მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გარბის საქართველოდან კაპიტალი?
რატომ გარბის საქართველოდან კაპიტალი?

მას შემ­დეგ, რაც ლარ­მა დო­ლა­რის მი­მართ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო, მი­ზე­ზად ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბა და­სა­ხელ­და, მათ შო­რის - გარე ფაქ­ტო­რე­ბი და უცხო­ე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა

ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1 დო­ლა­რი უკვე 2,45 ლარი ღირს, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­სა და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში კი დო­ლა­რის ფასი 2,50-ლა­რი­ან ნიშ­ნულს გა­დას­ცდა. მა­ი­სის შემ­დეგ ეროვ­ნულ ბანკს დო­ლა­რი გა­სა­ყი­დად არ გა­მო­უ­ტა­ნია და რო­გორც ჩანს, ამის გა­კე­თე­ბას არც აპი­რებს, რად­გან "ბანკთა ბან­კში" ფიქ­რო­ბენ, რომ რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვას აზრი არ აქვს. არა­და, ექ­სპერ­ტე­ბი ეროვ­ნულ ბანკს მო­უ­წო­დე­ბენ, პა­ნი­კი­სა და დო­ლარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის ჩა­სა­ცხრო­ბად წლის ბო­ლომ­დე გა­სა­ყი­დად 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­ტა­ნოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ლა­რის უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ.

მას შემ­დეგ, რაც ლარ­მა დო­ლა­რის მი­მართ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო, მი­ზე­ზად ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბა და­სა­ხელ­და, მათ შო­რის - გარე ფაქ­ტო­რე­ბი და უცხო­ე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა. აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი ისევ იკ­ლებს - და­ახ­ლო­ე­ბით 35%-ით შარ­შან­დელ აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა, გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რა­საც, წე­სით, ლა­რის კურ­სზე და­დე­ბი­თად უნდა ემოქ­მე­და. მათ შო­რის არის პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და შემ­ცი­რე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი, რაც ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის შე­მოს­ვლა­სა და გა­დი­ნე­ბის შეკ­ვე­ცას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლარი სწრა­ფი ტემ­პით გა­ნაგ­რძობს ვარ­დნას, რაც პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდას, დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის გაძ­ვი­რე­ბა­სა და ბიზ­ნე­სის და­მუხ­რუ­ჭე­ბას იწ­ვევს. პერ­სპექ­ტი­ვას კი­დევ უფრო უი­მე­დოს ხდის პროგ­ნო­ზის არარ­სე­ბო­ბა - არა­ვინ იცის, რა სჭირს ლარს, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს მისი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და სად ქრე­ბა დო­ლა­რი, თუკი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ბოლო 3 თვე­ში 81%-ით გა­ი­ზარ­და?!

ამ და­ვი­და­რა­ბა­ში რა­ტომ­ღაც არა­ვინ ახ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­სულ კა­პი­ტალ­სა და მის მო­ცუ­ლო­ბას, არა­და, სულ ტყუ­ი­ლად, რად­გან თუ ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს დო­ლა­რის დე­ფი­ცი­ტის მი­ზე­ზი, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, კა­პი­ტა­ლის გას­ვლა, რომ­ლის თვი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა გზავ­ნი­ლებს, დო­ლა­რის მა­სის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევ­დეს? მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, რომ მარ­თა­ლია, 2015 წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით 530 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­მო­ვი­და, მაგ­რამ ამა­ვე თვე­ში 175 მი­ლი­ო­ნი გა­ვი­და და ესეც ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ბოლო 2-3 წე­ლი­წად­ში. კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბა 2013 წლი­დან იზ­რდე­ბა, ძი­რი­თა­დად, ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, იმა­ვე წელს მხო­ლოდ კვიპ­როს­ში 106 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი გა­ი­ტა­ნეს, სულ კი, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნი­დან 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი ავი­და. და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე გა­ი­ტა­ნეს 2014 წელ­საც. სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მებს თვალს თუ გა­და­ვავ­ლებთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ბევ­რი დიდი კომ­პა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­სა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს უკავ­შირ­დე­ბა, კვიპ­როს­ში, კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლებ­სა და სხვა ოფ­შო­რულ ზო­ნებ­შია დარე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ჩნდე­ბა ეჭვი - ბევრ სხვა გარე ფაქ­ტორ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­დან კა­პი­ტა­ლის გა­ტა­ნა ხომ არ უწყობს ხელს დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდა­სა და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას?

