რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს რესპუბლიკის დღეს ულოცავს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაცია მომავალშიც განაგრძობს რესპუბლიკისთვის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური საკითხების და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
"რუსეთის პრეზიდენტი ადასტურებს მზადყოფნას რუსეთის მხრიდან, მომავალშიც დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
დღეს ცხინვალის რეჟიმი ე.წ. რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს.