ახალგაზრდა მამაკაცს "მერსედესის" მარკის ავტომანქანამ თავზე გადაუარა. შემთხვევა დილით ქუთაისში, საღორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველებმა "ნიუპრესს" განუმარტეს, ავარიის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს განცხადებით, საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: newpress.ge