2015 წლის სასწავლო სეზონს კომპანია "ახალი ნათება" და "ფორუმი ახალი ნათებისგან" ერთობლივი, სპეციალური აქციით ხვდება, რომელიც 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
აქციის ფარგლებში "ახალი ნათება" 25%–იან ფასდაკლებას აცხადებს კითხვის პროცესისთვის იდეალურ სასწავლო და საოფისე მაგიდის სანათებზე; ასევე, მომხმარებელს სპეციალურ ფასად სთავაზობს სუპერეკონომიურ და ძალიან მოხერხებულ LED სანათს–Del-746.
ამ მოდელის შეძენა ახლა უკვე მხოლოდ 21 ლარად იქნება შესაძლებელი.
აქცია მოქმედებს ახალი ნათების ყველა მაღაზია–სალონში, თბილისსა და რეგიონებში.
სწორად შერჩეული განათება უზრუნველყოფს ნაყოფიერ სწავლისა და მეცადინეობის პროცესს. მნიშვნელოვანია რომ კითხვისას თვალები არ იძაბებოდეს.ახალი ნათების მაგიდის სანათებში კი გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელი კრიტერიუმი, როგორიცაა სანათის სათანადო სიმაღლე, განათების ფერი და კუთხე, რომ არ თვალები არ გადაიღალოს.
მოზარდების სწავლისა და განტვირთვისთვის იდეალური გარემოს შექმნაზე კი ფორუმი ზრუნავს:
ფრანგული ბრენდი გოტიეს მოზარდისთვის განკუთვნილი ავეჯის შეძენა აქციის ფარგლებში 20%–იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
გოტიეს /Gautier ავეჯი იწარმოება საფრანგეთში ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მასალით და გამოირჩევა თავისი დიზაინით.
განა როდესმე ყოფილა სასწავლო სეზონისთვის მომზადება ასე მარტივი?
R