პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარჯი წიკლაური - სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია
ჯარჯი წიკლაური - სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე კი ეს წესი ვერ და­ვი­ნა­ხეთ, - ამის შე­სა­ხებ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც გიგი უგუ­ლა­ვა მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­გორც წიკ­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლომ და­არ­ღვია მხა­რე­თა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის, თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პი და ბრალ­დე­ბის მხა­რეს მხო­ლოდ ორი სა­ა­თი მის­ცა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად, რო­მელ­ზეც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 9 მო­სა­მარ­თლე 4 თვე მუ­შა­ობ­და.

"ყვე­ლა­ფერს თავი და­ვა­ნე­ბოთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე 5 სა­ათ­ზე გავ­რცელ­და, მა­შინ, როცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ისე ჩქა­რობ­და სა­სა­მარ­თლო, რომ ჩა­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და პრო­ცე­სი. მო­სა­მარ­თლე­ებს ფი­ზი­კუ­რად არ ჰქონ­დათ წა­კი­თხუ­ლი სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლი და ეს პი­რა­დად და­ა­დას­ტუ­რეს სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე. აღ­ნიშ­ნეს, რომ ვერ მო­ას­წრეს და ისე მი­ი­ღეს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ირ­ღვა არა­ერ­თი საპ­რო­ცე­სო ნორ­მა, მათ შო­რის, ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მოგ­ვცეს, რომ სა­პა­სუ­ხო სი­ტყვა გვეთ­ქვა შუ­ამ­დგომ­ლო­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, რჩე­ბა თუ არა ბრალ­დე­ბის მხა­რეს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა, რათა დღეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს, პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ სა­ჩივ­რდე­ბა, თუმ­ცა ბრალ­დე­ბის მხა­რე გიგი უგუ­ლა­ვას და სხვა პი­რე­ბის მი­მართ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე კვლავ მხარს და­უ­ჭერს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას.

"ბრალ­დე­ბის მხა­რე მხარს უჭერს არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ საქ­მე­ებს, გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრალ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რას და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩაგ­ვა­ყე­ნებს მო­მა­ვალ­ში მა­ინც, ვიდ­რე დღეს ჩაგ­ვა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბის მხა­რე­საც ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი აქვს, რო­გო­რიც დაც­ვის მხა­რეს", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

მან არ უპა­სუ­ხა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მის მი­მართ დღეს გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბას.

ჯარჯი წიკლაური - სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია

ჯარჯი წიკლაური - სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო კანონით დადგენილი წესით. დღევანდელ პროცესზე კი ეს წესი ვერ დავინახეთ, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გიგი უგულავა მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობის პრინციპი და ბრალდების მხარეს მხოლოდ ორი საათი მისცა იმ გადაწყვეტილების გასაცნობად, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე 4 თვე მუშაობდა.

"ყველაფერს თავი დავანებოთ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ოფიციალურ ვებგვერდზე 5 საათზე გავრცელდა, მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე, ისე ჩქარობდა სასამართლო, რომ ჩანიშნული ჰქონდა პროცესი. მოსამართლეებს ფიზიკურად არ ჰქონდათ წაკითხული სამოტივაციო ნაწილი და ეს პირადად დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე. აღნიშნეს, რომ ვერ მოასწრეს და ისე მიიღეს დაჩქარებული წესით გადაწყვეტილება. ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაირღვა არაერთი საპროცესო ნორმა, მათ შორის, ელემენტარული შესაძლებლობა არ მოგვცეს, რომ საპასუხო სიტყვა გვეთქვა შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რჩება თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე სამართლებრივი გზა, რათა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს, პროკურორმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, თუმცა ბრალდების მხარე გიგი უგულავას და სხვა პირების მიმართ სასამართლოს სხდომაზე კვლავ მხარს დაუჭერს წარდგენილ ბრალდებას.

"ბრალდების მხარე მხარს უჭერს არსებით განხილვაზე კონკრეტული ბრალდებულების მიმართ საქმეებს, გავაგრძელებთ ბრალდების მხარდაჭერას და საქალაქო სასამართლო თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს მომავალში მაინც, ვიდრე დღეს ჩაგვაყენა. ბრალდების მხარესაც ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც დაცვის მხარეს", - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მან არ უპასუხა ვანო მერაბიშვილის მიერ მის მიმართ დღეს გამოთქმულ ბრალდებას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