მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრძოლა წესების გარეშე" ავტოგაზის ბაზარზე?!
"ბრძოლა წესების გარეშე" ავტოგაზის ბაზარზე?!

ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის ბაზ­რის შემ­დეგ, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო ავ­ტო­გა­ზის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს. ამის მი­ზე­ზი კი შარ­შან აგ­ვის­ტო­სა და დე­კემ­ბერ­ში ყვე­ლა ავ­ტო­გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ფა­სე­ბის ერ­თდრო­უ­ლად და ერ­თნა­ი­რად მო­მა­ტე­ბა გახ­და. კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­ა­გენ­ტო­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ, თუმ­ცა ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა სქე­მით მუ­შა­ო­ბენ ავ­ტო­გა­ზის რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი ბა­ზარ­ზე.

იმ ფონ­ზე, როცა ბენ­ზი­ნი წლი­დან წლამ­დე ძვირ­დე­ბო­და, ავ­ტომფლო­ბე­ლებს მან­ქა­ნე­ბი გაზ­ზე სულ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად გა­დაჰ­ყავ­დათ და ავ­ტო­გა­ზის მოხ­მა­რე­ბაც იზ­რდე­ბო­და. შარ­შან­დელ აგ­ვის­ტომ­დე ავ­ტო­გა­ზის ფასი ბენ­ზინ­ზე საგ­რძნობ­ლად და­ბა­ლი და რაც მთა­ვა­რია, სტა­ბი­ლუ­რი იყო - სა­შუ­ა­ლოდ 1,10 ლარი 1 კუბმ-ზე. სა­ვაჭ­რო ქსე­ლი აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბო­და და დღეს ბა­ზარ­ზე 200-მდე გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, რომ­ლე­ბიც 70-მდე კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნის. მათ შო­რის ისე­თე­ბიც არი­ან, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ 1 სად­გუ­რი ჰქონ­დეს. სად­გუ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% გაზს "სო­კა­რის­გან" ყი­დუ­ლობს. მცი­რე ნა­წილს კი გაზი სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით რუ­სუ­ლი გა­ზის სომ­ხეთ­ში ტრან­ზი­ტი­დან რჩე­ბა. თუმ­ცა, რა გზით და ვისი სა­შუ­ა­ლე­ბით, ეს სხვა სტა­ტი­ის თე­მაა.

რო­გორც გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბა­ზარ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი "იდი­ლია" მას შემ­დეგ და­ირ­ღვა, რაც "სო­კარ­მა" თა­ვი­სი შვი­ლო­ბი­ლი სად­გუ­რე­ბის­თვის გა­ზის უფრო და­ბალ ფა­სად მი­წო­დე­ბა და­ი­წყო და ამით სხვე­ბი არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ, "სო­კა­რი­სა" და სხვა გაზ­გა­სა­მართ სად­გუ­რებს შო­რის ფას­თა სხვა­ო­ბა 1 კუბმ-ზე სა­შუ­ა­ლოდ 7-8 თეთ­რი იყო, ხოლო "სო­კა­რის" მხრი­დან სხვა­დას­ხვა მარ­კე­ტინ­გუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­ო­ბა 10 თეთ­რსაც კი აღ­წევ­და. ვი­თა­რე­ბა შარ­შან აგ­ვის­ტო­ში შე­იც­ვა­ლა, როცა ავ­ტო­გა­ზის ფასი 5 თეთ­რით გა­ი­ზარ­და და შემ­ცირ­და ფას­თა სხვა­ო­ბა "სო­კარ­სა" და სხვა ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებს შო­რის. მას შემ­დეგ ფას­მა კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­მა­ტა - ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 თეთ­რით. დღეს 1 კუბმ გაზი 1,25 ლარი ღირს და "სო­კარ­თან" შე­და­რე­ბით ფას­თა სხვა­ო­ბა მხო­ლოდ 1-2 თეთ­რია. მცი­რე სად­გუ­რე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­სის ზრდა ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში, როცა ფას­მა პირ­ვე­ლად მო­ი­მა­ტა, 1 დო­ლა­რის ფასი 1,72-1,73 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და და არა­თუ არ გაზ­რდი­ლა, ივ­ლის­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო კი­დეც.

