Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული მწვანილის უცხოური პერსპექტივები
ქართული მწვანილის უცხოური პერსპექტივები

სა­ქარ­თვე­ლო იმ­პორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ამი­ტომ აქ ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს, რო­მელ­საც სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მათ შო­რის ქარ­თუ­ლი მწვა­ნი­ლიც უნდა და­სა­ხელ­დეს. დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან მწვა­ნი­ლი ექ­სპორტზე მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში, ბე­ლო­რუს­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ლატ­ვი­ა­ში, ბულ­გა­რეთ­სა და მოლ­დო­ვა­ში გა­დის, თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზეც დამ­კვიდ­რდეს - ევ­რო­კავ­ში­რი მწვა­ნი­ლის ერთ-ერთი დიდი მომ­ხმა­რე­ბე­ლია. "ევ­როს­ტატ"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009-2013 წლებ­ში ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა ყო­ველ­წლუ­რად 4,3%-ით, ფასი კი - 8,3% იზ­რდე­ბო­და. ევ­რო­კავ­შირ­ში მწვა­ნი­ლის ყვე­ლა­ზე დიდი მიმ­წო­დე­ბე­ლი ჩი­ნე­თია, ამა­ვე დროს, იქ მწვა­ნი­ლის მიმ­წო­დებ­ლე­ბი არი­ან ინ­დო­ე­თი, ვი­ეტ­ნა­მი, ინ­დო­ნე­ზია, ეთი­ო­პია, კე­ნია, ბრა­ზი­ლია და პერუ... იმა­ვე "ევ­როს­ტატ"-ის პროგ­ნო­ზით, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე მწვა­ნილ­ზე მო­თხოვ­ნა მო­მა­ვალ­შიც გა­იზ­რდე­ბა, რაც ქარ­თველ მწარ­მო­ებ­ლებს ამ ბა­ზარ­ზე შეს­ვლის კარგ შანსს აძ­ლევს. მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი ბოსტნე­უ­ლი და ხილი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მოხ­ვდეს, მე­წარ­მეს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში GLOBAL GAP-ის სტან­დარ­ტი უნდა ჰქონ­დეს და­ნერ­გი­ლი. GLOBAL GAP - ეს არის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის სრულ ციკლს - ნი­ა­და­გის და­მუ­შა­ვე­ბით და­წყე­ბუ­ლი, პრო­დუქ­ტის და­ფა­სო­ე­ბი­თა და შე­ფუთ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ასეთ პრო­დუქ­ცი­ა­ში სა­ზი­ა­ნო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და ქი­მი­კა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

გარ­და ევ­რო­პი­სა, ქარ­თუ­ლი მწვა­ნი­ლის შე­ტა­ნა სულ მალე რუ­სეთ­შიც და­ი­წყე­ბა, ეს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­თვის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ბა­ზა­რია. რუ­სეთ­ში ჩვე­ნე­ბუ­რი მწვა­ნი­ლის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა და სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში ორი-სამი ათა­სი ტონა მწვა­ნი­ლის გა­ტა­ნა იგეგ­მე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, რუ­სე­თის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ოთარ და­ნე­ლია.

რუ­სულ ბა­ზარ­ზე სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნას გეგ­მავს შპს "ჰერ­ბია", რო­მელ­საც GLOBAL GAP-ის სტან­დარ­ტიც აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. რო­გორც კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზუ­რაბ ჯა­ნე­ლი­ძე აცხა­დებს, კომ­პა­ნი­ა­ში ამი­სათ­ვის უკვე მზად არი­ან:

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს­დღე­ო­ბით ამ ბიზ­ნეს­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მწვა­ნი­ლი ძი­რი­თა­დად ოქ­ტომ­ბრი­დან მა­ი­სის ჩათ­ვლით იწარ­მო­ე­ბა. 2006 წლამ­დე ქარ­თულ მწვა­ნილ­ზე მო­თხოვ­ნა თან­და­თან იზ­რდე­ბო­და და და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათას ტო­ნამ­დე მწვა­ნი­ლის ექ­სპორ­ტს ვა­ხერ­ხებ­დით, მაგ­რამ 2006 წლის რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გოს შემ­დეგ მწვა­ნი­ლის მწარ­მო­ებ­ლე­ბი და ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბი ძი­რი­თა­დი ბაზ­რის გა­რე­შე დავ­რჩით - ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის 70-80% რუ­სულ ბა­ზარ­ზე იყი­დე­ბო­და. მარ­თა­ლია, ქარ­თუ­ლი მწვა­ნი­ლი სხვა ქვეყ­ნებ­შიც გა­დი­ო­და, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ბა­ზა­რი ჩვენ­თვის მა­ინც რუ­სე­თი იყო.

- რა მოხ­და რუ­სუ­ლი ბაზ­რის და­ხურ­ვის შემ­დეგ, რო­გორ გა­აგ­რძე­ლეთ საქ­მი­ა­ნო­ბა?

- ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღო­ნეთ, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო არა რუ­სულ, არა­მედ ვე­რო­პულ ბა­ზარ­ზე და მიზ­ნობ­რი­ვი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ. პირ­ველ რიგ­ში ეს იყო ჰო­ლან­დია და გერ­მა­ნია - გვინ­დო­და რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი ამ ბაზ­რე­ბით ჩაგ­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნებ­ში მხო­ლოდ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სჭირ­დე­ბო­დათ, ისი­ნი GLOBAL GAP-ის სტან­დარტს მო­ი­თხოვ­დნენ. 2010 წლის შემ­დგომ ჩვენ მი­ვი­ღეთ ეს სერ­ტი­ფი­კა­ტი, სა­ნი­მუ­შო პარ­ტი­ე­ბიც გავ­გზავ­ნეთ ჰო­ლან­დი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­შიც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა... ამ ბაზ­რებ­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდა, მაგ­რამ გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია მა­ღალ­ხა­რი­სი­ხი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მისი მი­წო­დე­ბის უწყვე­ტო­ბაც უნდა დაგ­ვეც­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია იმ­დე­ნად ცოტა იყო ამ ბაზ­რე­ბის­თვის, რომ მო­მა­რა­გე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. ამის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რით დავ­კმა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით და ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში შეგ­ვე­ტა­ნა და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. კი­დევ კარ­გი, ჩვენ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვამ გა­ა­მარ­თლა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქართული მწვანილის უცხოური პერსპექტივები

ქართული მწვანილის უცხოური პერსპექტივები

საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ამიტომ აქ ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის ქართული მწვანილიც უნდა დასახელდეს. დღესდღეობით საქართველოდან მწვანილი ექსპორტზე მხოლოდ უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ბულგარეთსა და მოლდოვაში გადის, თუმცა თავისუფლად შეიძლება ევროპულ ბაზარზეც დამკვიდრდეს - ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. "ევროსტატ"-ის ინფორმაციით, 2009-2013 წლებში ევროპის ქვეყნებში იმპორტის მოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი - 8,3% იზრდებოდა. ევროკავშირში მწვანილის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, ამავე დროს, იქ მწვანილის მიმწოდებლები არიან ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ეთიოპია, კენია, ბრაზილია და პერუ... იმავე "ევროსტატ"-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც ქართველ მწარმოებლებს ამ ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს. მაგრამ იმისათვის, რომ ქართული ბოსტნეული და ხილი ევროკავშირის ქვეყნებში მოხვდეს, მეწარმეს მეურნეობაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი უნდა ჰქონდეს დანერგილი. GLOBAL GAP - ეს არის სტანდარტი, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების სრულ ციკლს - ნიადაგის დამუშავებით დაწყებული, პროდუქტის დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული. ასეთ პროდუქციაში საზიანო ნივთიერებების და ქიმიკატების გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.

გარდა ევროპისა, ქართული მწვანილის შეტანა სულ მალე რუსეთშიც დაიწყება, ეს ქართული პროდუქციისთვის ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია. რუსეთში ჩვენებური მწვანილისთვის შეზღუდვები მოიხსნა და სულ მალე საქართველოდან რუსეთში ორი-სამი ათასი ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას გეგმავს შპს "ჰერბია", რომელსაც GLOBAL GAP-ის სტანდარტიც აქვს მინიჭებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, კომპანიაში ამისათვის უკვე მზად არიან:

- ბატონო ზურაბ, რა მდგომარეობაა დღესდღეობით ამ ბიზნესში?

- საქართველოში მწვანილი ძირითადად ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით იწარმოება. 2006 წლამდე ქართულ მწვანილზე მოთხოვნა თანდათან იზრდებოდა და დაახლოებით 7 ათას ტონამდე მწვანილის ექსპორტს ვახერხებდით, მაგრამ 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ მწვანილის მწარმოებლები და ექსპორტიორები ძირითადი ბაზრის გარეშე დავრჩით - ჩვენი პროდუქციის 70-80% რუსულ ბაზარზე იყიდებოდა. მართალია, ქართული მწვანილი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა, მაგრამ ძირითადი ბაზარი ჩვენთვის მაინც რუსეთი იყო.

- რა მოხდა რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ, როგორ გააგრძელეთ საქმიანობა?

- ყველაფერი ვიღონეთ, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებული ყოფილიყო არა რუსულ, არამედ ვეროპულ ბაზარზე და მიზნობრივი ბაზრების მოძიება დავიწყეთ. პირველ რიგში ეს იყო ჰოლანდია და გერმანია - გვინდოდა რუსული ბაზარი ამ ბაზრებით ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ ამ ქვეყნებში მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქტი სჭირდებოდათ, ისინი GLOBAL GAP-ის სტანდარტს მოითხოვდნენ. 2010 წლის შემდგომ ჩვენ მივიღეთ ეს სერტიფიკატი, სანიმუშო პარტიებიც გავგზავნეთ ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, გამოფენებშიც მივიღეთ მონაწილეობა... ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია მაღალხარისიხიანი უნდა ყოფილიყო, მისი მიწოდების უწყვეტობაც უნდა დაგვეცვა. სამწუხაროდ, ჩვენი პროდუქცია იმდენად ცოტა იყო ამ ბაზრებისთვის, რომ მომარაგება ვერ შევძელით. ამის გამო იძულებული გავხდით ადგილობრივი ბაზრით დავკმაყოფილებულიყავით და ჩვენს მაღაზიებში შეგვეტანა დაფასოებული პროდუქცია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. კიდევ კარგი, ჩვენმა ინიციატივამ გაამართლა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია