პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს მოაქვს მშვიდობა - თინა ხიდაშელი
ნატო-ს მოაქვს მშვიდობა - თინა ხიდაშელი

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი ცხად­ზე უცხა­დე­სია, ვიღწ­ვით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვეყ­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რო­ბის­თვის , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის­კენ სწრაფ­ვის უკუქ­ცე­ვა­დო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნის ურ­ყე­ო­ბის­თვის და პარტნი­ო­რე­ბის თა­ნად­გო­მის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის.

"დღე­ვან­დე­ლი დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის­კენ სწრაფ­ვის უკუქ­ცე­ვა­დო­ბის, ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის ურ­ყე­ვო­ბის­თვის და პარტნი­ო­რე­ბის თა­ნად­გო­მის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი ცხად­ზე უცხა­დე­სია, ვიღწ­ვით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვეყ­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რო­ბის­თვის. ნატო დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი და ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მია. ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბით ფარ­თოვ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ზღვრე­ბი, ძლი­ერ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის რკა­ლი და დე­და­მი­წის უფრო მეტ სეგ­მენტზე ისად­გუ­რებს მშვი­დო­ბა. ნატო-ს მო­აქვს მშვი­დო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა. მი­სი­ვე თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ოჯახ­ში წევ­რო­ბა ბევ­რი თა­ო­ბის ოც­ნე­ბა იყო და გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ".

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ თა­ო­ბას, დიდ­სა და პა­ტა­რას, ქალ­სა და მა­მა­კაცს, ჩვენს ახალ­გაზ­რდებს სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ნატო-ს ეგი­დით და ნატო-ს სამ­კლა­უ­რე­ბით ავ­ღა­ნეთ­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში ამა­ყად ატა­რე­ბენ ქარ­თულ დრო­შას, გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ქარ­თველ­თა მრა­ვა­ლი თა­ო­ბის ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ. ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის დრო­უ­ლად და წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მთავ­რო­ბის, პარ­ლა­მენ­ტის და ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია, რად­გან თა­ვად არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის, ისე­ვე რო­გორც ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა. ხი­და­შე­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იბ­რძვის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­ის­გან და ოკუ­პა­ცი­ის­გან.

"ჩვენ ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებთ მო­მა­ვალს. ჩვენ ვშრო­მობთ და ვიბ­რძვით ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­ის­გან და ოკუ­პა­ცი­ის­გან და იპო­ვის თა­ვის ად­გილს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ოჯახ­ში. ვდგა­ვართ ძლი­ერ სა­ძირ­კველ­ზე, რო­მე­ლიც შექ­მნა ჩვენ­მა წი­ნა­პარ­მა, ვართ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აწ­მყოს უზ­რუნ­ველ­მყო­ფი თა­მა­მი თა­ო­ბა, რო­მელ­მაც უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უფრო მშვი­დო­ბი­ა­ნი, უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა უნდა და­ვუ­ტო­ვოთ ჩვენ შვი­ლებს. დღეს ამ გზა­ზე ცოდ­ნა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის ურ­ყე­ო­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა და სი­თა­მა­მე ჩვე­ნი მთა­ვა­რი მეგ­ზუ­რი და ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო მი­ზან­თან მიგ­ვიყ­ვანს. ვემ­სა­ხუ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლად და უკომ­პრო­მი­სოდ და ჩვენს მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ", - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის უზარ­მა­ზა­რი პა­ტი­ვია მას­პინ­ძლობ­დეს ქვეყ­ნის­თვის ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნი­სი­ძი­ე­ბას.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც თა­ვი­სი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს უჭერ­და და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ დღე­ვან­დელ დღეს ჩვენ აქ შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვე­ნე­ბის ნატო-ს ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის და ექ­სპერ­ტე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის­თვის. ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ყვე­ლა რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბით და პარტნი­ო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით გაგ­რძელ­დე­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­თა­ნა­დოდ აი­სა­ხე­ბა ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნატო-ს მოაქვს მშვიდობა - თინა ხიდაშელი

ნატო-ს მოაქვს მშვიდობა - თინა ხიდაშელი

საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია, ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის უკუქცევადობის, საქართველოს არჩევანის ურყეობისთვის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის.

"დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის უკუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყევობისთვის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის. საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია, ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის. ნატო დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია. ნატო-ს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატო-ს მოაქვს მშვიდობა", - განაცხადა ხიდაშელმა. მისივე თქმით, "საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა ბევრი თაობის ოცნება იყო და გვაქვს ამბიცია, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ".

"დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელ თაობას, დიდსა და პატარას, ქალსა და მამაკაცს, ჩვენს ახალგაზრდებს სამხედრო ფორმაში, რომლებიც სწორედ ნატო-ს ეგიდით და ნატო-ს სამკლაურებით ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში ამაყად ატარებენ ქართულ დროშას, გვაქვს ამბიცია, რომ ქართველთა მრავალი თაობის ოცნება რეალობად ვაქციოთ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროულად და წარმატებით განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, პარლამენტის და ქვეყნის მთავარსარდლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან თავად არსებითი პაკეტის, ისევე როგორც ნატო-საქართველოს ნებისმიერი ერთობლივი ღონისძიების მთავარი ამოცანა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადებაა", - განაცხადა ხიდაშელმა. ხიდაშელის თქმით, საქართველო იბრძვის ევროპული მომავლისთვის, რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისგან და ოკუპაციისგან.

"ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ ვშრომობთ და ვიბრძვით ევროპული საქართველოსთვის, საქართველოსთვის რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისგან და ოკუპაციისგან და იპოვის თავის ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში. ვდგავართ ძლიერ საძირკველზე, რომელიც შექმნა ჩვენმა წინაპარმა, ვართ წარმატებული აწმყოს უზრუნველმყოფი თამამი თაობა, რომელმაც უფრო განვითარებული, უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო ქვეყანა უნდა დავუტოვოთ ჩვენ შვილებს. დღეს ამ გზაზე ცოდნა, პროფესიონალიზმი, დაუღალავი შრომა, დასახული მიზნის ურყეობა, გამბედაობა და სითამამე ჩვენი მთავარი მეგზური და ინსტრუმენტია, რომელიც საბოლოო მიზანთან მიგვიყვანს. ვემსახუროთ საქართველოს ერთგულად და უკომპრომისოდ და ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ", - აღნიშნა ხიდაშელმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროსთვის უზარმაზარი პატივია მასპინძლობდეს ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისიძიებას.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი დაუღალავი შრომით წლების განმავლობაში მხარს უჭერდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ აქ შევკრებილიყავით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ქვენების ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წევრების და ექსპერტების მიმართ, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენი წარმატებისთვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესურსის მობილიზებით და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო-საქართველოს პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც დარწმუნებული ვარ სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."