ბექა კე­მუ­ლა­რია, "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა": "კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ მოკ­ვლე­ვა ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო. მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ავ­ტო­გა­ზის კომ­პა­ნი­ებ­მა 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის"კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეს. მათ შო­რის ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ­მა შე­თან­ხმე­ბამ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცია შე­ზღუ­და, ამას კი სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვის ფა­სის პირ­და­პირ დად­გე­ნა - გაზ­რდა მოჰ­ყვა. თით­ქმის ყვე­ლამ სა­ცა­ლო ფასი 5 თეთ­რით გა­ზარ­და. თა­ნაც მა­შინ ფა­სის ზრდის­თვის სხვა მი­ზე­ზე­ბი არ არ­სე­ბობ­და, ფა­სებს არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მო­უ­მა­ტია. შემ­დეგ გაძ­ვი­რე­ბა ნო­ემ­ბერ­ში გან­მე­ორ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ფა­სე­ბი 10 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. სა­ა­გენ­ტომ ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მი­იჩ­ნია და მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"ბრძოლა წესების გარეშე" ავტოგაზის ბაზარზე?!

"ბრძოლა წესების გარეშე" ავტოგაზის ბაზარზე?!

ბენზინისა და დიზელის ბაზრის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ავტოგაზის რეალიზატორი კომპანიების საქმიანობას სწავლობს. ამის მიზეზი კი შარშან აგვისტოსა და დეკემბერში ყველა ავტოგაზგასამართ სადგურზე ფასების ერთდროულად და ერთნაირად მომატება გახდა. კვლევის დასრულებამდე სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა სქემით მუშაობენ ავტოგაზის რეალიზატორები ბაზარზე.

იმ ფონზე, როცა ბენზინი წლიდან წლამდე ძვირდებოდა, ავტომფლობელებს მანქანები გაზზე სულ უფრო ინტენსიურად გადაჰყავდათ და ავტოგაზის მოხმარებაც იზრდებოდა. შარშანდელ აგვისტომდე ავტოგაზის ფასი ბენზინზე საგრძნობლად დაბალი და რაც მთავარია, სტაბილური იყო - საშუალოდ 1,10 ლარი 1 კუბმ-ზე. სავაჭრო ქსელი აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ბაზარზე 200-მდე გაზგასამართი სადგურია, რომლებიც 70-მდე კომპანიას ეკუთვნის. მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც შეიძლება მხოლოდ 1 სადგური ჰქონდეს. სადგურების დაახლოებით 90% გაზს "სოკარისგან" ყიდულობს. მცირე ნაწილს კი გაზი საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტიდან რჩება. თუმცა, რა გზით და ვისი საშუალებით, ეს სხვა სტატიის თემაა.

როგორც გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლები ამბობენ, ბაზარზე კომერციული "იდილია" მას შემდეგ დაირღვა, რაც "სოკარმა" თავისი შვილობილი სადგურებისთვის გაზის უფრო დაბალ ფასად მიწოდება დაიწყო და ამით სხვები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. დაახლოებით 1 წლის წინ, "სოკარისა" და სხვა გაზგასამართ სადგურებს შორის ფასთა სხვაობა 1 კუბმ-ზე საშუალოდ 7-8 თეთრი იყო, ხოლო "სოკარის" მხრიდან სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზების შემთხვევაში, სხვაობა 10 თეთრსაც კი აღწევდა. ვითარება შარშან აგვისტოში შეიცვალა, როცა ავტოგაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და შემცირდა ფასთა სხვაობა "სოკარსა" და სხვა ავტოგასამართ სადგურებს შორის. მას შემდეგ ფასმა კიდევ რამდენჯერმე მოიმატა - ჯამში, დაახლოებით, 15 თეთრით. დღეს 1 კუბმ გაზი 1,25 ლარი ღირს და "სოკართან" შედარებით ფასთა სხვაობა მხოლოდ 1-2 თეთრია. მცირე სადგურების მფლობელები ამბობენ, რომ ფასის ზრდა ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. თუმცა 2014 წლის აგვისტოში, როცა ფასმა პირველად მოიმატა, 1 დოლარის ფასი 1,72-1,73 ლარის ფარგლებში მერყეობდა და არათუ არ გაზრდილა, ივლისთან შედარებით შემცირებული იყო კიდეც.

ბექა კემულარია, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება": "კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა ჩვენი განცხადების საფუძველზე დაიწყო. მიგვაჩნდა, რომ ავტოგაზის კომპანიებმა 2014 წლის აგვისტოში კონკურენციის"კანონი დაარღვიეს. მათ შორის ჰორიზონტალურმა შეთანხმებამ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდა, ამას კი საცალო გაყიდვის ფასის პირდაპირ დადგენა - გაზრდა მოჰყვა. თითქმის ყველამ საცალო ფასი 5 თეთრით გაზარდა. თანაც მაშინ ფასის ზრდისთვის სხვა მიზეზები არ არსებობდა, ფასებს არც საერთაშორისო ბაზარზე მოუმატია. შემდეგ გაძვირება ნოემბერში განმეორდა და ფაქტობრივად, ფასები 10 თეთრით გაიზარდა. სააგენტომ ჩვენი განცხადება საფუძვლიანად მიიჩნია და მოკვლევა დაიწყო".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია