პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ქალი, რომლის გამოც ამბროსოვიჩი ოჯახის დანგრევას აპირებდა
ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ქალი, რომლის გამოც ამბროსოვიჩი ოჯახის დანგრევას აპირებდა

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან"

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე იშ­ვი­ა­თად ვლა­პა­რა­კობ ან უფრო ზუს­ტად - თით­ქმის არას­დროს ვლა­პა­რა­კობ..." - იწყებს სა­უ­ბარს ჩემი მას­პინ­ძე­ლი, ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ანა-მა­რია კი­პა­რო­ი­ძე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი ეს­მის, რუ­სუ­ლად ამ­ჯო­ბი­ნებს თა­ვი­სი ტკი­ვი­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რად - "გზის" მკი­თხვე­ლის­თვის მო­ყო­ლას.

- ეს­პა­ნე­ლი ვარ, ვა­ლენ­სი­ი­დან და წლი­ნა­ხევ­რის ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს. 1938 წელს ეს­პა­ნეთ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო და დო­ლო­რეს იბა­რუ­რიმ (ეს­პა­ნე­თი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მუ­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის მოღ­ვა­წე - ავტ.) ყვე­ლა კო­მუ­ნის­ტის შვი­ლი აქ ჩა­მო­იყ­ვა­ნა. თურ­მე კი­სერ­ზე პა­ტა­რა დაფა მე­კი­და წარ­წე­რით - ანა მა­რია დი­ე­გოს - ეს ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი იყო. ასე მოვ­ხვდი კო­ჯრის უდედ­მა­მო ბავ­შვთა სახ­ლში. უბე­დუ­რი მა­მა­ჩე­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი გვა­რით მე­ძებ­და, მაგ­რამ მე ხომ გვა­რი გა­მო­მიც­ვა­ლეს! - კო­ჯრის ბავ­შვთა სახ­ლი­დან გრი­გოლ იო­სე­ბის ძე კი­პა­რო­ი­ძის ოჯახ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნა. ეს კაცი სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის აგი­ტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მისი ცოლი გვა­რად მი­რო­ნო­ვა გახ­ლდათ, რუსი მსა­ხი­ო­ბის, ან­დრეი მი­რო­ნო­ვის დე­დის - მა­რი­ას ღვიძ­ლი და.

კი­პა­რო­ი­ძეს და მი­რო­ნო­ვას შვი­ლი არ ჰყავ­დათ და გრი­გოლ იო­სე­ბის ძემ გა­და­წყვი­ტა, შვი­ლი კო­ჯრის ბავ­შვთა სახ­ლი­დან აეყ­ვა­ნათ. მას ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბის სია ჰქონ­და, გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რა და მე­უღ­ლეს და­ა­ვა­ლა, ადი კო­ჯორ­ში და ერთი ბავ­შვი შე­არ­ჩიე - მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, გო­გო­ნა იქ­ნე­ბა თუ ვაჟი. იქი­დან უბავ­შვოდ არ დაბ­რუნ­დე, თო­რემ გპირ­დე­ბი, ში­ნი­დან წა­ვა­ლო. ბავ­შვთა სახ­ლის დი­რექ­ტორს მი­რო­ნო­ვას­თვის უთ­ქვამს ჩემ­ზე: ეს ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნეთ, აქ დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებს, მოკ­ვდე­ბაო. იმ ბავ­შვებ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მე ვი­ყა­ვი და ალ­ბათ ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მშობ­ლე­ბის გა­რე­შე. ამი­ტომ მი­რო­ნო­ვამ მე ამირ­ჩია.

ოჯახ­ში ხორ­ცის კერძს რომ აკე­თებ­დნენ, პირს არ ვა­კა­რებ­დი (სხვა­თა შო­რის, ხორ­ცის გემო დღემ­დე არ ვიცი; არც შა­ქა­რი გა­მი­სინ­ჯავს ოდეს­მე, პრინ­ციპ­ში, ძა­ლი­ან ცო­ტას ვჭამ და ლუ­დის გარ­და, არა­ნა­ირ ალ­კოჰო­ლურ სას­მელს არ ვი­ღებ, ღვი­ნო და არა­ყი ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მი­სინ­ჯავს). რო­გორც ჩანს, კი­პა­რო­ი­ძეს შე­ე­შინ­და, ბავ­შვს რა­ი­მე ხომ არ სჭირ­სო და ექიმ­თა­ნაც კი წა­მიყ­ვა­ნა გა­მოკ­ვლე­ვა­ზე. სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვდნენ, რომ არა­ფე­რიც არ მჭირ­და და ჩემი ორ­გა­ნიზ­მი ყვე­ლა­ნა­ირ საკ­ვებს ვერ იღებ­და.

- ვცხოვ­რობ­დით ვე­რა­ზე, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის (ახ­ლან­დე­ლი ზან­დუ­კე­ლის ქუჩა - ავტ.) 11 ნო­მერ­ში. 3 ნო­მერ­ში სა­ცო­და­ვი მე­რაბ კოს­ტა­ვა ცხოვ­რობ­და, უნი­ჭი­ე­რე­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, მას­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი, მის დე­დას­თა­ნაც - ლი­ზას­თან, რო­მე­ლიც ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბო­და ხოლ­მე ყა­ვა­ზე, თან და­ა­ყო­ლებ­და: რა გოგო ხარ, ნე­ტავ, ჩემ­მა შვილ­მა შენ­ნა­ი­რი კარ­გი გოგო შე­ირ­თოს ცო­ლა­დო (იცი­ნის). ასე­ვე, ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თა­ნაც. ჩვენს მე­ზობ­ლად, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის 7 ნო­მერ­ში ცხოვ­რობ­და ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი კოკა იგ­ნა­ტო­ვი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 9 ნო­მერ­ში კი - ფეხ­ბურ­თე­ლი დათო ყი­ფი­ა­ნი, მისი მამა ყელ­ყურ­ცხვი­რის ექი­მი იყო, თავი მო­იკ­ლა... ხომ ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მახ­სოვს... ალ­ბათ, ამ უნა­რით ღმერ­თმა და­მა­ჯილ­დო­ვა (იღი­მის)!

- ქვეც­ნო­ბი­ე­რად ალ­ბათ დარ­დობ­დით ღვიძლ დედ-მა­მა­ზე... ახალ გა­რე­მოს რო­გორ შე­ე­გუ­ეთ?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ნა­ხეთ ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვიუ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ქალი, რომლის გამოც ამბროსოვიჩი ოჯახის დანგრევას აპირებდა

ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ქალი, რომლის გამოც ამბროსოვიჩი ოჯახის დანგრევას აპირებდა

ჟურნალ "გზის" არქივიდან"

"ჩემს ცხოვრებაზე იშვიათად ვლაპარაკობ ან უფრო ზუსტად - თითქმის არასდროს ვლაპარაკობ..." - იწყებს საუბარს ჩემი მასპინძელი, ასაკოვანი ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძე და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესმის, რუსულად ამჯობინებს თავისი ტკივილიანი ცხოვრების ექსკლუზიურად - "გზის" მკითხველისთვის მოყოლას.

- ესპანელი ვარ, ვალენსიიდან და წლინახევრის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამომიყვანეს. 1938 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და დოლორეს იბარურიმ (ესპანეთისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე - ავტ.) ყველა კომუნისტის შვილი აქ ჩამოიყვანა. თურმე კისერზე პატარა დაფა მეკიდა წარწერით - ანა მარია დიეგოს - ეს ჩემი სახელი და გვარი იყო. ასე მოვხვდი კოჯრის უდედმამო ბავშვთა სახლში. უბედური მამაჩემი წლების განმავლობაში თავისი გვარით მეძებდა, მაგრამ მე ხომ გვარი გამომიცვალეს! - კოჯრის ბავშვთა სახლიდან გრიგოლ იოსების ძე კიპაროიძის ოჯახმა წამომიყვანა. ეს კაცი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ცოლი გვარად მირონოვა გახლდათ, რუსი მსახიობის, ანდრეი მირონოვის დედის - მარიას ღვიძლი და.

კიპაროიძეს და მირონოვას შვილი არ ჰყავდათ და გრიგოლ იოსების ძემ გადაწყვიტა, შვილი კოჯრის ბავშვთა სახლიდან აეყვანათ. მას ესპანეთიდან ჩამოყვანილი ბავშვების სია ჰქონდა, გადაათვალიერა და მეუღლეს დაავალა, ადი კოჯორში და ერთი ბავშვი შეარჩიე - მნიშვნელობა არ აქვს, გოგონა იქნება თუ ვაჟი. იქიდან უბავშვოდ არ დაბრუნდე, თორემ გპირდები, შინიდან წავალო. ბავშვთა სახლის დირექტორს მირონოვასთვის უთქვამს ჩემზე: ეს ბავშვი წაიყვანეთ, აქ დიდხანს ვერ გაძლებს, მოკვდებაო. იმ ბავშვებში ყველაზე პატარა მე ვიყავი და ალბათ ძალიან მიჭირდა მშობლების გარეშე. ამიტომ მირონოვამ მე ამირჩია.

ოჯახში ხორცის კერძს რომ აკეთებდნენ, პირს არ ვაკარებდი (სხვათა შორის, ხორცის გემო დღემდე არ ვიცი; არც შაქარი გამისინჯავს ოდესმე, პრინციპში, ძალიან ცოტას ვჭამ და ლუდის გარდა, არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არ ვიღებ, ღვინო და არაყი ცხოვრებაში არ გამისინჯავს). როგორც ჩანს, კიპაროიძეს შეეშინდა, ბავშვს რაიმე ხომ არ სჭირსო და ექიმთანაც კი წამიყვანა გამოკვლევაზე. საბოლოოდ მიხვდნენ, რომ არაფერიც არ მჭირდა და ჩემი ორგანიზმი ყველანაირ საკვებს ვერ იღებდა.

- ვცხოვრობდით ვერაზე, ივანე ჯავახიშვილის (ახლანდელი ზანდუკელის ქუჩა - ავტ.) 11 ნომერში. 3 ნომერში საცოდავი მერაბ კოსტავა ცხოვრობდა, უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანი, მასთან ძალიან ვმეგობრობდი, მის დედასთანაც - ლიზასთან, რომელიც ხშირად მეპატიჟებოდა ხოლმე ყავაზე, თან დააყოლებდა: რა გოგო ხარ, ნეტავ, ჩემმა შვილმა შენნაირი კარგი გოგო შეირთოს ცოლადო (იცინის). ასევე, ძალიან ვმეგობრობდი ზვიად გამსახურდიასთანაც. ჩვენს მეზობლად, ჯავახიშვილის 7 ნომერში ცხოვრობდა ცნობილი მხატვარი კოკა იგნატოვი, რომელიც საფრანგეთში გარდაიცვალა, 9 ნომერში კი - ფეხბურთელი დათო ყიფიანი, მისი მამა ყელყურცხვირის ექიმი იყო, თავი მოიკლა... ხომ ხედავთ, ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს... ალბათ, ამ უნარით ღმერთმა დამაჯილდოვა (იღიმის)!

- ქვეცნობიერად ალბათ დარდობდით ღვიძლ დედ-მამაზე... ახალ გარემოს როგორ შეეგუეთ?

განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ვიდეოინტერვიუ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია