საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ აღმოვაჩინეთ დღემდე უცხოპლანეტელები
რატომ ვერ აღმოვაჩინეთ დღემდე უცხოპლანეტელები

გა­ლაქ­ტი­კა­ში მრა­ვა­ლი დე­და­მი­წის ზო­მის პლა­ნე­ტაა, აუ­რა­ცხე­ლი ცი­უ­რი სხე­უ­ლია, უამ­რა­ვი მიღ­მა გა­ლაქ­ტი­კე­ბია და წე­სით, ათე­უ­ლო­ბით ათა­სი უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცია უნდა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ რა­ტომ არ გა­მო­დის კონ­ტაქ­ტზე არ­ცერ­თი მათ­გა­ნი? დღეს წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მო­საზ­რე­ბებს ამ სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე. ისი­ნი ჩვენს შო­რის არი­ან

წარ­მო­უდ­გენ­ლად ჟღერს, მაგ­რამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, კა­ნა­დის ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი პოლ ჰე­ლი­ე­რი 2014 წელს ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ დე­და­მი­წა­ზე უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა 80 სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა ცხოვ­რობ­და. ფი­ზი­კო­სი პოლ დე­ვი­სი არი­ზო­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და დოქ­ტო­რი რო­ბერტ თრენდლი ჩრდი­ლო­ეთ კენ­ტუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან აგ­რეთ­ვე დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ჩვენს შო­რის ცხოვ­რო­ბენ.

სუ­პე­რორ­გა­ნიზ­მე­ბი სუ­ი­ცი­დის­კენ არი­ან მიდ­რე­კი­ლი

პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი პი­ტერ უორ­დის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნე­ბი და სხვა სუ­პე­რორ­გა­ნიზ­მე­ბი თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ არი­ან მიდ­რე­კილ­ნი. ეს თე­ო­რია ამ­ბობს, რომ ჩვენ მა­ნამ­დე გავ­ნად­გურ­დე­ბით, სა­ნამ საკ­მა­რი­სად განვვი­თარ­დე­ბით იმის­თვის, რომ უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან კონ­ტაქ­ტი და­ვამ­ყა­როთ.

მათ სიგ­ნა­ლებს ვერ ვცნობთ

თუ სხვა პლა­ნე­ტე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­მო­სა­დე­გია, იქ მცხოვ­რე­ბი არ­სე­ბე­ბი დე­და­მი­წე­ლე­ბის მსგავ­სად იქ­ნე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბულ­ნი? იქ­ნებ ისი­ნი იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბულ­ნი არი­ან, რომ ვერ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი ვერ არ­ჩევს მათ გა­მოგ­ზავ­ნილ სიგ­ნალს.

რო­გორც კოს­მო­ლო­გი და ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი ლორდ რისი ამ­ბობს, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ სა­ხე­ში გვი­ყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ ვერ ვიც­ნოთ. პრობ­ლე­მა ის არის, რომ ჩვენ ადა­მი­ა­ნის იდენ­ტურს ვე­ძებთ, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცია ისე­თი სი­ცო­ცხლის ფორ­მა იყოს, რომ­ლის აღ­ქმაც ჩვენ ვერ შევ­ძლოთ.

ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ

ჩვე­ნი სამ­ყა­რო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის პლა­ნე­ტა­რი­უ­მია, რო­მე­ლიც შექ­მნი­ა­ლია იმის­თვის, რომ ჩაგ­ვი­ნერ­გოს ილუ­ზია, თით­ქოს გა­ლაქ­ტი­კა ცა­რი­ე­ლია. ჩვენ იმი­ტომ ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი, რომ ისი­ნი ამ პროგ­რა­მა­ში არ არი­ან გა­წე­რი­ლე­ბი.

რამ­დე­ნად და­უ­ჯე­რებ­ლა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი და ფი­ზი­კო­სე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად მსჯე­ლო­ბენ ამ სა­კი­თხზე. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ჩვენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ვართ ყალბ სამ­ყა­რო­ში და ერთ დღე­საც სის­ტე­მურ და­ზი­ა­ნე­ბას აღ­მო­ვა­ჩენთ, რი­თიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ამ თე­ო­რი­ის დამ­ტკი­ცე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიაკო
0

იმიტო ვერ აღმოვაჩინეთ რომ არ არსებობენ ააფრინე ალალიო რაც არ არი არ არიო

 

ქსენია ძალო
0

რეალურად ვისზეც საუბრობენ არიან ზესაიდუმლო ლაბორატორიებში გენური ინჟინერიით "გამოყვანილი" "ადამიანები". არანაირი სხვა ცივილიზაცია და უფოები არ არსებობენ. გვაპარებენ ნელნელა მათი გამოჩენის შესაძლებლობას. ალბათ გახსოვთ რომის პაპის შარშანდელი განცხადებაც უცხოპლანეტელების "ჩამოსვლის" შესახებ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ ვერ აღმოვაჩინეთ დღემდე უცხოპლანეტელები

რატომ ვერ აღმოვაჩინეთ დღემდე უცხოპლანეტელები

გალაქტიკაში მრავალი დედამიწის ზომის პლანეტაა, აურაცხელი ციური სხეულია, უამრავი მიღმა გალაქტიკებია და წესით, ათეულობით ათასი უცხო ცივილიზაცია უნდა არსებობდეს, მაგრამ რატომ არ გამოდის კონტაქტზე არცერთი მათგანი? დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ მოსაზრებებს ამ საკითხის თაობაზე. ისინი ჩვენს შორის არიან

წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანია ამაში დარწმუნებული. მაგალითად, კანადის ყოფილი თავდაცვის მინისტრი პოლ ჰელიერი 2014 წელს ირწმუნებოდა, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელთა 80 სხვადასხვა სახეობა ცხოვრობდა. ფიზიკოსი პოლ დევისი არიზონას უნივერსიტეტიდან და დოქტორი რობერტ თრენდლი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტიდან აგრეთვე დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოპლანეტელები ჩვენს შორის ცხოვრობენ.

სუპერორგანიზმები სუიციდისკენ არიან მიდრეკილი

პალეონტოლოგი პიტერ უორდის თეორიის მიხედვით, ადამიანები და სხვა სუპერორგანიზმები თვითგანადგურებისკენ არიან მიდრეკილნი. ეს თეორია ამბობს, რომ ჩვენ მანამდე გავნადგურდებით, სანამ საკმარისად განვვითარდებით იმისთვის, რომ უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტი დავამყაროთ.

მათ სიგნალებს ვერ ვცნობთ

თუ სხვა პლანეტები საცხოვრებლად გამოსადეგია, იქ მცხოვრები არსებები დედამიწელების მსგავსად იქნებიან განვითარებულნი? იქნებ ისინი იმდენად განსხვავებულნი არიან, რომ ვერცერთი ჩვენგანი ვერ არჩევს მათ გამოგზავნილ სიგნალს.

როგორც კოსმოლოგი და ასტროფიზიკოსი ლორდ რისი ამბობს, ისინი შეიძლება პირდაპირ სახეში გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცნოთ. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ადამიანის იდენტურს ვეძებთ, თუმცა შესაძლოა, უცხო ცივილიზაცია ისეთი სიცოცხლის ფორმა იყოს, რომლის აღქმაც ჩვენ ვერ შევძლოთ.

ვირტუალურ რეალობაში ვცხოვრობთ

ჩვენი სამყარო ვირტუალური რეალობის პლანეტარიუმია, რომელიც შექმნიალია იმისთვის, რომ ჩაგვინერგოს ილუზია, თითქოს გალაქტიკა ცარიელია. ჩვენ იმიტომ ვერ აღმოვაჩინეთ უცხოპლანეტელები, რომ ისინი ამ პროგრამაში არ არიან გაწერილები.

რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ფილოსოფოსები და ფიზიკოსები სერიოზულად მსჯელობენ ამ საკითხზე. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი ვართ ყალბ სამყაროში და ერთ დღესაც სისტემურ დაზიანებას აღმოვაჩენთ, რითიც შესაძლებელი გახდება ამ თეორიის დამტკიცება.