საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უყურადღებოდ დარჩენილი ქართული კურორტები
უყურადღებოდ დარჩენილი ქართული კურორტები

სა­ქარ­თვე­ლო ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი, კლი­მა­ტუ­რი, მთის და ზღვის კუ­რორ­ტე­ბით მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა. ქვე­ყა­ნა­ში სულ 100-ზე მეტი კუ­რორ­ტია, თუმ­ცა მათი დიდი ნა­წი­ლი უყურ­დღე­ბო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ.

ტუ­რო­პე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ია თა­ბა­გა­რის თქმით, კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის პირ­ველ რიგ­ში სა­ჭი­როა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­მარ­თვა. "მთა­ვა­რია ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო, სა­ნა­ხა­ო­ბა და კომ­ფორ­ტი. სა­ნა­ხა­ო­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ დამ­სვე­ნე­ბელს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს. ვი­ზი­ტორს არ უნდა ჰქონ­დეს იმის შიში, რომ წყა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, ან გა­რე­მო არ არის სუფ­თა", - ამ­ბობს ია თა­ბა­გა­რი.

მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კუ­რორტ მან­გლის­საც, რო­მე­ლიც მდი­და­რია არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბით. მან­გლი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია მა­ის­ში, რო­დე­საც ფიჭ­ვი ყვა­ვი­ლობს. გარ­და ამი­სა, მან­გლი­სი თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ამი­ტო­მაც მსურ­ველს დე­და­ქა­ლა­ქი­დან შა­ბათ-კვი­რა­საც შე­უძ­ლია ჩას­ვლა. თუმ­ცა, არც მან­გლის­შია შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ამ კუ­რორტზე არც სას­ტუმ­რო­ე­ბი და არც კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბია. გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ მან­გლის­ში არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა იმი­სათ­ვის, რომ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მი­ე­ზი­დათ. უფრო მე­ტიც, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჩი­ვი­ან, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­უ­ა­რეს­და. "პირ­ველ რიგ­ში გვაქვს წყლის და გა­ზის პრობ­ლე­მა. წელს სე­ზო­ნი ჩა­ვარ­და, ხალ­ხი აღარ ამო­ვი­და, იმის გამო, რომ წყნე­თის გზა­ზე მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ამის გამო გა­ზიც არ გვაქვს, ასე­ვე დამ­სვე­ნე­ბელს უწევს სხვა უფრო გრძე­ლი და ცუდი გზით ჩა­მოს­ვლა. სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით. ადრე კა­რუ­სე­ლე­ბი ამოჰ­ქონ­დათ და პარკში დგამ­დნენ. წელს ეგე­ნიც აღარ ამო­უ­ტა­ნი­ათ", - ამ­ბობს მან­გლი­სის მკვიდ­რი თალი სუ­ლე­ი­მა­ნაშ­ვი­ლი.

გა­უ­მარ­თავ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე სა­უბ­რო­ბენ შოვ­შიც. "პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­კეთ­დეს გზა. ჰა­ე­რი უნი­კა­ლუ­რია. აქ ერ­თად ხა­რობს ნაძ­ვი, ფიჭ­ვი და სოჭი. აქ არის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი, ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა, ასე­თი კუ­რორ­ტე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ასე ერ­თად იყოს თავ­მოყ­რი­ლი. ასეთ სიმ­დიდ­რეს არ აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას", - ამ­ბობს რა­ჭის მცხოვ­რე­ბი, გი­ორ­გი ხო­მა­სუ­რი­ძე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უყურადღებოდ დარჩენილი ქართული კურორტები

უყურადღებოდ დარჩენილი ქართული კურორტები

საქართველო ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის და ზღვის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყანაში სულ 100-ზე მეტი კურორტია, თუმცა მათი დიდი ნაწილი უყურდღებოდაა დარჩენილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ია თაბაგარის თქმით, კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის პირველ რიგში საჭიროა ინფრასტრუქტურის გამართვა. "მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სანახაობა და კომფორტი. სანახაობაში ვგულისხმობ იმას, რომ დამსვენებელს ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდეს. ვიზიტორს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ წყალი დაბინძურებულია, ან გარემო არ არის სუფთა", - ამბობს ია თაბაგარი.

მსგავსი პრობლემები აქვს თეთრიწყაროს რაიონში მდებარე კურორტ მანგლისსაც, რომელიც მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მანგლისი განსაკუთრებით პოპულარულია მაისში, როდესაც ფიჭვი ყვავილობს. გარდა ამისა, მანგლისი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ამიტომაც მსურველს დედაქალაქიდან შაბათ-კვირასაც შეუძლია ჩასვლა. თუმცა, არც მანგლისშია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კურორტზე არც სასტუმროები და არც კვების ობიექტებია. გზების რეაბილიტაციის შემდეგ მანგლისში არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ დამსვენებლები მიეზიდათ. უფრო მეტიც, ადგილობრივები ჩივიან, რომ მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წელია გაუარესდა. "პირველ რიგში გვაქვს წყლის და გაზის პრობლემა. წელს სეზონი ჩავარდა, ხალხი აღარ ამოვიდა, იმის გამო, რომ წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის გამო გაზიც არ გვაქვს, ასევე დამსვენებელს უწევს სხვა უფრო გრძელი და ცუდი გზით ჩამოსვლა. საერთოდ არაფერი გაკეთებულა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ადრე კარუსელები ამოჰქონდათ და პარკში დგამდნენ. წელს ეგენიც აღარ ამოუტანიათ", - ამბობს მანგლისის მკვიდრი თალი სულეიმანაშვილი.

გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ შოვშიც. "პირველ რიგში უნდა გაკეთდეს გზა. ჰაერი უნიკალურია. აქ ერთად ხარობს ნაძვი, ფიჭვი და სოჭი. აქ არის მინერალური წყლები, ლამაზი ბუნება, ასეთი კურორტები ფაქტობრივად არ არსებობს საქართველოში, სადაც ყველაფერი ასე ერთად იყოს თავმოყრილი. ასეთ სიმდიდრეს არ აქცევენ ყურადღებას", - ამბობს რაჭის მცხოვრები, გიორგი ხომასურიძე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს