ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი ყელის არეში დაჭრეს. ის შემთხვევის ადგილზე მყოფებმა საავადმყოფოში მანქანით გადაიყვანეს, თუმცა ოპერაციის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა.
30 წლამდე ასაკის მამაკაცს ყელის არეში მთავარი არტერია ჰქონდა გადაჭრილი.