Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი"
"დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი"

"ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­ი­გოს ხალ­ხმა. პრობ­ლე­მა დე­დამ­თილ­მა შე­მიქ­მნა, ოჯა­ხი მის გამო და­მენგრა.

ამ ქალ­მა იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­მე­ძა­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სა­ზღვარ­გა­რეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და რაც მთა­ვა­რია, შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლეს მირ­ჩევ­ნია. ცუ­დია, რომ ახლა მათ ზრდის ის ქალი, ვინც მა­ი­ძუ­ლა, მათ­გან შორს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და როცა შვი­ლებს ტე­ლე­ფო­ნით ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვგრძნობ, თან­და­თან სულ უფრო მე­ტად მშორ­დე­ბი­ან", - მომ­წე­რა 32 წლის მა­გუ­ლიმ, რო­მელ­საც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის გუ­ლის გა­და­შა­ლა მე­გო­ბარ­მა ურ­ჩია, იმ იმე­დით, - იქ­ნებ შენი ინ­ტერ­ვიუ ლა­დომ (მა­გუ­ლის მე­უღ­ლე) წა­ი­კი­თხოს და მიხ­ვდეს, რომ მის­გან წას­ვლა დე­და­მის­მა გა­ი­ძუ­ლაო.

- 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა პირ­ვე­ლად შე­მიყ­ვარ­და და ის კაცი ჩემი მე­უღ­ლე გახ­და. ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო ნაც­ნობ­მა გვა­პოვ­ნი­ნა. პრინ­ციპ­ში, ის იყო ჩვე­ნი მა­ჭან­კა­ლი. ლადო და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა. თან, ვიდ­რე ვნა­ხავ­დი, ნაც­ნობ­მა მას­ზე ბევ­რი რამ მი­ამ­ბო. ეტყო­ბა, ლა­დო­საც მო­ვე­წო­ნე და გაც­ნო­ბი­დან ცოტა ხან­ში ცო­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მეც დავ­თან­ხმდი და მშობ­ლებ­მაც შე­მი­წყვეს ხელი გა­თხო­ვე­ბა­ში. მა­მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მის­თვის ქალი კუხ­ნა­შია სა­სარ­გებ­ლო და არა - კერ­ძო ან სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში... თან, ლადო ჩემ­ზე 8 წლით უფ­რო­სი იყო და "დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი" გახ­ლდათ, სა­კუ­თა­რი მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლიც ჰქონ­და.

- მის­მა მშობ­ლებ­მა რო­გორ მი­გი­ღეს?

- მამა არ ჰყავს, დე­და­მის­მა კი თა­ვი­დან გულ­ში ჩა­მიკ­რა. ეტყო­ბა ეგო­ნა, რომ ჩლუნ­გი მოჰ­ყავ­და მის შვილს ცო­ლად. ისე­თი გოგო ვე­გო­ნე, რო­მე­ლიც უბა­ტო­ნოდ ხმა­საც ვერ გას­ცემ­და და რო­მელ­საც "იღ­ლი­ა­ში ამო­ი­დებ­და".

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ერთ-ერთი სოფ­ლი­დან ვარ. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე თუ არა, გავ­თხოვ­დი და ეგო­ნა, არაფ­რის აზ­რზე არ ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა გო­გოს თა­ვის ჭკუ­ა­ზე გამ­ზრდი­და, მაგ­რამ როცა მიხ­ვდა, უკვე გაზ­რდი­ლი ვი­ყა­ვი და ჩემი ჭკუა-გო­ნე­ბაც საკ­მა­რი­სად მქონ­და, სხვის დაკ­რულ­ზე ცეკ­ვას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბო­დი, მერე ამით­ვალ­წუ­ნა.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი სი­ამ­ტკბი­ლო­ბა­ში ვი­ცხოვ­რეთ. მე და ჩემი დე­დამ­თი­ლი თით­ქოს, ერ­თმა­ნეთს კარ­გად შე­ვე­წყვეთ. ისე მომ­წონ­და ამ ქა­ლის გვერ­დით ყოფ­ნა, რომ "დე­და­საც" ვე­ძახ­დი. ერ­თა­დერ­თი, რაც მიკ­ვირ­და, ის გახ­ლდათ, რომ ასეთ ტაქ­ტი­ან, გა­ნათ­ლე­ბულ ქალს შე­ეძ­ლო, შვი­ლის ოთა­ხის კარი ნე­ბის­მი­ერ დროს, და­უ­კა­კუ­ნებ­ლად შე­მო­ე­ღო. ჩემი ქმა­რი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, დე­და­მისს ასე კარ­გად რომ გა­ვუ­გე. ორი­ვეს გვე­ხუ­ტე­ბო­და ხოლ­მე: ჩემი ან­გე­ლო­ზე­ბი ხართ, უსაყ­ვარ­ლე­სი ქა­ლე­ბიო. მერე, როცა დავ­ფეხ­მძიმ­დი, ჩემ მი­მართ შე­იც­ვა­ლა, სულ მო­ღუ­შუ­ლი და­დი­ო­და და ფეხ­მძი­მეს უც­ნა­უ­რი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას მა­ვა­ლებ­და. არ მოს­წონ­და, მისი შვი­ლი მე უფრო მეტ დროს რომ მით­მობ­და, ვიდ­რე მას. არა­და, ბუ­ნებ­რი­ვია, როცა ქმა­რი ფეხ­მძი­მეს დიდ ყუ­რა­დღე­ბას გაქ­ცევს, მით უმე­ტეს, რომ რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ხში­რად მი­წევ­და წო­ლი­თი რე­ჟი­მის დაც­ვა და ა.შ.

- ალ­ბათ, შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბამ გუ­ნე­ბა გა­მო­უ­კე­თა, არა?

- პი­რი­ქით, როცა ბავ­შვი და­ი­ბა­და, დე­დამ­თი­ლი კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა და ახლა შვილს უკვე ღიად საყ­ვე­დუ­რობ­და, - ჩემ­თვის ვე­ღარ იც­ლიო. თით­ქოს ეჭ­ვი­ა­ნობ­და ჩემ­ზეც და ბავ­შვზეც. პა­ტა­რა ტი­რი­ლით რომ გამსკდა­რი­ყო, ხელ­შიც არ აიყ­ვან­და. მიკ­ვირ­და მისი ასე­თი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვით­მენ­დი. ქმარს ისიც კი ვუ­თხა­რი: დე­და­შენს და­ე­ლა­პა­რა­კე, მგო­ნი, რა­ღაც აწუ­ხებს-მეთ­ქი. ლადო რომ ელა­პა­რა­კე­ბო­და და

ეფე­რე­ბო­და, მხო­ლოდ მა­შინ იცი­ნო­და, სხვა დროს მო­ღუ­შუ­ლი გვი­ყუ­რებ­და და თუ მისი შვი­ლი სახ­ლში არ იყო, ხმა­საც იშ­ვი­ა­თად მცემ­და. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ თით­ქოს, ძვე­ლე­ბუ­რად მხარ­ში ამო­მიდ­გა და მეც გული მო­მიბ­რუნ­და. ვი­ფიქ­რე, რომ უხა­სი­ა­თო­ბამ გა­და­უ­რა. ცხა­დია, შევ­ცდი.

მოკ­ლედ, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ჩვენს ოჯახს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბო­და. მხო­ლოდ ჩემი ქმრის შე­მო­სა­ვა­ლი ისე მცი­რე იყო, ძლივს გაგ­ვქონ­და თავი. დე­დამ­თი­ლის და­ქალ­მა მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. გა­მი­ხარ­და, გუ­ლუბ­რყვი­ლოდ მი­ვი­ღე მისი წი­ნა­და­დე­ბა და ბავ­შვი დე­დამ­თილს და­ვუ­ტო­ვე. თით­ქოს მი­ჯიგ­რა და ჩემს შვილს და­უ­მად­ლებ­ლად ზრდი­და, მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისევ ყელ­ში ამო­მა­დი­ნა პა­ტი­ვის­ცე­მა. ყველ­გან ამ­ბობ­და, რომ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ჩემი ახი­რე­ბა იყო, რომ ცუდი დედა გახ­ლდით და თით­ქოს, ბავ­შვის მოვ­ლას ყვე­ლა­ფე­რი მერ­ჩივ­ნა. - შვილს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, ბო­ლომ­დე მე მო­მიგ­დო სა­ცო­და­ვი ბავ­შვიო. არა­და, სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დროს ვერ ვპო­უ­ლობ­დი: შვილს ვე­ფე­რე­ბო­დი, ვა­ბა­ნა­ვებ­დი, როცა ის და­ი­ძი­ნებ­და, მის ნივ­თებს ვა­ლა­გებ­დი, სახ­ლს ვა­სუფ­თა­ვებ­დი, მე­ო­რე დღის­თვის სა­დილს ვამ­ზა­დებ­დი და ამა­სო­ბა­ში ისე ვიღ­ლე­ბო­დი, სა­წო­ლამ­დე მის­ვლას ძლივს ვა­ხერ­ხებ­დი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი"

"დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი"

"ძალიან მინდა, ჩემ შესახებაც გაიგოს ხალხმა. პრობლემა დედამთილმა შემიქმნა, ოჯახი მის გამო დამენგრა.

ამ ქალმა იმდენი მოახერხა, რომ ქმართან ურთიერთობა დამეძაბა და იძულებული გავხდი, საზღვარგარეთ წამოვსულიყავი, მიმეტოვებინა საყვარელი ადამიანი და რაც მთავარია, შვილები, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია. ცუდია, რომ ახლა მათ ზრდის ის ქალი, ვინც მაიძულა, მათგან შორს ვყოფილიყავი და როცა შვილებს ტელეფონით ველაპარაკები, ვგრძნობ, თანდათან სულ უფრო მეტად მშორდებიან", - მომწერა 32 წლის მაგულიმ, რომელსაც ჩვენი მკითხველისთვის გულის გადაშალა მეგობარმა ურჩია, იმ იმედით, - იქნებ შენი ინტერვიუ ლადომ (მაგულის მეუღლე) წაიკითხოს და მიხვდეს, რომ მისგან წასვლა დედამისმა გაიძულაო.

- 17 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა და ის კაცი ჩემი მეუღლე გახდა. ერთმანეთი საერთო ნაცნობმა გვაპოვნინა. პრინციპში, ის იყო ჩვენი მაჭანკალი. ლადო დანახვისთანავე მომეწონა. თან, ვიდრე ვნახავდი, ნაცნობმა მასზე ბევრი რამ მიამბო. ეტყობა, ლადოსაც მოვეწონე და გაცნობიდან ცოტა ხანში ცოლობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და მშობლებმაც შემიწყვეს ხელი გათხოვებაში. მამას ძალიან მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება. მისთვის ქალი კუხნაშია სასარგებლო და არა - კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურაში... თან, ლადო ჩემზე 8 წლით უფროსი იყო და "დაღვინებული" გახლდათ, საკუთარი მცირე შემოსავალიც ჰქონდა.

- მისმა მშობლებმა როგორ მიგიღეს?

- მამა არ ჰყავს, დედამისმა კი თავიდან გულში ჩამიკრა. ეტყობა ეგონა, რომ ჩლუნგი მოჰყავდა მის შვილს ცოლად. ისეთი გოგო ვეგონე, რომელიც უბატონოდ ხმასაც ვერ გასცემდა და რომელსაც "იღლიაში ამოიდებდა".

- რას გულისხმობ?

- ერთ-ერთი სოფლიდან ვარ. სკოლა დავამთავრე თუ არა, გავთხოვდი და ეგონა, არაფრის აზრზე არ ვიყავი, პატარა გოგოს თავის ჭკუაზე გამზრდიდა, მაგრამ როცა მიხვდა, უკვე გაზრდილი ვიყავი და ჩემი ჭკუა-გონებაც საკმარისად მქონდა, სხვის დაკრულზე ცეკვას ვერ შევეგუებოდი, მერე ამითვალწუნა.

