაშაულს ჩაიდენენ და დღეს ჩვეულებრივი მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა და მოქალაქეობისა, თითქმის ყველგან დაუცველია," - ასე დავასრულეთ სტატია "კვირის პალიტრის" წინა ნომერში, რომელიც ტერორისტების მიერ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ახალი სტატიის დაწყებაც ამ წინადადებით გვიწევს, რადგან 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებულმა ტერორისტული აქტების სერიამ დაამტკიცა, რომ დღეს საერთაშორისო ტერორიზმისგან არავინ არის დაცული. რაოდენ პროფესიონალური სპეცსამსახურებიც უნდა ჰყავდეს შენს ქვეყანას, საფრთხე მაინც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

ახლა გაოცებას სწორედ ასე ნაქები ფრანგული სპეცსამსახურების უმოქმედობა იწვევს. მათ პარიზში განხორციელებული ვერც ერთი ტერაქტი წინასწარ ვერ აღკვეთეს - ფეხბურთის სტადიონთანაც კი, სადაც თამაშს უცხოელ სტუმრებთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ესწრებოდა და სტადიონის პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ადვილი წარმოსადგენია, როგორი პანიკა ატყდებოდა, აფეთქებები სტადიონის ტრიბუნებზე რომ მომხდარიყო...

როგორც მოსალოდნელი იყო, ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მაშინვე აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ", რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო საფრანგეთის მიერ სირიის საჰაერო დაბომბვის პასუხი.

პარიზში ისლამისტებმა ტერორისტული თავდასხმის თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენეს - კამიკაძეები, დამონტაჟებული ბომბები, გამვლელებისა და რესტორნების კლიენტების მოულოდნელი დაცხრილვა ავტომატური იარაღით და თეატრში მძევლების აყვანა, რომელთა ნაწილი შემდგომ დახოცეს.

14 ნოემბრის მონაცემებით, რვა ტერორისტმა (თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი პარიზის ქუჩებში მიიმალა) 129 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, 352-მდე კი დაშავდა.

ტერაქტების წინასწარ გამოვლენა საფრანგეთის შსს-ს შიდა დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფის, ასევე - პარიზის პოლიციის პრეფექტურის სადაზვერვო სამმართველოს პრეროგატივა იყო, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, არადა, ამა წლის 7 იანვარს პარიზში, "შარლ ებდოს" რედაქციაზეც ანალოგიური ხელწერის

ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და საფრანგეთის სპეცსამსახურებს­ მეტი ყურადღება მართებდათ.

მსგავსი ტერორისტული თავდასხმებისგან ევროპის არც სხვა მეგაპოლისებია დაცული, რადგან იქ ბოლო თვეებში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - სირიიდანაც, ათასობით დევნილმა შეაღწია და ალბათ, მათ შორის არც ისე ცოტაა "ისლამური სახელმწიფოს" შენიღბული ტერორისტი...

სრული ტექსტი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"