ვერძი
ცვლილებებისა და შთაბეჭდილებების დღეა. კარგი დღეა მოგზაურობისა და ახალი მეგობრების გასაჩენად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
კურო
დააკვირდით დღევანდელ დღეს, მოსალოდნელია საბედისწერო მომენტები. ზოგიერთს სასიამოვნო შეხვედრა ელის დიდი ხნის უნახავ ადამიანთან.
ტყუპი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. პირველ რიგში ის საოჯახო საქმეები დაასრულეთ, რომელთა გადადებაც დაუშვებელია. საღამოს პაემანი დანიშნეთ ან მეგობრული შეხვედრა.
კირჩხიბი
გართობა და დასვენება გსურთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. საღამოს ან სტუმრებს უმასპინძლებთ, ან წვეულებაზე დაგპატიჟებენ.
ლომი
მშვიდ, მეოცნებე განწყობაზე ხართ. წიგნი წაიკითხეთ ან საყვარელი გადაცემა ნახეთ. თუ საღამოს საყვარელ ადამიანთან აპირებთ შეხვედრას, მშვიდი,
ინტიმური გარემო შეარჩიეთ.
ქალწული
დილიდან საოჯახო საქმეებში იქნებით ჩართული. შეიძინეთ პროდუქტები და პირადი ნივთები. საღამოს მეგობრები შინ მიიპატიჟეთ და იმხიარულეთ.
სასწორი
გამოიძინეთ და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საქმეები კი მომავლისთვის გადადეთ. თუ პაემანზე აპირებთ წასვლას, პარტნიორს კითხვებით თავს ნუ მოაბეზრებთ, თუ იგი თქვენში მონათესავე სულს დაინახავს, ყველაფერს თავად მოგიყვებათ.
მორიელი
მნიშვნელოვანი საუბარი გელით ან ნათესავებთან, ან საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეცადეთ, რამდენიმე წუთი მაინც გაატაროთ განმარტოებით, მშვიდ გარემოში.