Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
პირველი სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება
პირველი სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება

პენ­სი­ე­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა სოფ­რო­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბი გაზ­რდილს პენ­სი­ას 160 ლა­რის ოდე­ნო­ბით მი­ი­ღე­ბენ.

"პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის პენ­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა და ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, რო­მელ­თა პენ­სი­ე­ბი ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 50%-ით გა­ი­ზარ­და კი­დევ უფრო იმა­ტებს და გახ­დე­ბა 160 ლარი, ანუ მო­მა­ვა­ლი თვის 15 რი­ცხვი­დან, რო­დე­საც და­ი­წყე­ბა პენ­სი­ე­ბის გა­ცე­მა, ყვე­ლა ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რი მი­ი­ღებს უკვე გაზ­რდილ 160 ლა­რის ოდე­ნო­ბის პენ­სი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა გაზ­რდილ პენ­სი­ებს მთლი­ან ოდე­ნო­ბა­ში ეს შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ში 30 მი­ლი­ონ ლარს, რაც უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ამ თან­ხე­ბის გა­ცე­მა უპ­რობ­ლე­მოდ მოხ­დე­ბა სექ­ტემ­ბრის თვი­დან", - გა­ნა­ცხა­და სოფ­რო­მა­ძემ. მისი თქმით, პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის პა­კე­ტი.

"ამის შე­დე­გია ის, რომ ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გაზ­რდი­ლია პენ­სი­ო­ნერ­თა სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა, რაც აი­სა­ხე­ბა იმა­ში, რომ ზო­გა­დად პენ­სი­ის მიმ­ღებ­თა სა­ერ­თო რი­ცხვი გა­ი­ზარ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო წლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პენ­სი­ის მიმ­ღებ­თა ოდე­ნო­ბა ნაც­ვლად 686 ათა­სი­სა, დღე­ი­სათ­ვის უკვე არის 703 ათას­ზე მეტი, ანუ პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და­ახ­ლო­ე­ბით 17 ათა­სით", - გა­ნა­ცხა­და სოფ­რო­მა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პირველი სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება

პირველი სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება

პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილება პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები გაზრდილს პენსიას 160 ლარის ოდენობით მიიღებენ.

"პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პენსიებთან დაკავშირებული ცვლილება და ასაკით პენსიონერები, რომელთა პენსიები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა კიდევ უფრო იმატებს და გახდება 160 ლარი, ანუ მომავალი თვის 15 რიცხვიდან, როდესაც დაიწყება პენსიების გაცემა, ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას. რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს მთლიან ოდენობაში ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან", - განაცხადა სოფრომაძემ. მისი თქმით, პენსიონერებისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს საუკეთესო სამედიცინო დაზღვევის პაკეტი.

"ამის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია პენსიონერთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რაც აისახება იმაში, რომ ზოგადად პენსიის მიმღებთა საერთო რიცხვი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლიწადნახევრის განმავლობაში პენსიის მიმღებთა ოდენობა ნაცვლად 686 ათასისა, დღეისათვის უკვე არის 703 ათასზე მეტი, ანუ პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 17 ათასით", - განაცხადა სოფრომაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია