ქუთაისში რამდენიმე სული ძროხა დააპატიმრეს. ამის შესახებ განცხადებას ააიპ "სპეციალური სერვისები" ავრცელებს.
"დღეს ქალაქის ცენტრში მოხდა რამდენიმე სული პირუტყვის დაჭერა და გადაყვანა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე. ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, არ დატოვონ კუთვნილი შინაური ცხოველები უმეთვალყურეოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები", - აცხადებენ "სპეციალურ სერვისებში".
ორგანიზაცია მოქალაქეებს კუთვნილი პირუტყვის მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.