დაახლოებით ერთი წელი სიამტკბილობაში ვიცხოვრეთ. მე და ჩემი დედამთილი თითქოს, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ისე მომწონდა ამ ქალის გვერდით ყოფნა, რომ "დედასაც" ვეძახდი. ერთადერთი, რაც მიკვირდა, ის გახლდათ, რომ ასეთ ტაქტიან, განათლებულ ქალს შეეძლო, შვილის ოთახის კარი ნებისმიერ დროს, დაუკაკუნებლად შემოეღო. ჩემი ქმარი გახარებული იყო, დედამისს ასე კარგად რომ გავუგე. ორივეს გვეხუტებოდა ხოლმე: ჩემი ანგელოზები ხართ, უსაყვარლესი ქალებიო. მერე, როცა დავფეხმძიმდი, ჩემ მიმართ შეიცვალა, სულ მოღუშული დადიოდა და ფეხმძიმეს უცნაური საქმეების კეთებას მავალებდა. არ მოსწონდა, მისი შვილი მე უფრო მეტ დროს რომ მითმობდა, ვიდრე მას. არადა, ბუნებრივია, როცა ქმარი ფეხმძიმეს დიდ ყურადღებას გაქცევს, მით უმეტეს, რომ რთული ორსულობა მქონდა, ხშირად მიწევდა წოლითი რეჟიმის დაცვა და ა.შ.

- ალბათ, შვილიშვილის დაბადებამ გუნება გამოუკეთა, არა?

- პირიქით, როცა ბავშვი დაიბადა, დედამთილი კიდევ უფრო დაიძაბა და ახლა შვილს უკვე ღიად საყვედურობდა, - ჩემთვის ვეღარ იცლიო. თითქოს ეჭვიანობდა ჩემზეც და ბავშვზეც. პატარა ტირილით რომ გამსკდარიყო, ხელშიც არ აიყვანდა. მიკვირდა მისი ასეთი სახეცვლილება, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი. ქმარს ისიც კი ვუთხარი: დედაშენს დაელაპარაკე, მგონი, რაღაც აწუხებს-მეთქი. ლადო რომ ელაპარაკებოდა და

ეფერებოდა, მხოლოდ მაშინ იცინოდა, სხვა დროს მოღუშული გვიყურებდა და თუ მისი შვილი სახლში არ იყო, ხმასაც იშვიათად მცემდა. რაღაც პერიოდის შემდეგ თითქოს, ძველებურად მხარში ამომიდგა და მეც გული მომიბრუნდა. ვიფიქრე, რომ უხასიათობამ გადაურა. ცხადია, შევცდი.

მოკლედ, დამატებითი შემოსავალი ჩვენს ოჯახს ჰაერივით სჭირდებოდა. მხოლოდ ჩემი ქმრის შემოსავალი ისე მცირე იყო, ძლივს გაგვქონდა თავი. დედამთილის დაქალმა მაღაზიაში მუშაობა შემომთავაზა. გამიხარდა, გულუბრყვილოდ მივიღე მისი წინადადება და ბავშვი დედამთილს დავუტოვე. თითქოს მიჯიგრა და ჩემს შვილს დაუმადლებლად ზრდიდა, მუშაობის საშუალება მომცა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ყელში ამომადინა პატივისცემა. ყველგან ამბობდა, რომ მუშაობის დაწყება ჩემი ახირება იყო, რომ ცუდი დედა გახლდით და თითქოს, ბავშვის მოვლას ყველაფერი მერჩივნა. - შვილს ყურადღებას არ აქცევს, ბოლომდე მე მომიგდო საცოდავი ბავშვიო. არადა, სამსახურიდან შინ დაბრუნებული საკუთარი თავისთვის დროს ვერ ვპოულობდი: შვილს ვეფერებოდი, ვაბანავებდი, როცა ის დაიძინებდა, მის ნივთებს ვალაგებდი, სახლს ვასუფთავებდი, მეორე დღისთვის სადილს ვამზადებდი და ამასობაში ისე ვიღლებოდი, საწოლამდე მისვლას ძლივს ვახერხებდი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია