საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარძიაში 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს
ვარძიაში 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს

ვარ­ძი­ის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე, ორი ახა­ლი ია­რუ­სი და მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი 10 ახა­ლი ქვა­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­წყე­ბუ­ლი ვარ­ძი­ის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის 5-წლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და. აღ­მო­ჩე­ნა ვარ­ძი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­თან, ნი­კო­ლოზ ან­თი­ძეს­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი ქვა­ბუ­ლე­ბი­დან ორი დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პი­საა, რომ­ლე­ბიც სა­ცხოვ­რე­ბელ და სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ.

"ერთ-ერ­თში უძ­ვე­ლე­სი თო­ნის ნაშ­თე­ბიც იკ­ვე­თე­ბა. ასე­ვე ფიქ­სირ­დე­ბა უძ­ვე­ლე­სი სა­თავ­სო­ე­ბი და ქვევ­რე­ბი, სა­დაც ერთი ათე­უ­ლი სა­უ­კუ­ნის წინ ღვი­ნოს და მარ­ცვლე­ულ კულ­ტუ­რას ინა­ხავ­დნენ. სამ­რეკ­ლოს მიმ­დე­ბა­რედ და­წყე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ქვა­ბუ­ლის კვლე­ვი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლია მო­ჭი­ქუ­ლი და მო­უ­ჭი­ქა­ვი კე­რა­მი­კის ჭურ­ჭე­ლი - ფი­ა­ლა, ქო­თა­ნი, სარ­ქვე­ლე­ბი, რკი­ნის შუ­ბის პირი და გო­ძა­ლი, რო­მელ­საც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი XIII-XIV სა­უ­კუ­ნით ათა­რი­ღე­ბენ", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ვარ­ძი­ა­ში და­წყე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვი­თი და სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ფუძ­ვლად და­ე­დე­ბა ვარ­ძი­ის მე­ნე­ჯმენტ გეგ­მის მომ­ზა­დე­ბას და ძეგლის იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში სრულ­ფა­სო­ვან წარ­დგე­ნას. ვარ­ძი­ის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის პროგ­რა­მა დღეს ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი და მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც კლდის და კედ­ლის მხატ­ვრო­ბის სტრუქ­ტუ­რის კვლე­ვი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის გარ­და, მო­ი­ცავს ძეგლის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვას და თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას.

"ვარ­ძია არის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ფი­ნანსდე­ბა. პროგ­რა­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობს კლდის კვლე­ვის, გა­მაგ­რე­ბი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით კლა­უ­დიო მარ­გო­ტი­ნი, კედ­ლის მხატ­ვრო­ბის კვლე­ვი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - დე­ვი­და პარ­კი (ინ­გლი­სის კურ­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ნანა კუპ­რაშ­ვი­ლი - სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია), არ­ქე­ო­ლო­გი შოთა ირე­მაშ­ვი­ლი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი და კომ­პა­ნია "არ­ქი­ტექ­სი".

ვარ­ძი­ის მუ­ზე­უმ-ნაკ­რძა­ლი 1939 წელს შე­იქ­მნა, იმ დრო­ი­დან კომ­პლექ­სის კვლე­ვას სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში, კოტე მე­ლი­თა­უ­რი და გივი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­დე­ნენ, რომ­ლებ­მაც ვარ­ძი­ის შეს­წავ­ლას მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი მი­უ­ძღვნეს", - გან­მარ­ტა­ვენ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვარძიაში 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს

ვარძიაში 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს

ვარძიის ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, არქეოლოგიური კვლევის პირველივე ეტაპზე, ორი ახალი იარუსი და მასში განთავსებული 10 ახალი ქვაბული გამოვლინდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ვარძიის გადარჩენისა და განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაში შევიდა. აღმოჩენა ვარძიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ გამოკვეთილი ქვაბულებიდან ორი დარბაზული ტიპისაა, რომლებიც საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდნენ.

"ერთ-ერთში უძველესი თონის ნაშთებიც იკვეთება. ასევე ფიქსირდება უძველესი სათავსოები და ქვევრები, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ. სამრეკლოს მიმდებარედ დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლენილი ქვაბულის კვლევისას აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი - ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბის პირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ გეგმის მომზადებას და ძეგლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სრულფასოვან წარდგენას. ვარძიის გადარჩენისა და განვითარებისთვის პროგრამა დღეს ერთ-ერთი მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტია, რომელიც კლდის და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევისა და კონსერვაციის გარდა, მოიცავს ძეგლის არქეოლოგიურ კვლევას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

"ვარძია არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამას ხელმძღვანელობს კლდის კვლევის, გამაგრებისა და კონსერვაციის მიმართულებით კლაუდიო მარგოტინი, კედლის მხატვრობის კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით - დევიდა პარკი (ინგლისის კურტოს უნივერსიტეტი და ნანა კუპრაშვილი - სამხატვრო აკადემია), არქეოლოგი შოთა ირემაშვილი, ილიას უნივერსიტეტი და კომპანია "არქიტექსი".

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი 1939 წელს შეიქმნა, იმ დროიდან კომპლექსის კვლევას სხვადასხვა პერიოდში, კოტე მელითაური და გივი გაფრინდაშვილი ახორციელებდენენ, რომლებმაც ვარძიის შესწავლას მრავალი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნეს", - განმარტავენ კულტურის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია