პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს
წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს

ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ბან­კი­რი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის "მეტ მერ­ყე­ო­ბას" აღარ ელის და აცხა­დებს, რომ თუ ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ზარ­და, კურ­სიც უფრო მე­ტად გამ­ყარ­დე­ბა. წლის ბო­ლომ­დე ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას არც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ელი­ან. მე­ტიც, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სებ-ი სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და პო­ლი­ტი­კას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვანს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ წლის ბო­ლოს­თვის კურ­სი 2,35-ის ნიშ­ნულ­საც კი ჩა­მოს­ცდეს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ასე თუ ისე, უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წლის ბო­ლომ­დე ლარი 2,4-ის ფარ­გლებ­ში იტ­რი­ა­ლებს.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,38-2,4-ის დი­ა­პა­ზონ­შია. სებ-ის მიერ დად­გე­ნი­ლი კურ­სით, დღე­საც ერთი აშშ დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფასი 2,3993 ლარი იქ­ნე­ბა და რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, "სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ლა­რის მეტ მერ­ყე­ო­ბა­საც აღარ უნდა ვე­ლო­დოთ". "ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია გა­ვი­მე­ო­რო კი­დევ ერთხელ იგი­ვე, რომ ჩვენ ლა­რის მერ­ყე­ო­ბას აღარ ვე­ლო­დე­ბით. მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სის პი­რო­ბებ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვა ნორ­მა­ლუ­რია. უფრო მე­ტიც, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა ჯან­სა­ღი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ლარს ექ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ 2015 წლის ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც წლის ბო­ლომ­დე ხარ­ჯვის პროგ­ნო­ზი, გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ნა­ბა­რი ტენ­დენ­ცი­ით. შე­სა­ბა­მი­სად, ლა­რის კურ­სზე ბი­უ­ჯე­ტის მხრი­დან ზე­წო­ლა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ამი­ტომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო წნე­ხის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. სა­ბან­კო სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტის გოჩა თუთ­ბე­რი­ძის პროგ­ნო­ზით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ იმ მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე, რაც ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­შია, ლარი უფრო მე­ტად გამ­ყარ­დეს. "ჩემი პროგ­ნო­ზით, ლა­რის კურ­სი წლის ბო­ლომ­დე 2,38-2,39-ის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს, რად­გან ამას ამ­ბობს მო­ნე­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნო, ანუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მის ხელ­ში უამ­რა­ვი ბერ­კე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ფის­კა­ლურ ორ­გა­ნოს, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ბი­უ­ჯე­ტი თა­ნა­ბარ­ზო­მი­ე­რად იხარ­ჯე­ბა და წლის ბო­ლოს არ მოხ­დე­ბა მი­მოქ­ცე­ვა­ში დიდი ფუ­ლის გაშ­ვე­ბა. ასე რომ, კურ­სი ასე სტა­ბი­ლუ­რი უნდა დარ­ჩეს, შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი გამ­ყარ­დეს კი­დეც, რად­გან ამის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. თუ არა­ფე­რი მოხ­და, წლის ბო­ლომ­დე ლარს პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" თუთ­ბე­რი­ძემ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს

წლის ბოლომდე ლარის კურსი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს

ქვეყნის მთავარი ბანკირი ეროვნული ვალუტის "მეტ მერყეობას" აღარ ელის და აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა გაიზარდა, კურსიც უფრო მეტად გამყარდება. წლის ბოლომდე ლარის დევალვაციას არც სპეციალისტები ელიან. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და პოლიტიკას იმ მიმართულებით წაიყვანს, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოსთვის კურსი 2,35-ის ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ასე თუ ისე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ლარი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს.

ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 2,38-2,4-ის დიაპაზონშია. სებ-ის მიერ დადგენილი კურსით, დღესაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2,3993 ლარი იქნება და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ირწმუნება, "სხვა თანაბარ პირობებში ლარის მეტ მერყეობასაც აღარ უნდა ველოდოთ". "ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ ჩვენ ლარის მერყეობას აღარ ველოდებით. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი რყევა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ტენდენციით. შესაბამისად, ლარის კურსზე ბიუჯეტის მხრიდან ზეწოლა არ შეინიშნება. ამიტომ ეროვნული ვალუტა საბიუჯეტო წნეხისგან თავისუფალია. საბანკო სფეროს სპეციალისტის გოჩა თუთბერიძის პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ იმ მაკროეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც ამჟამად ქვეყანაშია, ლარი უფრო მეტად გამყარდეს. "ჩემი პროგნოზით, ლარის კურსი წლის ბოლომდე 2,38-2,39-ის ფარგლებში იმერყევებს, რადგან ამას ამბობს მონეტარული ორგანო, ანუ ეროვნული ბანკი და ამ მიზნის მისაღწევად მის ხელში უამრავი ბერკეტია. რაც შეეხება ფისკალურ ორგანოს, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტი თანაბარზომიერად იხარჯება და წლის ბოლოს არ მოხდება მიმოქცევაში დიდი ფულის გაშვება. ასე რომ, კურსი ასე სტაბილური უნდა დარჩეს, შეიძლება ცოტათი გამყარდეს კიდეც, რადგან ამის ყველა საშუალება არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. თუ არაფერი მოხდა, წლის ბოლომდე ლარს პრობლემა არ შეექმნება", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია