მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Mercedes-Benz-ის "მომავლის ავტომობილი"
Mercedes-Benz-ის "მომავლის ავტომობილი"

კომ­პა­ნია Mercedes-Benz-მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ტი­ზე­რე­ბის შემ­დეგ ფრან­კფურ­ტის ავ­ტო­შო­უ­ზე, რო­მე­ლიც 14 სექ­ტემ­ბერს მე­დი­ის­თვის გა­იხ­სნა, ხოლო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 17 სექ­ტემ­ბერს, დამ­სწრე პუბ­ლი­კას სრუ­ლი­ად ახა­ლი, უც­ნა­უ­რი და ულტრა თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი წა­რუდ­გი­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით Concept IAA.

თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლას ეგო­ნა, რომ IAA ეს იყო ფრან­ფურ­ტის მო­ტორ შოუს აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა, მაგ­რამ რო­გორც და­იმ­ლერ­ში გან­მარ­ტეს, IAA იშიფ­რე­ბა რო­გორც Intelligent Aerodynamic Automobile. სწო­რედ აე­რო­დი­ნა­მი­კის მიღ­წე­ვებ­შია ამ მო­დე­ლის სა­ი­დუმ­ლო და არა მის გან­სხვა­ვე­ბულ ვი­ზუ­ალ­ში, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის მეს­ვე­უ­რე­ბის თქმით გა­რეგ­ნო­ბაც მათი მო­დე­ლე­ბის არც თუ ისე შო­რე­ულ მო­მა­ვალს ასა­ხავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ სი­ლუ­ე­ტი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო თა­ო­ბის CLS-ში(2017 წელი). აი ინ­ტე­რი­ე­რი კი ნამ­დვი­ლად და­ე­დე­ბა სა­ფუძ­ვლად ახა­ლი თა­ო­ბის E Class-ის ავ­ტო­მო­ბილს(2016 წელი).

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ამ სი­ახ­ლის "მიღ­წე­ვებს" - 80კმ/სთ სიჩ­ქა­რის მიღ­წე­ვი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლი ფორ­მას იც­ვლის, რის ხარ­ჯზეც იზ­რდე­ბა მისი აე­რო­დი­ნა­მიზ­მი და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. მისი აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 0,19-ს უდ­რის (აქამ­დე სა­უ­კე­თე­სო მაჩვნებ­ლეი 0,21 სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს შო­რის ასე­ვე "მერ­სე­დე­სის" კომ­პაქ­ტურ მო­დელს CLA-ს ეკუთ­ვნო­და).

სტენ­დზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­ცეპ­ტი არ არის ელექტრო­მო­ბი­ლი ის ჰიბ­რი­დია, რო­მელ­საც ელექტრო ძრავ­თან ერ­თად ტურ­ბი­რე­ბუ­ლი შიგა წვის ძრა­ვაც აქვს და მათი სიმ­ძლავ­რე ჯამ­ში 275 ცხე­ნის ძა­ლას უდ­რის.

იხი­ლეთ ვი­დეო

Mercedes-Benz-ის "მომავლის ავტომობილი"

Mercedes-Benz-ის "მომავლის ავტომობილი"

კომპანია Mercedes-Benz-მა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის წარდგენილი ტიზერების შემდეგ ფრანკფურტის ავტოშოუზე, რომელიც 14 სექტემბერს მედიისთვის გაიხსნა, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის 17 სექტემბერს, დამსწრე პუბლიკას სრულიად ახალი, უცნაური და ულტრა თანამედროვე კონცეპტუალური მოდელი წარუდგინა სახელწოდებით Concept IAA.

თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ IAA ეს იყო ფრანფურტის მოტორ შოუს აბრევიატურა, მაგრამ როგორც დაიმლერში განმარტეს, IAA იშიფრება როგორც Intelligent Aerodynamic Automobile. სწორედ აეროდინამიკის მიღწევებშია ამ მოდელის საიდუმლო და არა მის განსხვავებულ ვიზუალში, თუმცა კომპანიის მესვეურების თქმით გარეგნობაც მათი მოდელების არც თუ ისე შორეულ მომავალს ასახავს. ყველაზე მეტად საუბრობენ იმაზე, რომ სილუეტი გამოყენებული იქნება მომდევნო თაობის CLS-ში(2017 წელი). აი ინტერიერი კი ნამდვილად დაედება საფუძვლად ახალი თაობის E Class-ის ავტომობილს(2016 წელი).

რაც შეეხება თავად ამ სიახლის ”მიღწევებს” - 80კმ/სთ სიჩქარის მიღწევისას ავტომობილი ფორმას იცვლის, რის ხარჯზეც იზრდება მისი აეროდინამიზმი და უმჯობესდება მარგი ქმედების კოეფიციენტი. მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,19-ს უდრის (აქამდე საუკეთესო მაჩვნებლეი 0,21 სერიული წარმოების ავტომობილებს შორის ასევე ”მერსედესის” კომპაქტურ მოდელს CLA-ს ეკუთვნოდა).

სტენდზე წარმოდგენილი კონცეპტი არ არის ელექტრომობილი ის ჰიბრიდია, რომელსაც ელექტრო ძრავთან ერთად ტურბირებული შიგა წვის ძრავაც აქვს და მათი სიმძლავრე ჯამში 275 ცხენის ძალას უდრის.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს