პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსები გალში ატომურ სადგურს აშენებენ
რუსები გალში ატომურ სადგურს აშენებენ

რუ­სე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან გალ­ში ატო­მუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბით, რად­გან არ­სე­ბობს საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის და­წუ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­წყი­სი ეტა­პი , - ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებლმა ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ია რუ­სე­თის მიერ გა­ლის რა­ი­ონ­ში ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მშნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ატო­მუ­რი ელექ­ტო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რეც იყო სა­უბ­რე­ბი 80-იან წლებ­ში, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ატო­მუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იყო. ვი­ნა­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს არ სურ­დათ, რომ მათ სი­ახ­ლო­ვეს ყო­ფი­ლი­ყო მე­ო­რე ატო­მუ­რი სად­გუ­რი - ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რაზ­და­ნის ატო­მუ­რი სად­გუ­რი უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

"90-იან წლებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­და­წყდა ატო­მუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და შე­ირ­ჩა გა­ლის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი: სიდა, რეფი, ნა­ბა­კე­ვი, სა­დაც ჩაის ყვე­ლა­ზე კარ­გი პლან­ტა­ცი­ე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის დად­გე­ნი­ლე­ბით ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­იქ­მნა, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს მა­შინ­დელ თავ­მჯდო­მა­რეს დი­მიტ­რი ქარ­თვე­ლიშ­ვილს და­ე­ვა­ლა. ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კის სა­კავ­ში­რო სა­მი­ნის­ტრომ გა­მოჰ­ყო თან­ხა სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის, ჩა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფი, სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თბი­ლის­ში, პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტ­ში, რომ­ლის გან­ხილ­ვა­შიც მთე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ელი­ტა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუფ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა სად­გუ­რის დაპ­რო­ექ­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყო და და­ი­ხარ­ჯა 1 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი. წარ­მო­იშ­ვა პრობ­ლე­მე­ბი შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლის უსაფრ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ამ ტე­რი­ო­რი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა ნაპ­რა­ლი, რო­მე­ლიც 1947 წელს ზემო სა­მეგ­რე­ლო­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და", - გა­ნა­ცხა­და ყოლ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ პრო­ექტს სე­რი­ო­ზულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ბო­რის ად­ლე­ი­ბა, რად­გან იგი მი­იჩ­ნევ­და, რომ ატო­მუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა სუბტრტო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბით მდი­დარ სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და.

"ამ სა­კი­თხზე მას სე­რი­ო­ზუ­ლი კა­მა­თიც ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან. სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ტი­ის ცე­კას და­უბ­რუნ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქარ­თველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ამ სა­კითხს ვეტო და­ა­დეს. ცნო­ბის­თის, დღე­ვან­დე­ლი ჭუ­ბურ­ხინ­ჯის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ატო­მუ­რი სად­გუ­რის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის­თვის 30000-იანი ქა­ლა­ქი, სა­დაც გალი ითხოვ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 5-10 მი­ლი­ონ რუბლს და მოს­კო­ვის თან­ხმო­ბაც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, პრო­ექ­ტი შე­ჩე­რე­ბულ იქნა. დღეს, რა თქმა უნდა, რუ­სე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან გალ­ში ატო­მუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბით, რად­გან არ­სე­ბობს საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის და­წუ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­წყი­სი ეტა­პი. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ ენ­გურ­ჰეს­ზე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ისი­ნი ინარ­ჩუ­ნე­ბენ გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ამი­ტომ ისევ გა­ა­ცო­ცხლეს ატო­მუ­რი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა. ამას­თან, რუ­სე­ბი ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ სად­გუ­რის უსაფრ­თხო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე და აქე­დან გა­მო­დი­ნა­რე, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ბედი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ", - გა­ნა­ცხა­და ყოლ­ბა­ი­ამ.

რუსები გალში ატომურ სადგურს აშენებენ

რუსები გალში ატომურ სადგურს აშენებენ

რუსები დაინტერესებულნი არიან გალში ატომური სადგურის მშენებლობით, რადგან არსებობს საპროექტო სამუშაოებისთვის დაწუნებული, მაგრამ საწყისი ეტაპი , - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

ვახტანგ ყოლბაია რუსეთის მიერ გალის რაიონში ატომური ელექტროსადგურის მშნებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც მან აღნიშნა, ატომური ელექტოსადგურის მშენებლობის შესახებ საქართველოში ადრეც იყო საუბრები 80-იან წლებში, თუმცა საქართველოში ატომური სადგურის მშენებლობის წინააღმდეგი აზერბაიჯანის მაშინდელი ხელმძღვანელობა იყო. ვინაიდან აზერბაიჯანელებს არ სურდათ, რომ მათ სიახლოვეს ყოფილიყო მეორე ატომური სადგური - ამ ტერიტორიაზე რაზდანის ატომური სადგური უკვე ფუნქციონირებდა.

"90-იან წლებში, პრაქტიკულად, გადაწყდა ატომური სადგურის მშენებლობა საქართველოში და შეირჩა გალის რაიონის რამდენიმე სოფელი: სიდა, რეფი, ნაბაკევი, სადაც ჩაის ყველაზე კარგი პლანტაციები იყო განთავსებული. საქართველოს კომპარტიის დადგენილებით ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს დიმიტრი ქართველიშვილს დაევალა. ატომური ენერგეტიკის საკავშირო სამინისტრომ გამოჰყო თანხა საძიებო სამუშაოებისთვის, ჩამოვიდა სპეციალისტთა შესაბამისი ჯგუფი, საკითხის განხილვა მიმდინარეობდა თბილისში, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომლის განხილვაშიც მთელი სამეცნიერო ელიტა მონაწილეობდა. მოსკოვიდან ჩამოსულმა სპეციალისტთა ჯგუფმა პრაქტიკულად დაიწყო მუშაობა სადგურის დაპროექტების მოსამზადებლად. სამუშაოებისათვის გამოიყო და დაიხარჯა 1 მილიონი რუბლი. წარმოიშვა პრობლემები შერჩეული ადგილის უსაფრთოებასთან დაკავშირებით. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ტერიორიაზე აღმოჩნდა ნაპრალი, რომელიც 1947 წელს ზემო სამეგრელოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად განვითარდა", - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, ამ პროექტს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა, რადგან იგი მიიჩნევდა, რომ ატომური სადგურის მშენებლობა სუბტრტოპიკული კულტურებით მდიდარ საკურორტო ზონაში არ შეიძლებოდა.

"ამ საკითხზე მას სერიოზული კამათიც ჰქონდა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან. საკითხი განსახილველად პარტიის ცეკას დაუბრუნდა. საბოლოო ჯამში, ქართველმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვეტო დაადეს. ცნობისთის, დღევანდელი ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენებულიყო ატომური სადგურის მომსახურე პერსონალისთვის 30000-იანი ქალაქი, სადაც გალი ითხოვდა ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 5-10 მილიონ რუბლს და მოსკოვის თანხმობაც ჰქონდა მიღებული, პროექტი შეჩერებულ იქნა. დღეს, რა თქმა უნდა, რუსები დაინტერესებულნი არიან გალში ატომური სადგურის მშენებლობით, რადგან არსებობს საპროექტო სამუშაოებისთვის დაწუნებული, მაგრამ საწყისი ეტაპი. ისინი ფიქრობენ, რომ მომავალში საქართველო არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ენგურჰესზე, რომლის მეშვეობით ისინი ინარჩუნებენ გავლენას საქართველოზე და ამიტომ ისევ გააცოცხლეს ატომური სადგურის მშენებლობის იდეა. ამასთან, რუსები ნაკლებად ფიქრობენ სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე და აქედან გამოდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის ბედი ნაკლებად აინტერესებთ", - განაცხადა ყოლბაიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."