მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?
ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?

მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ბავ­შვის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ცე­მის სა­კი­თხი ხში­რად კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა. ერთი მხრივ, ახალ­შო­ბი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­შა­ლოს ბავ­შვის ნორ­მა­ლურ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც პა­ტა­რა დე­დის რძის მეშ­ვე­ო­ბით იღებს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ მი­ნე­რალ­სა თუ ვი­ტა­მინს. მე­ო­რე მხრივ, შე­იძ­ლე­ბა კი ვი­ტა­მი­ნებ­მა რა­ი­მე ავ­ნოს ბავ­შვს?

ბრი­ტა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს და­მა­ტე­ბით ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექ­სის მი­ღე­ბას 6თვი­დან 2 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა და­მა­ტე­ბა უნდა მოხ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ბავ­შვი ვერ იღებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით დე­დის რძეს. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მა­რენ 500 მლ. დე­დის რძეს, ვი­ტა­მი­ნე­ბის და­მა­ტე­ბას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ!

რო­მე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა ბავ­შვს?

არ­სე­ბობს ორი ტი­პის ვი­ტა­მი­ნი: წყალ­ში ხსნა­დი (С და B კომ­პლექ­სის ვი­ტა­მი­ნე­ბი) და ცხიმ­ში ხსნა­დი (A, D, E და К) ვი­ტა­მი­ნე­ბი. წყალ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბი ორ­გა­ნიზ­მში არ გროვ­დე­ბა. ამი­ტომ პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ამ ვი­ტა­მინს, ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა მო­იხ­მა­როთ. გარ­და ამი­სა, თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს ად­ვი­ლად იშ­ლე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ხილი და ბოსტნე­უ­ლი წყალ­ში იხარ­შე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ მომ­ზა­დე­ბის დროს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ხილ­სა და ბოსტნე­ულ­ში ვი­ტა­მი­ნე­ბი, მო­ხარ­შეთ ორ­თქლზე ან მი­ირ­თვით უმად (სტა­ფი­ლო, კომ­ბოს­ტო, მწვა­ნი­ლი).

A ვი­ტა­მი­ნი ხელს უშ­ლის თვა­ლის კო­ნი­უნ­ქტი­ვის ზე­და­პირს გა­მოშ­რო­ბას; იგი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს მხედ­ვე­ლო­ბი­თი პიგმენ­ტის - რო­დოფ­სი­ნის სინ­თეზ­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს თვა­ლის ადაპ­ტა­ცი­ას და­ბა­ლი შუ­ქის მი­მართ. A ვი­ტა­მი­ნი ას­ტი­მუ­ლი­რებს სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბი­სა და კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის სინ­თეზს; ხელს უწყობს ჩონ­ჩხის ფორ­მი­რე­ბას, ზრდის ორ­გა­ნიზ­მის მდგრა­დო­ბას სხე­უ­ლის მცი­რე ტემ­პე­რა­ტუ­რის და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ. А ვი­ტა­მი­ნი შე­დის ღვიძ­ლის, ცხი­მი­ა­ნი თევ­ზის, სტა­ფი­ლოს, ბრო­კო­ლის, კვა­ხის, პო­მიდვ­რის, გარ­გა­რი­სა და მან­გოს შე­მად­გენ­ლობ­ში.

B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი შე­დის რიგი ფერ­მენ­ტუ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და ამ­გვა­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ნახ­შირ­წყლე­ბის, ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის ცვლის რე­გუ­ლა­ცი­ა­ში.

ვი­ტა­მი­ნი B1 გავ­ლე­ნას ახ­დენს სი­ნაფ­სებ­ში ნერ­ვუ­ლი იმ­პულ­სე­ბის გა­ტა­რე­ბის სიჩ­ქა­რე­ზე; პირო­ფოს­ფა­ტად გარ­დაქ­მნის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ობს ნახ­შირ­წყლე­ბის, ცი­ლე­ბის და ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვე­ბის სინ­თეზ­ში.

ვი­ტა­მი­ნი B2 აუმ­ჯო­ბე­სებს ცხი­მო­ვან და ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლას; მო­ნა­წი­ლე­ობს რკი­ნი­სა და პორ­ფი­რი­ნე­ბის ცვლა­ში, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის სინ­თეზ­ში და უჯრე­დულ სუნ­თქვა­ში;

ვი­ტა­მი­ნი B6 მო­ნა­წი­ლე­ობს ჰის­ტა­მი­ნის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის და ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის ცვლა­ში.

В ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი შე­დის: ხორ­ცში, რძის პრო­დუქ­ტებ­ში, გოგ­რა­ში, მარ­ცვლო­ვან ფა­ფებ­ში, მუქ მწვა­ნე ბოსტნე­ულ­ში, სა­ფუ­ა­რის ექ­სტრაქ­ტში, კა­კალ­ში, ლო­ბი­ო­სა და ბა­ნან­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?

ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?

მიზანმიმართულად ბავშვისთვის დამატებითი ვიტამინების მიცემის საკითხი ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ერთი მხრივ, ახალშობილის შემთხვევაში ვიტამინების მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას იმდენად, რამდენადაც პატარა დედის რძის მეშვეობით იღებს ყველა აუცილებელ მინერალსა თუ ვიტამინს. მეორე მხრივ, შეიძლება კი ვიტამინებმა რაიმე ავნოს ბავშვს?

ბრიტანეთის ჯანმრთელობის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს დამატებით ვიტამინების კომპლექსის მიღებას 6თვიდან 2 წლის ასაკის ბავშვებისათვის. თუმცა დამატება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით დედის რძეს. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ 500 მლ. დედის რძეს, ვიტამინების დამატებას არ საჭიროებენ!

რომელი ვიტამინები და მინერალები ესაჭიროება ბავშვს?

არსებობს ორი ტიპის ვიტამინი: წყალში ხსნადი (С და B კომპლექსის ვიტამინები) და ცხიმში ხსნადი (A, D, E და К) ვიტამინები. წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმში არ გროვდება. ამიტომ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ამ ვიტამინს, ყოველდღიურად უნდა მოიხმაროთ. გარდა ამისა, თერმული დამუშავების დროს ადვილად იშლებიან, განსაკუთრებით, როცა ხილი და ბოსტნეული წყალში იხარშება. იმისათვის, რომ მომზადების დროს შეინარჩუნოთ ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინები, მოხარშეთ ორთქლზე ან მიირთვით უმად (სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი).

A ვიტამინი ხელს უშლის თვალის კონიუნქტივის ზედაპირს გამოშრობას; იგი მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის - როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ. A ვიტამინი ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს; ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადების მიმართ. А ვიტამინი შედის ღვიძლის, ცხიმიანი თევზის, სტაფილოს, ბროკოლის, კვახის, პომიდვრის, გარგარისა და მანგოს შემადგენლობში.

B ჯგუფის ვიტამინები შედის რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების ცვლის რეგულაციაში.

ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარების სიჩქარეზე; პიროფოსფატად გარდაქმნის შემდეგ მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.

ვიტამინი B2 აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას; მონაწილეობს რკინისა და პორფირინების ცვლაში, ჰემოგლობინის სინთეზში და უჯრედულ სუნთქვაში;

ვიტამინი B6 მონაწილეობს ჰისტამინის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების ცვლაში.

В ჯგუფის ვიტამინები შედის: ხორცში, რძის პროდუქტებში, გოგრაში, მარცვლოვან ფაფებში, მუქ მწვანე ბოსტნეულში, საფუარის ექსტრაქტში, კაკალში, ლობიოსა და ბანანში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს