პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასავლეთ საქართველოში ასწლოვან ხეებს მატლები შეესივნენ
დასავლეთ საქართველოში ასწლოვან ხეებს მატლები შეესივნენ

აჭა­რი­სა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მავ­ნებ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა, რაც ბზის ხე­ე­ბის სწრა­ფი ხმო­ბას იწ­ვევს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლი (CENN) ავ­რცე­ლებს. CENN -ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია სცილ­დე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე რე­გი­ო­ნულ მას­შტა­ბებს და მო­ი­თხოვს რე­ა­გი­რე­ბას ეროვ­ნულ დო­ნე­ზე.

"ბოლო დღე­ებ­ში აჭა­რი­სა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში შე­იქ­მნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კუ­თხით, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ში­ში მავ­ნებ­ლის, ბზის ალუ­რას (პეპ­ლე­ბის რაზ­მი Crambidae-ის ოჯა­ხი­დან) მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბით და ბზის ხე­ე­ბის სწრა­ფი ხმო­ბით მწვა­ნე ზო­ლებ­სა და კერ­ძო ნაკ­ვე­თებ­ში.

მავ­ნებ­ლე­ბი იკ­ვე­ბე­ბი­ან რო­გორც ბზის ფოთ­ლე­ბით, ასე­ვე ყლორ­ტე­ბი­დან წო­ვენ მცე­ნა­რის წვენს. მათ შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ნად­გუ­რონ მრა­ვალ­წლი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ში. მავ­ნებ­ლის გან­სახ­ლე­ბის შემ­დეგ ბზა თით­ქოს დამ­წვა­რია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აფეთ­ქე­ბის პე­რი­ოდ­ში ალუ­რას 1 დღე­ღა­მე­ში 1 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლია.

აჭა­რის სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, მავ­ნებ­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ხე­ხილ­ზეც. ალუ­რა ასე­ვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია სა­ტყეო ფარ­თო­ე­ბებ­ზეც", -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შექ­მნი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ­შა­ბათს, 24 აგ­ვის­ტოს, 15:00 სა­ათ­ზე, ზუგ­დი­დის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ნიშ­ნუ­ლია სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი, რო­მელ­ზეც რე­გი­ო­ნის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბაა მოწ­ვე­უ­ლი. თათ­ბი­რის მი­ზა­ნია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის გეგ­მის გან­სა­ზღვრა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.

"მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა გა­სულ წელს გა­ავ­რცე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მავ­ნებ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კერ­ძო პი­რე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტიც გა­მო­ი­ღო. თუმ­ცა, არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ფრაგ­მენ­ტუ­ლი სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის და მავ­ნებ­ლის გავ­რცე­ლე­ბამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსელ­ში (CENN) მი­აჩ­ნი­ათ, რომ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია სცილ­დე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე რე­გი­ო­ნულ მას­შტა­ბებს და მო­ი­თხოვს რე­ა­გი­რე­ბას ეროვ­ნულ დო­ნე­ზე – სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბა, რათა შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა ისარ­გებ­ლონ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით შე­სა­წამ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შეს­ყიდ­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. გეგ­მის შე­მუშ­ვე­ბა უნდა მოხ­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით, ხოლო მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა ჩა­ერ­თოს", - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

დასავლეთ საქართველოში ასწლოვან ხეებს მატლები შეესივნენ

დასავლეთ საქართველოში ასწლოვან ხეებს მატლები შეესივნენ

აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მავნებლების მასობრივი გავრცელება ხდება, რაც ბზის ხეების სწრაფი ხმობას იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. CENN -ში მიაჩნიათ, რომ შექმნილი სიტუაცია სცილდება როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ მასშტაბებს და მოითხოვს რეაგირებას ეროვნულ დონეზე.

"ბოლო დღეებში აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში შეიქმნა საგანგებო სიტუაცია მცენარეთა დაცვის კუთხით, რაც დაკავშირებულია საშიში მავნებლის, ბზის ალურას (პეპლების რაზმი Crambidae-ის ოჯახიდან) მასობრივი გავრცელებით და ბზის ხეების სწრაფი ხმობით მწვანე ზოლებსა და კერძო ნაკვეთებში.

მავნებლები იკვებებიან როგორც ბზის ფოთლებით, ასევე ყლორტებიდან წოვენ მცენარის წვენს. მათ შეუძლიათ გაანადგურონ მრავალწლიანი მცენარეები ძალიან მცირე დროში. მავნებლის განსახლების შემდეგ ბზა თითქოს დამწვარია. სპეციალისტების განცხადებით, აფეთქების პერიოდში ალურას 1 დღეღამეში 1 ჰექტარი ტერიტორიის სრული განადგურება შეუძლია.

აჭარის სატყეო სააგენტოს განცხადებით, მავნებლების გავრცელება უკვე შეინიშნება ხეხილზეც. ალურა ასევე დაფიქსირებულია სატყეო ფართოებებზეც", -ნათქვამია განცხადებაში. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ორშაბათს, 24 აგვისტოს, 15:00 საათზე, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში დანიშნულია საგანგებო თათბირი, რომელზეც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობაა მოწვეული. თათბირის მიზანია, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის განსაზღვრა და კოორდინირებული ზომების მიღება.

"მცენარეთა დაცვის სამსახურმა გასულ წელს გაავრცელა რეკომენდაციები მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებაზე და ცალკეულ შემთხვევებში, მუნიციპალური სამსახურებისა და კერძო პირების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა მოკლევადიანი ეფექტიც გამოიღო. თუმცა, არაორგანიზებული და ფრაგმენტული სახის ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი სიტუაციის დარეგულირებისთვის და მავნებლის გავრცელებამ კატასტროფული ხასიათი მიიღო.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) მიაჩნიათ, რომ შექმნილი სიტუაცია სცილდება როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ მასშტაბებს და მოითხოვს რეაგირებას ეროვნულ დონეზე – სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საჭიროა სპეციალური რეჟიმის ამოქმედება, რათა შესაბამისმა სამსახურებმა ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით შესაწამლი პრეპარატების შესყიდვისა და გამოყენებისას. გეგმის შემუშვება უნდა მოხდეს სპეციალისტებთან კონსულტაციით, ხოლო მისი განხორციელების პროცესში საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია