მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე საშიში ტყეები მსოფლიოში
ყველაზე საშიში ტყეები მსოფლიოში

ტყე­ე­ბი ხში­რად სა­ში­ში და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ­ნი ჩა­ნან. ტყუ­ი­ლად არ არის მსოფ­ლიო ფოლკ­ლო­რი სავ­სე ის­ტო­რი­ე­ბით, სა­დაც ტყე­ში მის­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. დღეს მო­გიყ­ვე­ბით იმ ტყე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ხალ­ხში შიშს იწ­ვე­ვენ თა­ვი­ან­თი ლე­გენ­დე­ბის და ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის გამო.

1. ია­პო­ნი­ა­ში არ­სე­ბობს სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ად­გი­ლი აო­კი­გა­ჰა­რა. ფუ­ძის მთის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ტყე კუნ­ძულ ჰონ­სი­უ­ზე მდე­ბა­რე­ობს და უკვე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს თვით­მკვლე­ლებს შო­რის. 1970 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცია რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებს ტყეს და დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 70-დან 100-მდე გვამს პო­უ­ლობს.

2. რუ­მი­ნუ­ლი ტყე ჰოია ბაჩუ ცნო­ბი­ლია, რო­გორც პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი ზონა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და რამ­დე­ნი­მე მეც­ნი­ე­რი ამ­ბობს, რომ იქ ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბი და­ი­ნა­ხეს, ეს­მო­დათ ხმე­ბი, ხე­დავ­დნენ გა­ურ­კვე­ველ ფი­გუ­რებს და სხე­უ­ლებს. ხალ­ხმა ტყეს ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი და­არ­ქვა და ცდი­ლო­ბენ არა­სო­დეს მოხ­ვდნენ იქ. თუ ვინ­მე მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­დის, შემ­დეგ თა­ვის ტკი­ვი­ლებს, თავ­ბრუს­ხვე­ვას, გუ­ლის­რე­ვას და სხვა სიმპტო­მებს უჩი­ვის.

3. ინ­გლის­ში, კენ­ტის საგ­რა­ფო­ში არის მყვი­რა­ლა ტყე, რო­მე­ლიც მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის სა­ვა­ნედ ით­ვლე­ბა. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა მოკ­ლეს ყა­ჩა­ღი, რომ­ლის სული დღემ­დე დაძ­რწის ტყე­ში და შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. ამ­ბო­ბენ, რომ იქ პოლ­ტერ­გე­ის­ტე­ბი სახ­ლო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ დი­ლა­ო­ბით ტყი­დან კი­ვი­ლის ხმე­ბი ის­მის.

4. ამე­რი­კა­ში, მა­სა­ჩუ­სე­ცის შტატ­ში არ­სე­ბობს ტყე, რო­მე­ლიც სა­ტა­ნის­ტე­ბის, თვით­მკვლე­ლე­ბის და ქურ­დე­ბის ად­გი­ლად ით­ვლე­ბა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, იქ ხში­რად ატა­რებ­დნენ სა­კულ­ტო რი­ტუ­ა­ლებს, მოჰ­ქონ­დათ მსხვერ­პლი და რი­ტუ­ა­ლუ­რად კლავ­დნენ ცხო­ვე­ლებს. თქმუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ეს ად­გი­ლი და­წყევ­ლი­ლია ინ­დი­ე­ლე­ბის მიერ. ტყე­ში დარ­ჩე­ნი­ლია მათი სა­მარ­ხე­ბი.

ყველაზე საშიში ტყეები მსოფლიოში

ყველაზე საშიში ტყეები მსოფლიოში

ტყეები ხშირად საშიში და საიდუმლოებით მოცულნი ჩანან. ტყუილად არ არის მსოფლიო ფოლკლორი სავსე ისტორიებით, სადაც ტყეში მისტიკური ამბები ხდება. დღეს მოგიყვებით იმ ტყეების შესახებ, რომლებიც ხალხში შიშს იწვევენ თავიანთი ლეგენდების და ისტორიული ფაქტების გამო.

1. იაპონიაში არსებობს სულისშემძვრელი ადგილი აოკიგაჰარა. ფუძის მთის ქვეშ არსებული ტყე კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს და უკვე ნახევარი საუკუნეა პოპულარობით სარგებლობს თვითმკვლელებს შორის. 1970 წლიდან მოყოლებული პოლიცია რეგულარულად ამოწმებს ტყეს და დღეში საშუალოდ 70-დან 100-მდე გვამს პოულობს.

2. რუმინული ტყე ჰოია ბაჩუ ცნობილია, როგორც პარანორმალური ზონა. ადგილობრივები და რამდენიმე მეცნიერი ამბობს, რომ იქ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები დაინახეს, ესმოდათ ხმები, ხედავდნენ გაურკვეველ ფიგურებს და სხეულებს. ხალხმა ტყეს ბერმუდის სამკუთხედი დაარქვა და ცდილობენ არასოდეს მოხვდნენ იქ. თუ ვინმე მის ტერიტორიაზე შედის, შემდეგ თავის ტკივილებს, თავბრუსხვევას, გულისრევას და სხვა სიმპტომებს უჩივის.

3. ინგლისში, კენტის საგრაფოში არის მყვირალა ტყე, რომელიც მოჩვენებების სავანედ ითვლება. ლეგენდის მიხედვით, მეჩვიდმეტე საუკუნეში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს ყაჩაღი, რომლის სული დღემდე დაძრწის ტყეში და შურისძიებაზე ოცნებობს. ამბობენ, რომ იქ პოლტერგეისტები სახლობენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ დილაობით ტყიდან კივილის ხმები ისმის.

4. ამერიკაში, მასაჩუსეცის შტატში არსებობს ტყე, რომელიც სატანისტების, თვითმკვლელების და ქურდების ადგილად ითვლება. ლეგენდის თანახმად, იქ ხშირად ატარებდნენ საკულტო რიტუალებს, მოჰქონდათ მსხვერპლი და რიტუალურად კლავდნენ ცხოველებს. თქმულებების მიხედვით, ეს ადგილი დაწყევლილია ინდიელების მიერ. ტყეში დარჩენილია მათი სამარხები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს