რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, სახელმწიფომ შეზღუდოს ისეთი სამედიცინო პროდუქტების შეძენა როგორიცაა რენტგენის აპარატები, გულის პროთეზები, დეფიბრილატორები, ყავარჯნები, სახვევები, ტამპონები, ანტისეპტიკური საშუალებები, პრეზერვატივები და ა.შ.
"სამინისტროს შეთავაზება სახელმწიფო შესყიდვების შეზღუდვაზე არ ემუქრება მოსახლეობის ჯანმთელობას, პრეზერვატივების შემთხვევაში კი პირიქით, დაგვეხმარება დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრაში და ხელს შეუწყობს პარტნიორის ყურადღებით შერჩევას", - განაცხადა რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა და მთავრობის მმართველის ამჟამინდელმა მოადგილემ გენადი ონიშენკომ.
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.