პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შემცირდა თხილის ფასი გურიაში
რატომ შემცირდა თხილის ფასი გურიაში

რო­გო­რი იქ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის სე­ზონ­ზე ქარ­თუ­ლი თხი­ლის ფასი - ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა თხი­ლის ექ­სპორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ებს უჭირთ. მო­სავ­ლის შე­მოს­ვლის დღემ­დე თხი­ლის შე­სას­ყი­დი ფასი გუ­რი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა. თხი­ლით ვაჭ­რო­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად კი­ლოგ­რამ­ზე 6 ლა­რი­დან და­ი­წყო, მა­ლე­ვე 3 ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და. ხოლო ახლა ბერ­ძუ­ლას სა­ხე­ო­ბის თხი­ლი 4 ლარი და 50 თეთ­რი ღირს, გულ­შიშ­ვე­ლას ფასი კი ოზურ­გე­თის თხი­ლის მიმ­ღებ პუნ­ქტებ­ში 4 ლა­რია.

გლე­ხებს თხილ­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რი ვარ­დნა სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნი­ათ და ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ანუ თხი­ლის ექპორ­ტი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში თან­ხმდე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თხი­ლის შე­სას­ყიდ ფას­ზე და მას ხე­ლოვ­ნუ­რად აგ­დე­ბენ.

"მა­ფია ჩა­ერ­თო ბიზ­ნეს­ში და და­აგ­დეს ფასი, აბა 6 ლარი თუ ღირ­და ორი კვი­რის წინ, 4 ლარ­ზე რა­ტომ ჩა­მო­ვი­და ფასი?! გლე­ხის ნაშ­რომ­ზე ესე­ნი მი­ლი­ო­ნებს მო­ი­გე­ბენ, ეს ასე იყო ყო­ველ­თვის", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რო­გორც გუ­რუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, და­ბა­ლი ფასი თხილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­და. გლე­ხე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი რამ სე­ზონ­ზე ხში­რად ხდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მო­სა­ვა­ლი ჯერ სრუ­ლად არ აუ­ღი­ათ. ახლა სწო­რედ ის დროა, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თხი­ლის შე­ძე­ნა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გლე­ხე­ბი ში­შო­ბენ, რომ მა­ღა­ლი სა­ბაზ­რო ფასი თხილ­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, ის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ამ თა­ვის ინ­ტე­რე­სებს მო­არ­გოს.

"6 ლარი ღირ­და და უცებ და­უ­გეს ფასი. თხი­ლი ბევ­რი გვაქვს და ვი­ნა­ი­დან მუ­შა­ხე­ლის და­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა გვაქვს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვაგ­რო­ვებთ მო­სა­ვალს. წელს ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, მაგ­რამ მზემ მო­ხა­ლა და ფუჭ­დე­ბა. ვი­საც უჭირს, მა­ინც ყი­დის თხილს და­ბალ ფა­სად, ვი­საც არა და ფა­სის აწე­ვას ელო­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 60-80%-ით მეტ თხი­ლის მო­სა­ვალს ელო­დე­ბი­ან, ვიდ­რე გა­სულ წელს. რო­გორც თხი­ლის ექ­სპორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მიშა ხო­მე­რი­კი აცხა­დებს, წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით საკ­მა­ოდ კარ­გი მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ხო­მე­რი­კის თქმით, ამ დრო­ი­სათ­ვის სა­ექ­სპორ­ტო თხი­ლის სა­ბო­ლოო ფასი დად­გე­ნი­ლი არ არის, რად­გა­ნაც ფა­სის ფორ­მი­რე­ბა ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თხი­ლის ფასს თურ­ქე­თის ბა­ზა­რი გან­სა­ზღვრავს და სწო­რედ თურ­ქეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა ეღი­რე­ბა თხი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.

იხი­ლეთ ვრცლად

guriismoambe.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რატომ შემცირდა თხილის ფასი გურიაში

რატომ შემცირდა თხილის ფასი გურიაში

როგორი იქნება მიმდინარე წლის სეზონზე ქართული თხილის ფასი - ამის პროგნოზირება თხილის ექსპორტიორ კომპანიებს უჭირთ. მოსავლის შემოსვლის დღემდე თხილის შესასყიდი ფასი გურიაში რამდენჯერმე მკვეთრად შეიცვალა. თხილით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე თავდაპირველად კილოგრამზე 6 ლარიდან დაიწყო, მალევე 3 ლარზე ჩამოვიდა. ხოლო ახლა ბერძულას სახეობის თხილი 4 ლარი და 50 თეთრი ღირს, გულშიშველას ფასი კი ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებში 4 ლარია.

გლეხებს თხილზე ფასების მკვეთრი ვარდნა საეჭვოდ მიაჩნიათ და ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან კარტელურ გარიგებაზე საუბრობენ, ანუ თხილის ექპორტიორები ერთმანეთში თანხმდებიან მოსახლეობისგან თხილის შესასყიდ ფასზე და მას ხელოვნურად აგდებენ.

"მაფია ჩაერთო ბიზნესში და დააგდეს ფასი, აბა 6 ლარი თუ ღირდა ორი კვირის წინ, 4 ლარზე რატომ ჩამოვიდა ფასი?! გლეხის ნაშრომზე ესენი მილიონებს მოიგებენ, ეს ასე იყო ყოველთვის", - აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც გურულები ამბობენ, დაბალი ფასი თხილზე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა. გლეხები ამბობენ, რომ ასეთი რამ სეზონზე ხშირად ხდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავალი ჯერ სრულად არ აუღიათ. ახლა სწორედ ის დროა, როცა მოსახლეობისგან თხილის შეძენა ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს. გლეხები შიშობენ, რომ მაღალი საბაზრო ფასი თხილზე დიდი ხნის განმავლობაში არ შენარჩუნდება და შესაძლოა, ის რამდენიმე კომპანიამ თავის ინტერესებს მოარგოს.

"6 ლარი ღირდა და უცებ დაუგეს ფასი. თხილი ბევრი გვაქვს და ვინაიდან მუშახელის დაქირავების საშუალება არა გვაქვს, ოჯახის წევრები დამოუკიდებლად ვაგროვებთ მოსავალს. წელს ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა, მაგრამ მზემ მოხალა და ფუჭდება. ვისაც უჭირს, მაინც ყიდის თხილს დაბალ ფასად, ვისაც არა და ფასის აწევას ელოდება", - აცხადებენ ადგილობრივები.

წელს საქართველოში 60-80%-ით მეტ თხილის მოსავალს ელოდებიან, ვიდრე გასულ წელს. როგორც თხილის ექსპორტიორთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, მიშა ხომერიკი აცხადებს, წელს საქართველოში შარშანდელთან შედარებით საკმაოდ კარგი მოსავალი იქნება. ხომერიკის თქმით, ამ დროისათვის საექსპორტო თხილის საბოლოო ფასი დადგენილი არ არის, რადგანაც ფასის ფორმირება ახლა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, თხილის ფასს თურქეთის ბაზარი განსაზღვრავს და სწორედ თურქეთზეა დამოკიდებული, თუ რა ეღირება თხილი საერთაშორისო ბაზარზე.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა