საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტიანული სალოცავი, სადაც ღორებს სწირავდნენ
ქრისტიანული სალოცავი, სადაც ღორებს სწირავდნენ

ნეკ­რე­სი - სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სია კა­ხეთ­ში, რო­მე­ლიც ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­დას მახ­ლობ­ლად, კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის გან­შტო­ე­ბა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

IV სა­უ­კუ­ნე­ში იბე­რი­ის მეფე თრდატ­მა იქ ეკ­ლე­სია ააგო, სა­დაც VI სა­უ­კუ­ნე­ში აბი­ბოს ნეკ­რე­სე­ლი (ასუ­რე­ლი მამა) დამ­კვიდ­რდა. მის დროს ნეკ­რე­სის სა­ე­პის­კო­პო­სო და­არ­სდა და XIX სა­უ­კუ­ნამ­დე იარ­სე­ბა. აბი­ბო­სი ერთი იმ ასუ­რე­ლი მა­მათ­გა­ნია, რომ­ლე­ბიც VI სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და დამ­კვიდ­რე­ბის მიზ­ნით ჩა­მო­ვიდ­ნენ და რო­მელ­თა თა­ოს­ნო­ბით აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მრა­ვა­ლი სა­ვა­ნე და­არ­სდა. აბი­ბო­სი სი­რი­ი­დან იო­ა­ნე ზე­დაზ­ნელს მოჰ­ყვა და ერთი პე­რი­ო­დი ზე­და­ზენ­ზე მას­თან ერ­თად მოღ­ვა­წე­ობ­და, ხოლო შემ­დგომ ნეკ­რე­სის ეპარ­ქია ჩა­ი­ბა­რა. მისი მღვდელმთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. სპარ­სე­ლე­ბი მაზ­დი­ა­ნო­ბის და­სა­ნერ­გად ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­დნენ, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც მან მკაც­რად გა­ი­ლაშ­ქრა.

ნეკ­რესს იმ­თა­ვით­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ე­ცა. იქე­დან ვრცელ­დე­ბო­და ქარ­თლის პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნა აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ო­ნის მთი­ა­ნეთ­ზე. ნეკ­რე­სის სა­ე­პის­კო­პო­სოს ეპარ­ქი­ა­ში, შე­დი­ო­და და­ღეს­ტნის ნა­წი­ლიც (დი­დო­ე­თი). ნეკ­რეს­ში კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბა იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი.

არ­სე­ბობს ასე­თი ლე­გენ­დაც:

მტერს ალ­ყა­ში მო­უქ­ცე­ვია ნეკ­რე­სის სა­ლო­ცა­ვი და იქ თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. ტა­ძარ­ში მყო­ფებს საკ­ვე­ბიც გა­მო­ე­ლი­ათ და ხსნაც არ­სა­ი­დან ჩან­და. შე­წუხ­და ხალ­ხი, ქა­ლებ­მაც ია­რა­ღი აის­ხეს, ილო­ცეს და ბრძო­ლის­თვის მო­ემ­ზად­ნენ, მაგ­რამ რო­გორ უნდა გა­ერ­ღვი­ათ ალყა - მტე­რი მათ­ზე ათ­ჯერ მეტი იყო და თან, უკეთ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი!

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩოჩ­ქო­ლი ატე­ხი­ლა: სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლის­თვის თავ­გა­და­დე­ბულ რაზმში ერთს აზ­რად ასე­თი რამ მოს­ვლია, - მოდი, ღო­რე­ბი დავ­სე­როთ და მტერ­ზე მი­ვუშ­ვა­თო. ყვე­ლა ერ­თხმად და­თან­ხმე­ბია. ჯერ ღო­რე­ბის ჭყვი­ტინ­მა გა­აყ­რუა იქა­უ­რო­ბა, მერე კი ნეკ­რე­სის გა­ლავ­ნის კარი გა­ი­ღო და ტკი­ვი­ლის­გან გა­და­რე­უ­ლი კოლ­ტი პირ­და­პირ მო­ალ­ყე­ე­ბის­კენ გა­ქან­და.

სპარ­სე­ლე­ბი ერთხანს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი უცქერ­დნენ იმ სა­ნა­ხა­ო­ბას, მერე გონს მო­ეგ­ნენ და მიხ­ვდნენ: პი­რუ­ტყვი მათ "და­სა­ლაშ­ქრად" მი­ე­ქა­ნე­ბო­და და თან, ირ­გვლივ სის­ხლს ღვრი­და... "წყე­უ­ლი გი­ა­უ­რე­ბი, ეს რა მო­უ­ფიქ­რე­ბი­ა­თო!" - გაჰ­ყვი­როდ­ნენ და იქა­უ­რო­ბას ეც­ლე­ბოდ­ნენ.

ალყა გა­ირ­ღვა. ღო­რე­ბის კოლტს ქარ­თვე­ლე­ბის რაზ­მი მოჰ­ყვა, რო­მელ­თაც ად­ვი­ლად და­ა­მარ­ცხეს დაბ­ნე­უ­ლი მტე­რი და სამ­შვი­დო­ბოს გა­ვიდ­ნენ. იმ დღეს ყვე­ლა გა­დარ­ჩა.

მას მერე ყო­ველ წე­ლი­წადს, შობა დღეს იწყე­ბა ნეკ­რე­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბა, სა­დაც უამ­რა­ვი ხალ­ხი თავს იყ­რის.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ძარ­ში შე­სა­წი­რად ღო­რე­ბი მიჰ­ყავ­დათ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქრისტიანული სალოცავი, სადაც ღორებს სწირავდნენ

ქრისტიანული სალოცავი, სადაც ღორებს სწირავდნენ

ნეკრესი - სამონასტრო კომპლექსია კახეთში, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ შილდას მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე მდებარეობს.

IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა იქ ეკლესია ააგო, სადაც VI საუკუნეში აბიბოს ნეკრესელი (ასურელი მამა) დამკვიდრდა. მის დროს ნეკრესის საეპისკოპოსო დაარსდა და XIX საუკუნამდე იარსება. აბიბოსი ერთი იმ ასურელი მამათგანია, რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით ჩამოვიდნენ და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე დაარსდა. აბიბოსი სირიიდან იოანე ზედაზნელს მოჰყვა და ერთი პერიოდი ზედაზენზე მასთან ერთად მოღვაწეობდა, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. სპარსელები მაზდიანობის დასანერგად ყველა ღონეს ხმარობდნენ, რის წინააღმდეგაც მან მკაცრად გაილაშქრა.

ნეკრესს იმთავითვე დიდი მნიშვნელობა მიეცა. იქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

არსებობს ასეთი ლეგენდაც:

მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ტაძარში მყოფებს საკვებიც გამოელიათ და ხსნაც არსაიდან ჩანდა. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ, მაგრამ როგორ უნდა გაერღვიათ ალყა - მტერი მათზე ათჯერ მეტი იყო და თან, უკეთ შეიარაღებული!

ლეგენდის თანახმად, მოულოდნელად ჩოჩქოლი ატეხილა: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავგადადებულ რაზმში ერთს აზრად ასეთი რამ მოსვლია, - მოდი, ღორები დავსეროთ და მტერზე მივუშვათო. ყველა ერთხმად დათანხმებია. ჯერ ღორების ჭყვიტინმა გააყრუა იქაურობა, მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა.

სპარსელები ერთხანს გაკვირვებულები უცქერდნენ იმ სანახაობას, მერე გონს მოეგნენ და მიხვდნენ: პირუტყვი მათ "დასალაშქრად" მიექანებოდა და თან, ირგვლივ სისხლს ღვრიდა... "წყეული გიაურები, ეს რა მოუფიქრებიათო!" - გაჰყვიროდნენ და იქაურობას ეცლებოდნენ.

ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველების რაზმი მოჰყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ. იმ დღეს ყველა გადარჩა.

მას მერე ყოველ წელიწადს, შობა დღეს იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთი კვირა გრძელდება, სადაც უამრავი ხალხი თავს იყრის.

იმასაც ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ტაძარში შესაწირად ღორები მიჰყავდათ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია