საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმყოფებოდა.
მისი თქმით, ის დახვდა უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი სურკისს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.
"მე დავხვდი გრიგორი სურკისს", ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ეს შესაძლოა იყოს ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ჩარევა, კალაძემ ასე უპასუხა: "ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს".
კალაძე ასევე გამოეხმაურა გეგა გობეჯიშვილის დაკავებას. მისი თქმით, სფფ-ს დელეგატობა არ ნიშნავს, რომ დანაშაულის შემთხვევაში სამართალდამცავებმა არ უნდა დააკავონ.
"დაკავებაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ადამიანი ვინც აშავებს, მოიხმარს ნარკოტიკს, არ ნიშნავს იმას, რომ თუ სფფ-ს დელეგატია სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება დააკავონ. ისინი მოიქცნენ კანონის ფარგლებში და კანონის ფარგლებშივე გათავისუფლდნენ სასამართლოს მხრიდან", - განაცხადა კალაძემ.