ქალების გამოცემა ”კოსმოპოლიტენმა” შექმნა საინტერესო კოლაჟი, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე მალევე მოიცვა. ფოტოებზე წარმოდგენილია დისნეის ცნობილი პრინცესები და მათი ტრფობის ობიექტი მამაკაცები, ოღონდ კონტექსტი რადიკალურადაა შეცვლილი და ბავშვების საყვარელი გმირები სერიალის - ”სექსი დიდ ქალაქში” პერსონაჟებად არიან წარმოდგენილნი.
მთავარ ფოტოზე ასახულია ბელი და ურჩხული ანიმაციური ფილმიდან ”ურჩხული და მზეთუნახავი” - როგორც შარლოტა და ჰარი.
სირინოზი არიელი და მისი გულისსწორი ერიკი, როგორც მირანდა და სტივი.
ჟასმინი - როგორც სამანტა და ალადინი - როგორც სმიტ ჯერო, დისნეის მულტფილმიდან "ალადინი".
კონკია - როგორც კერი და პრინც ჩარმინგი - როგორც მისტერ ბიგი, ანიმაციიდან "კონკია".