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: "უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ფული გა­აქვს იმას, ვინც ან უკე­თეს და­სა­ბან­დე­ბელ ად­გილს პო­უ­ლობს, ან ხე­დავს პო­ლი­ტი­კურ თუ სხვაგ­ვარ საფრ­თხეს და ფულს ქვეყ­ნის გა­რეთ მა­ლავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფული ან ისეთ ქვეყ­ნებ­ში გა­დის, სა­დაც გამჭვირ­ვა­ლედ მი­დის ეს პრო­ცე­სი, ან ოფ­შო­რებ­ში ბი­ნავ­დე­ბა - ფაქ­ტობ­რი­ვად, მუ­თა­ქებ­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ გარბის საქართველოდან კაპიტალი?

რატომ გარბის საქართველოდან კაპიტალი?

მას შემდეგ, რაც ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო, მიზეზად ბევრი გარემოება დასახელდა, მათ შორის - გარე ფაქტორები და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება

ოფიციალურად 1 დოლარი უკვე 2,45 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასი 2,50-ლარიან ნიშნულს გადასცდა. მაისის შემდეგ ეროვნულ ბანკს დოლარი გასაყიდად არ გამოუტანია და როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არც აპირებს, რადგან "ბანკთა ბანკში" ფიქრობენ, რომ რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს. არადა, ექსპერტები ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, პანიკისა და დოლარზე არსებული მოთხოვნის ჩასაცხრობად წლის ბოლომდე გასაყიდად 100 მილიონი დოლარი გამოიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ.

მას შემდეგ, რაც ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო, მიზეზად ბევრი გარემოება დასახელდა, მათ შორის - გარე ფაქტორები და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება. აგვისტოს მონაცემებით, ფულადი გზავნილები ისევ იკლებს - დაახლოებით 35%-ით შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით, თუმცა, გამოსწორებულია რამდენიმე მაჩვენებელი, რასაც, წესით, ლარის კურსზე დადებითად უნდა ემოქმედა. მათ შორის არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი და შემცირებული იმპორტი, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლასა და გადინების შეკვეცას. მიუხედავად ამისა, ლარი სწრაფი ტემპით განაგრძობს ვარდნას, რაც პროდუქტებზე ფასების ზრდას, დოლარში აღებული სესხების გაძვირებასა და ბიზნესის დამუხრუჭებას იწვევს. პერსპექტივას კიდევ უფრო უიმედოს ხდის პროგნოზის არარსებობა - არავინ იცის, რა სჭირს ლარს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მისი გაუფასურება და სად ქრება დოლარი, თუკი ინვესტიციები მხოლოდ ბოლო 3 თვეში 81%-ით გაიზარდა?!

ამ დავიდარაბაში რატომღაც არავინ ახსენებს საქართველოდან გასულ კაპიტალსა და მის მოცულობას, არადა, სულ ტყუილად, რადგან თუ ფულადი გზავნილების შემცირება შეიძლება გახდეს დოლარის დეფიციტის მიზეზი, რატომ არ შეიძლება, კაპიტალის გასვლა, რომლის თვიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გზავნილებს, დოლარის მასის შემცირებას იწვევდეს? მაგალითისთვის გეტყვით, რომ მართალია, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 530 მილიონი დოლარი შემოვიდა, მაგრამ ამავე თვეში 175 მილიონი გავიდა და ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2-3 წელიწადში. კაპიტალის გადინება 2013 წლიდან იზრდება, ძირითადად, ოფშორულ ზონებში. მაგალითად, იმავე წელს მხოლოდ კვიპროსში 106 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანეს, სულ კი, წლის განმავლობაში, ქვეყნიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი ავიდა. დაახლოებით ამდენივე გაიტანეს 2014 წელსაც. საჯარო რეესტრის მონაცემებს თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ბევრი დიდი კომპანია, განსაკუთრებით კი ის კომპანიები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება, კვიპროსში, კაიმანის კუნძულებსა და სხვა ოფშორულ ზონებშია დარე­გისტრირებული. ამიტომ ჩნდება ეჭვი - ბევრ სხვა გარე ფაქტორთან ერთად, საქართველოდან კაპიტალის გატანა ხომ არ უწყობს ხელს დოლარზე მოთხოვნის ზრდასა და ლარის გაუფასურებას?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "უნდა ვივარაუდოთ, რომ ფული გააქვს იმას, ვინც ან უკეთეს დასაბანდებელ ადგილს პოულობს, ან ხედავს პოლიტიკურ თუ სხვაგვარ საფრთხეს და ფულს ქვეყნის გარეთ მალავს. ამ შემთხვევაში ფული ან ისეთ ქვეყნებში გადის, სადაც გამჭვირვალედ მიდის ეს პროცესი, ან ოფშორებში ბინავდება - ფაქტობრივად, მუთაქებში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია