Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები?
რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები?

ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სიმ­ცი­რეს ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვის. ზოგი პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და, ზოგი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან, ზო­გიც მე­დი­ი­დან. მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა ბევ­რის­თვის უც­ნო­ბია, რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი.

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის სა­ხელ­ზე თბი­ლის­ში ორი ბინა არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - 95 კვმ-იანი ბინა აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე და 180 კვმ ბერ­ბუ­კის ქუ­ჩა­ზე. დე­პუ­ტატს "ქარ­თუ ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 2 366 ლარი აქვს, ხოლო ხელ­ფა­სის სა­ხით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 76 845 ლარი მი­უ­ღია. 2013 წელს დე­პუ­ტატ­მა ბინა იყი­და, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 130 000 ლარი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას, ზაზა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა HONDA CRV -ს მფლო­ბე­ლია, ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 25 000 ლარს ფლობს და შპს "ქარ­თულ ბრო­ი­ლერ­ში" მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პოსტზე მუ­შა­ო­ბის­თვის, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 765 ლარი მი­უ­ღია.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი­სა და დე­პუ­ტა­ტის, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 56 კვმ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში და ბინა ბა­თუმ­ში, ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. ჯამ­ში ირმა ნა­დი­რაშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს 4 სახ­ლი აქვთ, მათ შო­რის აგა­რა­კე­ბი შინ­დის­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2014 წელს მის­მა სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სა­ვალ­მა 60 285 ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო მისი მე­უღ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც მან ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად მუ­შა­ო­ბი­სას მი­ი­ღო, 44 680 ლა­რია. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას ნა­დი­რაშ­ვილს "თი­ბი­სი ბან­კში" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1 959 ლარი აქვს, მის მე­უღ­ლეს კი ანა­ბარ­ზე 31 000 დო­ლა­რი.

ირმა ინაშ­ვი­ლი

ბოლო 2-3 წე­ლია, რაც მე­დი­ა­კავ­შირ "ობი­ექ­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი და "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი სა­გა­რე­ჯო­ში, ირმა ინაშ­ვი­ლი დაც­ვით და­დის. წარ­სულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტის, ამ­ჟა­მად კი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლის გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვა მას "ობი­ექ­ტი­ვის" გამ­გე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ე­ნიშ­ნა, მას შემ­დეგ, რაც ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან სო­ლი­დუ­რი გა­სამ­რჯე­ლოც მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინაშ­ვილ­მა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უპა­სუ­ხა: "ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია. წლე­ბის მან­ძილ­ზე უმუ­შე­ვა­რი იყო. ცოტა ხნით კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ახლა კვლავ არ მუ­შა­ობს. ან­გა­რიშ­ზე ამ ეტაპ­ზე 600 ლარი მი­დევს. რამ­დე­ნი­მე თვეა, ხელ­ფა­სი და­მე­ნიშ­ნა, რად­გან პარ­ტი­ის გენმდი­ვა­ნი ვარ. ხელ­ზე 650 ლარს ვი­ღებ. ყო­ველ­თვი­უ­რად 100 ლარს ვწი­რავ სო­ლი­და­რო­ბის ფონდს. ვფლობ ბა­ზა­ლეთ­ზე მა­მა­ჩე­მის და­ტო­ვე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთს და ორო­თა­ხი­ან ბი­ნას ბორ­ჯომ­ში. კრე­დი­ტით მაქვს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ზ­ქუ­რა..." ინაშ­ვილს არა­ფე­რი უთ­ქვამს "ობი­ექ­ტი­ვის" სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ა­ზე, რო­მელ­საც არა­კო­მერ­ცი­უ­ლი პირი მე­დი­ა­კავ­ში­რი "ობი­ექ­ტი­ვი" ფლობს, რო­მელ­საც ირმა ინაშ­ვი­ლი, რე­გან თე­ლო­ი­ა­ნი, მა­მუ­კა გო­ბე­ჩია და ირაკ­ლი ცი­ლი­კიშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გე­ნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ხის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას კო­მერ­ცი­უ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი შპს "მე­დი­ა­სახ­ლი "ობი­ექ­ტი­ვი"" ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლის ერთ-ერთი მე­სა­კუთ­რე 28,5%-იანი წი­ლით, ირმა ინაშ­ვი­ლია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები

რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები?

რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები?

ქართული პოლიტიკური სპექტრი ქალბატონების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. ზოგი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ზოგი არასამთავრობო სექტორიდან, ზოგიც მედიიდან. მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ბევრისთვის უცნობია, რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები.

მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის სახელზე თბილისში ორი ბინა არის რეგისტრირებული - 95 კვმ-იანი ბინა აბაშიძის ქუჩაზე და 180 კვმ ბერბუკის ქუჩაზე. დეპუტატს "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 366 ლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 76 845 ლარი მიუღია. 2013 წელს დეპუტატმა ბინა იყიდა, რომლის ღირებულებამ 130 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, ზაზა გოგიჩაიშვილი მსუბუქი ავტომანქანა HONDA CRV -ს მფლობელია, ნაღდი ფულის სახით 25 000 ლარს ფლობს და შპს "ქართულ ბროილერში" მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობისთვის, ერთი წლის განმავლობაში 24 765 ლარი მიუღია.

ირმა ნადირაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის ქონება კი ასე გამოიყურება: 56 კვმ ფართობის ბინა თბილისში და ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ჯამში ირმა ნადირაშვილს და მის მეუღლეს 4 სახლი აქვთ, მათ შორის აგარაკები შინდისში. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისმა სახელფასო შემოსავალმა 60 285 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი, რომელიც მან ჩუღურეთის რაიონის გამგებლად მუშაობისას მიიღო, 44 680 ლარია. დეკლარაციის შევსებისას ნადირაშვილს "თიბისი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 1 959 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი ანაბარზე 31 000 დოლარი.

ირმა ინაშვილი

ბოლო 2-3 წელია, რაც მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში, ირმა ინაშვილი დაცვით დადის. წარსულში ჟურნალისტის, ამჟამად კი პოლიტიკოსი ქალის განმარტებით, დაცვა მას "ობიექტივის" გამგეობის გადაწყვეტილებით დაენიშნა, მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ამ კადრების გავრცელებისთვის მან ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდური გასამრჯელოც მიიღო. მოგვიანებით ინაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით უპასუხა: "ჩემი მეუღლე პროფესიით მხატვარია. წლების მანძილზე უმუშევარი იყო. ცოტა ხნით კერძო ტელევიზიაში მუშაობდა. ახლა კვლავ არ მუშაობს. ანგარიშზე ამ ეტაპზე 600 ლარი მიდევს. რამდენიმე თვეა, ხელფასი დამენიშნა, რადგან პარტიის გენმდივანი ვარ. ხელზე 650 ლარს ვიღებ. ყოველთვიურად 100 ლარს ვწირავ სოლიდარობის ფონდს. ვფლობ ბაზალეთზე მამაჩემის დატოვებულ მიწის ნაკვეთს და ოროთახიან ბინას ბორჯომში. კრედიტით მაქვს გამოტანილი გაზქურა..." ინაშვილს არაფერი უთქვამს "ობიექტივის" სამაუწყებლო ლიცენზიაზე, რომელსაც არაკომერციული პირი მედიაკავშირი "ობიექტივი" ფლობს, რომელსაც ირმა ინაშვილი, რეგან თელოიანი, მამუკა გობეჩია და ირაკლი ცილიკიშვილი წარმოადგენენ. გავრცელებული ინფორმაციით, არხის ექსპლუატაციას კომერციული იურიდიული პირი შპს "მედიასახლი "ობიექტივი"" ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე 28,5%-იანი წილით, ირმა ინაშვილია.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."