პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაურჩა კარბელაშვილი დაპატიმრებას? - "პოლიციას ჰქონდა მისი დაკავების უფლება"
როგორ გადაურჩა კარბელაშვილი დაპატიმრებას? - "პოლიციას ჰქონდა მისი დაკავების უფლება"

გვი­ან ღა­მით ოსი­ა­ურ­თან გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ის სა­ჭეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ნას­ვა­მი მარ­თავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, რის შე­დე­გა­დაც ის და­ა­კა­ვეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეც, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას მო­უ­წო­დებ­და, კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, რად­გან ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. რა შემ­თხვე­ვა­ში იცავს პარ­ლა­მენტს და­კა­ვე­ბის­გან იმუ­ნი­ტე­ტი, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.G-ს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, სწო­რი იყო თუ არა გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა?

- იქ რა მოხ­და ვერ გე­ტყვით, რად­გან სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით რაც გად­მოს­ცეს, მხო­ლოდ ის ვიცი. მე აგიხ­სნით სა­მარ­თლებ­რი­ვად რო­გორ არის საქ­მე დე­პუ­ტა­ტის შემ­თხვე­ვა­ში. საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, ეს არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბის­გან არ­ცერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს არ იცავს იმუ­ნი­ტე­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია თუ სხვა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სას, რო­დე­საც პატ­რუ­ლი აჩე­რებს ავ­ტო­მო­ბილს, შე­უძ­ლი­ათ მძღოლს მოს­თხო­ვონ ალ­კო­ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა. თუ პირი აღ­მოჩ­ნდა ნას­ვა­მი, მას აღარ შე­უძ­ლია მან­ქა­ნის ტა­რე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, პირს შე­უ­ჩერ­დე­ბა მარ­თვის უფ­ლე­ბა 6 თვის ვა­დით. თუ 6 თვე­ში იგი­ვე ისევ გა­ი­მე­ო­რა, კი­დევ ერთი წლით ჩა­მო­ერ­თმე­ვა მარ­თვის მოწ­მო­ბა და და­ე­კის­რე­ბა ჯა­რი­მა.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| რას ამ­ბობ­და და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში წელსზე­მოთ შიშ­ვე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ მთვრა­ლი დე­პუ­ტა­ტი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტის და­კა­ვე­ბას. კონ­სტი­ტუ­ცია ამ­ბობს, არ შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და­კა­ვე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც მას წა­ას­წრეს და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე. თუ პარ­ლა­მენ­ტარს ვერ წა­ას­წრეს და­ნა­შა­ულ­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ მი­მარ­თოს პარ­ლა­მენტს. თა­ვის მხრივ პარ­ლა­მენ­ტმა უნდა იმ­სჯე­ლოს, კენ­ჭი უყა­როს და ამის შემ­დეგ გას­ცემს თან­ხმო­ბას და­კა­ვე­ბა­ზე. მაგ­რამ თუ და­ნა­შა­ულ­ზე წა­ას­წრეს პარ­ლა­მენ­ტარს, შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ და ეს და­უ­ყო­ნებ­ლივ უნდა ეც­ნო­ბოს პარ­ლა­მენტს. თუ პარ­ლა­მენ­ტი არ მის­ცემს თან­ხმო­ბას და­კა­ვე­ბა­ზე, უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. მა­ნამ­დე სა­ნამ პარ­ლა­მენ­ტი კენ­ჭს უყ­რის, პირი და­კა­ვე­ბუ­ლია.

ამა­ვე დროს მოქ­მე­დებს მე­ო­რე სქე­მა, თუ და­ა­კა­ვეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­მარ­თონ სა­სა­მარ­თლოს, სა­სა­მარ­თლომ უნდა იმ­სჯე­ლოს და­კა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე და მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ზე და თუ გან­ჩი­ნე­ბით პირს პა­ტიმ­რო­ბა არ შე­ე­ფარ­და, უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი პრო­ცე­დუ­რა დას­რულ­დე­ბა უფრო მალე, სა­სა­მარ­თლო თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო, სა­სა­მარ­თლოს პრო­ცე­დუ­რას სჭირ­დე­ბა მაქ­სი­მუმ 72 სა­ა­თი. თუ ამას წინ უს­წრებ­და პარ­ლა­მენ­ტის გან­ხილ­ვა, უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. თუ სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენტზე ადრე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ლა­მენტს სამ­სჯე­ლო არა­ფე­რი რჩე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს დე­პუ­ტა­ტის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას, რო­გორც წა­ვი­კი­თხე, კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა პატ­რულს, მე არ ვიცი რაში გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. თუ ეს ასე იყო, პო­ლი­ცი­ას ჰქონ­და მისი და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. რად­გან ეს პირი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

რე­დაქ­ცია| სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით იხი­ლეთ თეგ­ზე #გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი

- შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან მას იმუ­ნი­ტე­ტი იცავს, იმ­სჯე­ლა პარ­ლა­მენ­ტმა კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე?

- გუ­შინ და­ა­კა­ვა და რო­გორ იმ­სჯე­ლებ­და? პო­ლი­ცი­ას უფ­ლე­ბა აქვს ნე­ბის­მი­ე­რი პირი და­ა­კა­ვოს ან არა, როცა ამის სა­თა­ნა­დო სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს. უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი თუ უნდა და­ა­კა­ვონ, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა მი­მარ­თოს პარ­ლა­მენტს თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად. თუ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და პო­ლი­ცია დე­პუ­ტატ კარ­ბე­ლაშ­ვილს, მა­შინ თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად უნდა მი­ე­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის­თვის, რომ პირი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო პა­ტიმ­რო­ბა­ში. მე ვიცი, რომ არ მი­უ­მარ­თავს. თუ დაგ­ვა­კა­ვე­ბენ პი­რო­ბი­თად, მე და თქვენ, გა­მო­ძი­ე­ბა კი დაგვტო­ვებს პა­ტიმ­რო­ბა­ში, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლომ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი პარ­ლა­მენ­ტმა და სა­სა­მარ­თლომ უნდა იმ­სჯე­ლოს.

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| რას პა­ტი­ობს და რას არ პა­ტი­ობს კონ­სტი­ტუ­ცია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს: იმუ­ნი­ტე­ტი, გა­რან­ტი­ე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორ გადაურჩა კარბელაშვილი დაპატიმრებას? - "პოლიციას ჰქონდა მისი დაკავების უფლება"

როგორ გადაურჩა კარბელაშვილი დაპატიმრებას? - "პოლიციას ჰქონდა მისი დაკავების უფლება"

გვიან ღამით ოსიაურთან გიორგი კარბელაშვილი დააკავეს. ის საჭეს მეგობართან ერთად ნასვამი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, კარბელაშვილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც ის დააკავეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი გაათავისუფლეს. დაკავების ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი გიორგი ბარამიძეც, რომელიც პოლიციას მოუწოდებდა, კარბელაშვილი არ დაეკავებინათ, რადგან ის პარლამენტის წევრია. რა შემთხვევაში იცავს პარლამენტს დაკავებისგან იმუნიტეტი, ამის შესახებ AMBEBI.G-ს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ესაუბრება:

- ბატონო ვახტანგ, სწორი იყო თუ არა გიორგი კარბელაშვილის დაკავება?

- იქ რა მოხდა ვერ გეტყვით, რადგან საინფორმაციო საშუალებებით რაც გადმოსცეს, მხოლოდ ის ვიცი. მე აგიხსნით სამართლებრივად როგორ არის საქმე დეპუტატის შემთხვევაში. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქციებისგან არცერთი თანამდებობის პირს არ იცავს იმუნიტეტი. მნიშვნელობა არ აქვს, ის პრემიერ-მინისტრია თუ სხვა მაღალჩინოსანი. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, როდესაც პატრული აჩერებს ავტომობილს, შეუძლიათ მძღოლს მოსთხოვონ ალკოტესტის ჩატარება. თუ პირი აღმოჩნდა ნასვამი, მას აღარ შეუძლია მანქანის ტარება. ასეთ შემთხვევაში, პირს შეუჩერდება მართვის უფლება 6 თვის ვადით. თუ 6 თვეში იგივე ისევ გაიმეორა, კიდევ ერთი წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და დაეკისრება ჯარიმა.

ასევე საინტერესო| რას ამბობდა დაკავების მომენტში წელსზემოთ შიშველი, სავარაუდოდ მთვრალი დეპუტატი კარბელაშვილი

რაც შეეხება დეპუტატის დაკავებას. კონსტიტუცია ამბობს, არ შეიძლება პარლამენტის წევრის დაკავება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას წაასწრეს დანაშაულის ადგილზე. თუ პარლამენტარს ვერ წაასწრეს დანაშაულზე, ამ შემთხვევაში საჭიროა საგამოძიებო უწყებამ მიმართოს პარლამენტს. თავის მხრივ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, კენჭი უყაროს და ამის შემდეგ გასცემს თანხმობას დაკავებაზე. მაგრამ თუ დანაშაულზე წაასწრეს პარლამენტარს, შეიძლება დააკავონ და ეს დაუყონებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას დაკავებაზე, უნდა გათავისუფლდეს. მანამდე სანამ პარლამენტი კენჭს უყრის, პირი დაკავებულია.

ამავე დროს მოქმედებს მეორე სქემა, თუ დააკავეს თანამდებობის პირი, 48 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ სასამართლოს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაკავების კანონიერებაზე და მიზანშეწონილობაზე და თუ განჩინებით პირს პატიმრობა არ შეეფარდა, უნდა გაათავისუფლონ. გააჩნია, რომელი პროცედურა დასრულდება უფრო მალე, სასამართლო თუ საპარლამენტო, სასამართლოს პროცედურას სჭირდება მაქსიმუმ 72 საათი. თუ ამას წინ უსწრებდა პარლამენტის განხილვა, უნდა გაათავისუფლონ. თუ სასამართლომ პარლამენტზე ადრე მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტს სამსჯელო არაფერი რჩება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავარმა პროკურატურამ მიმართა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, როგორც წავიკითხე, კარბელაშვილმა გაუწია წინააღმდეგობა პატრულს, მე არ ვიცი რაში გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ეს ასე იყო, პოლიციას ჰქონდა მისი დაკავების უფლება. რადგან ეს პირი უკვე გათავისუფლებულია.

რედაქცია| სრული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით იხილეთ თეგზე #გიორგი კარბელაშვილი

- შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კარბელაშვილი გაათავისუფლეს, რადგან მას იმუნიტეტი იცავს, იმსჯელა პარლამენტმა კარბელაშვილის საკითხზე?

- გუშინ დააკავა და როგორ იმსჯელებდა? პოლიციას უფლება აქვს ნებისმიერი პირი დააკავოს ან არა, როცა ამის სათანადო საფუძველი არსებობს. უკვე გათავისუფლებული გიორგი კარბელაშვილი თუ უნდა დააკავონ, გამოძიებამ უნდა მიმართოს პარლამენტს თანხმობის მისაღებად. თუ არ გაათავისუფლებდა პოლიცია დეპუტატ კარბელაშვილს, მაშინ თანხმობის მისაღებად უნდა მიემართა პარლამენტისთვის, რომ პირი დარჩენილიყო პატიმრობაში. მე ვიცი, რომ არ მიუმართავს. თუ დაგვაკავებენ პირობითად, მე და თქვენ, გამოძიება კი დაგვტოვებს პატიმრობაში, თქვენს შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩემს შემთხვევაში კი პარლამენტმა და სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

რედაქციის რჩევით| რას პატიობს და რას არ პატიობს კონსტიტუცია პარლამენტის წევრებს: იმუნიტეტი, გარანტიები და აკრძალვები

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE