პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს: ორივე მათგანს ავტომობილიდან ესროლეს
ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს: ორივე მათგანს ავტომობილიდან ესროლეს

ბა­თუმ­ში, ე.წ. ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში, ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. ერთს გუ­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რეს - და­ნით. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ორი­ვე მთა­განს ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ეს­რო­ლეს.

რო­გორც ბა­თუ­მის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ბად­რი პაქ­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში სხვა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცის დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს.

"გა­მო­ძა­ხე­ბა შე­მო­ვი­და გვი­ან ღა­მით. ბრი­გა­და მი­ვი­და ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში, ეძებ­დნენ კორ­პუსს, რა დრო­საც მათ ხელი და­უქ­ნია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს. 28 წლის მა­მა­კაცს გულ­ში ჰქონ­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა. ბრი­გა­და თა­ვის­თა­ვად აღარ მი­სუ­ლა იმ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, მათ დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში და, დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­და­იყ­ვა­ნეს ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გაგ­რძელ­და გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კეთ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ბრი­გა­და წა­ვი­და", - აღ­ნიშ­ნა ბად­რი პაქ­სა­ძემ.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნით დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფებ­მა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მა­მა­კა­ცი და­ნით იყო დაჭ­რი­ლი და ად­გი­ლი ჰქონ­და კლი­ნი­კურ სიკ­ვდილს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 108-ე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და 236-ე ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე.

მოკ­ლუ­ლე­ბი­დან ერთი 25-ის, მე­ო­რე კი 28 წლის იყო.

ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს: ორივე მათგანს ავტომობილიდან ესროლეს

ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს: ორივე მათგანს ავტომობილიდან ესროლეს

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ერთს გულის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ხოლო მეორეს - დანით. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ორივე მთაგანს ავტომობილიდან ესროლეს.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განუცხადა, ბენზეს დასახლებაში სხვა გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის დახმარება სთხოვეს.

"გამოძახება შემოვიდა გვიან ღამით. ბრიგადა მივიდა ბენზეს დასახლებაში, ეძებდნენ კორპუსს, რა დროსაც მათ ხელი დაუქნია რამდენიმე ადამიანმა და დახმარება სთხოვეს. 28 წლის მამაკაცს გულში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ბრიგადა თავისთავად აღარ მისულა იმ გამოძახებაზე, მათ დაჭრილი მამაკაცი ჩასვეს მანქანაში და, დახმარების აღმოჩენის პარალელურად, გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. რამდენადაც ვიცი, საავადმყოფოში გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ბენზეს დასახლებაში გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა წავიდა", - აღნიშნა ბადრი პაქსაძემ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მყოფებმა საკუთარი ავტომობილით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცი დანით იყო დაჭრილი და ადგილი ჰქონდა კლინიკურ სიკვდილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.

მოკლულებიდან ერთი 25-ის, მეორე კი 28 წლის იყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია