პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლე ურთმელიძე - დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არის
მოსამართლე ურთმელიძე - დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არის

მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის სა­ფუძ­ველს აც­ლის, - ამის შე­სა­ხებ ქი­ბარ ხალ­ვა­შის სარ­ჩე­ლის გამ­ხილ­ველ­მა მო­სა­მარ­თლემ, თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­მაც მო­პა­სუ­ხე მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შემ­დეგ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, რა­ტომ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს "რუს­თა­ვი 2"-ისა და ქი­ბარ ხალ­ვა­შის სხვა მო­პა­სუ­ხე­ე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას მის აცი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მან გან­მარ­ტა, რომ მისი მე­უღ­ლის ფაქ­ტო­რი არ იძ­ლე­ვა ამის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს.

"მი­რან­და გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მან მო­სა­მარ­თლეს უწო­და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და თქვა, რომ თვით­მკვლე­ლო­ბას მო­ა­წე­რა ხელი მო­სა­მარ­თლემ, რომ მას არ მის­ცემს სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნის სა­ფუძ­ველს და ა.შ. ამა­ზე იყო სა­ვა­რა­უ­დოდ მი­რან­და გურ­გე­ნი­ძის რე­აქ­ცია. მის თვალ­საზ­რისს მე არ ვი­ზი­ა­რებ, თუმ­ცა იგი არ არის მო­სა­მარ­თლე. თუკი რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრე­ტენ­ზია გა­გაჩ­ნი­ათ მი­რან­და გურ­გე­ნი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს. არ არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი მი­რან­და გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბი­სა", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი დე­დის ფაქ­ტორს, მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, რომ მდი­ნა­რა გი­ორ­გი­ბი­ა­ნი არ ით­ვლე­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რად. თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძის თქმით, იგი არ ყო­ფი­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი დე­დის, მდი­ნა­რა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის საქ­მით და ად­ვო­კა­ტის­გან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სი­ძის შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ მოხ­და აფექ­ტუ­რი ქცე­ვა, რაც იყო მსუ­ბუ­ქი ფაქ­ტი და უნდა მომ­ხდა­რი­ყო გან­რი­დე­ბის პრცე­დუ­რით ამ საქ­მის დას­რუ­ლე­ბა. მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას ეგო­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო და მხო­ლოდ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ი­გო იმის შე­სა­ხებ, რომ საქ­მე არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

"მო­სა­მარ­თლის მიბ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის ტყვე­ო­ბას­თან არის უსა­ფუძ­ვლო, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს საქ­მე არის კერ­ძო დავა და ამა­ში არ არის ჩარ­თუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ.

ამას­თან, მისი თქმით, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­სა­მარ­თლო­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს.

"მო­სა­მარ­თლეს მარ­თებს, გა­მო­ი­ჩი­ნოს მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბა და მი­ი­ღოს ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა გან­ცხა­დე­ბაც არ უნდა გა­ა­კე­თონ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა, ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას ვერ მო­ახ­დენს", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ და გან­მარ­ტა, რომ მისი დღე­ვან­დე­ლი გან­ჩი­ნე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა მო­პა­სუ­ხე მხა­რეს შე­უძ­ლია შე­მა­ჯე­მე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან ერ­თად.

მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ნიკა გვა­რა­მი­ამ ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძის და­წე­რი­ლი არ არის.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო და..." - ნიკა გვა­რა­მი­ას ქალ­ბა­ტო­ნი შვი­ლის სიკ­ვდილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

"ცოტა ხანს მო­გი­წევს ჩემი და­ვა­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნა, პრან­ჭი­ავ. ვნა­ხოთ რა ვაჟ­კა­ცი ხარ და რამ­დენს გა­უძ­ლებ" - ქი­ბარ ხალ­ვა­ში ნიკა გვა­რა­მი­ას

მიშა სა­ა­კაშ­ვილს "რუს­თა­ვი-2"-ს არ და­ვა­ხუ­რი­ნებ - ქი­ბარ ხალ­ვა­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მოსამართლე ურთმელიძე - დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არის

მოსამართლე ურთმელიძე - დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არის

მოსამართლის აცილება სასამართლოს საზოგადოების ნდობის საფუძველს აცლის, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის სარჩელის გამხილველმა მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ აღნიშნა, რომელმაც მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ განმარტება გააკეთა.

კერძოდ, მოსამართლემ განმარტა, რატომ არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2"-ისა და ქიბარ ხალვაშის სხვა მოპასუხეების შუამდგომლობას მის აცილებასთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ მისი მეუღლის ფაქტორი არ იძლევა ამის სამართლებრივ საფუძველს.

"მირანდა გურგენიძის განცხადება გამოწვეული იყო ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, მან მოსამართლეს უწოდა კორუმპირებული და თქვა, რომ თვითმკვლელობას მოაწერა ხელი მოსამართლემ, რომ მას არ მისცემს საქართველოში დარჩენის საფუძველს და ა.შ. ამაზე იყო სავარაუდოდ მირანდა გურგენიძის რეაქცია. მის თვალსაზრისს მე არ ვიზიარებ, თუმცა იგი არ არის მოსამართლე. თუკი რაიმე კონკრეტული პრეტენზია გაგაჩნიათ მირანდა გურგენიძესთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მირანდა გურგენიძის განცხადებების შემდეგ მოსამართლის აცილებისა", - განაცხადა მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ.

რაც შეეხება მისი დედის ფაქტორს, მოსამართლემ განმარტა, რომ მდინარა გიორგიბიანი არ ითვლება მისი ოჯახის წევრად. თამაზ ურთმელიძის თქმით, იგი არ ყოფილა დაინტერესებული დედის, მდინარა გიორგობიანის საქმით და ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სიძის შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა აფექტური ქცევა, რაც იყო მსუბუქი ფაქტი და უნდა მომხდარიყო განრიდების პრცედურით ამ საქმის დასრულება. მოსამართლემ განაცხადა, რომ მას ეგონა, აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ბოლო პერიოდში გაიგო იმის შესახებ, რომ საქმე არ იყო დასრულებული.

"მოსამართლის მიბმა პროკურატურის ტყვეობასთან არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე არის კერძო დავა და ამაში არ არის ჩართული პროკურატურა", - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, სასამართლოზე გაკეთებული განცხადებები სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს.

"მოსამართლეს მართებს, გამოიჩინოს მაქსიმალური მოთმინება და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ მაღალი თანამდებობის პირებმა, ეს განცხადებები სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს", - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ და განმარტა, რომ მისი დღევანდელი განჩინების გასაჩივრება მოპასუხე მხარეს შეუძლია შემაჯემებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

მოსამართლის განცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული განჩინება თამაზ ურთმელიძის დაწერილი არ არის.

იხილეთ ასევე: "ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და..." - ნიკა გვარამიას ქალბატონი შვილის სიკვდილში ადანაშაულებს

"ცოტა ხანს მოგიწევს ჩემი დავალებების მოსმენა, პრანჭიავ. ვნახოთ რა ვაჟკაცი ხარ და რამდენს გაუძლებ" - ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას

მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