პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარდენახში ვაზი გაჩეხეს
კარდენახში ვაზი გაჩეხეს

"განა მარ­თლა 70 თეთ­რად იბა­რე­ბენ ყუ­რძენს? ქარ­ხა­ნა­ში რომ მი­გაქვს, 2-3 დღე რიგ­ში დგა­ხარ დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნით. მერე გი­წუ­ნე­ბენ ყუ­რძენს და 60 თეთ­რს გა­და­გიხ­დი­თო. 3 დღის ყუ­რძენს სა­დღა წა­ი­ღებ? იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი და ჩა­ვა­ბა­რე. გა­მა­წა­მეს ქარ­ხა­ნა­ში. მას­ხრად გვიგ­დე­ბენ მე­ვე­ნა­ხე­ებს. რაც დავ­ხარ­ჯე იმა­საც ვერ ვი­ნა­ზღა­უ­რებ. ოჯა­ხი ხომ უნდა ვარ­ჩი­ნო? ერთი კი­ლოგ­რა­მი წი­წა­კა 1.30 ლარი ღირს. ვე­ნა­ხი გავ­ჩე­ხე და წი­წა­კას მა­ინც მო­ვიყ­ვან", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს კარ­დე­ნახ­ში მცხოვ­რებ­მა გელა გრი­შენ­კომ, რო­მელ­მაც 0.25 ჰექ­ტარ­ზე მსხმო­ი­ა­რე ვაზი უკვე გა­ჩე­ხა, ახ­ლად­გა­შე­ნე­ბუ­ლი ვა­ზის გა­ჩეხ­ვა კი დღეს და­ი­წყო.

ვა­ზის გა­ჩეხ­ვას კარ­დე­ნახ­ში მცხოვ­რე­ბი სხვა მე­ვე­ნა­ხე­ე­ბიც აპი­რე­ბენ.

"ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ხომ დაგვპირ­და ყუ­რძე­ნი 1 ლარი იქ­ნე­ბაო, რა­ტომ არ შე­ას­რუ­ლა და­პი­რე­ბა? აი, სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, ახ­ლად­გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბის გა­ჩეხ­ვა და­ი­წყო ხალ­ხმა. გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, რომ მეც უნდა გავ­ჩე­ხო. აზრი არ აქვს, ზა­რა­ლია. სხვა შე­მო­სა­ვა­ლი ჩვენ არ გვაქვს და ოჯა­ხი რა­მით ხომ უნდა ვარ­ჩი­ნოთ", - ამ­ბობს მე­ვე­ნა­ხე მალ­ხაზ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი.

"იმ 9 წელს რომ მის­ტი­რი­ან, სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ არ ვარ­გო­და, ხომ იმი­ტომ გა­და­ვა­ყე­ნეთ? ესე­ნი რას აკე­თე­ბენ, ეს მთავ­რო­ბა? რა­ტომ ხელს არ გვი­წყო­ბენ? თუ ვერც ღვი­ნო გა­აქვთ უცხო­ეთ­ში, ვერც რუ­სეთ­თან ალა­გე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას, ვერც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახერ­ხე­ბენ ვე­რა­ფერს, რის­თვის არი­ან? მარ­ტო იმი­ტომ, რომ პრე­მი­ე­ბი აი­ღონ?", - აღ­ნიშ­ნავს ალი­კა ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

ყუ­რძნის გა­სა­ყიდ ფას­თან და ღვი­ნის ქარ­ხნებ­ში ჩა­ბა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ხეთ­ში რთვე­ლი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი. ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 22 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 35 765 ტონა ყუ­რძე­ნი.

წელს კა­ხეთ­ში ყუ­რძნის უხვი მო­სა­ვა­ლია. რე­გი­ონ­ში 200 ათას ტო­ნამ­დე ყუ­რძე­ნია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კარდენახში ვაზი გაჩეხეს

კარდენახში ვაზი გაჩეხეს

"განა მართლა 70 თეთრად იბარებენ ყურძენს? ქარხანაში რომ მიგაქვს, 2-3 დღე რიგში დგახარ დატვირთული მანქანით. მერე გიწუნებენ ყურძენს და 60 თეთრს გადაგიხდითო. 3 დღის ყურძენს სადღა წაიღებ? იძულებული გავხდი და ჩავაბარე. გამაწამეს ქარხანაში. მასხრად გვიგდებენ მევენახეებს. რაც დავხარჯე იმასაც ვერ ვინაზღაურებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ერთი კილოგრამი წიწაკა 1.30 ლარი ღირს. ვენახი გავჩეხე და წიწაკას მაინც მოვიყვან", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ, რომელმაც 0.25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა, ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვა კი დღეს დაიწყო.

ვაზის გაჩეხვას კარდენახში მცხოვრები სხვა მევენახეებიც აპირებენ.

"ბატონი ივანიშვილი ხომ დაგვპირდა ყურძენი 1 ლარი იქნებაო, რატომ არ შეასრულა დაპირება? აი, სადამდე მიგვიყვანა, ახლადგაშენებული ვენახების გაჩეხვა დაიწყო ხალხმა. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეც უნდა გავჩეხო. აზრი არ აქვს, ზარალია. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ოჯახი რამით ხომ უნდა ვარჩინოთ", - ამბობს მევენახე მალხაზ ნანობაშვილი.

"იმ 9 წელს რომ მისტირიან, სააკაშვილი რომ არ ვარგოდა, ხომ იმიტომ გადავაყენეთ? ესენი რას აკეთებენ, ეს მთავრობა? რატომ ხელს არ გვიწყობენ? თუ ვერც ღვინო გააქვთ უცხოეთში, ვერც რუსეთთან ალაგებენ ურთიერთობას, ვერც საქართველოში ახერხებენ ვერაფერს, რისთვის არიან? მარტო იმიტომ, რომ პრემიები აიღონ?", - აღნიშნავს ალიკა ხატიაშვილი.

ყურძნის გასაყიდ ფასთან და ღვინის ქარხნებში ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 35 765 ტონა ყურძენი.

წელს კახეთში ყურძნის უხვი მოსავალია. რეგიონში 200 ათას ტონამდე ყურძენია მოსალოდნელი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა