მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
დავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩარ­მოთ­მე­ვის კი­დევ ერთი ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს, გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და შემ­დგომ­ში ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი:

2010 წლის აგ­ვის­ტო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში, თა­ვის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლო­ბით სარ­გებ­ლობ­და, გა­და­წყვი­ტა გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა თა­ვი­სი ბიზ­ნეს­გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი და ხელ­ში ჩა­ეგ­დო ფო­თის პორ­ტში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის და მშრა­ლი ტვირ­თე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც წლი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­გე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

იმ პე­რი­ოდ­ში, ხსე­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი იყ­ვნენ მამა-შვი­ლი: თა­მაზ და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე­ე­ბი, კერ­ძოდ, თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე ფლობ­დნენ კომ­პა­ნია BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ს, რო­მე­ლიც 2002 წლი­დან, სს "კორ­პო­რა­ცია ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ"-თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ეწე­ო­და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გე­მე­ბი­დან რკი­ნიგ­ზის ვა­გო­ნებ­ში გა­დატ­ვირ­თვას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დას კი წარ­მო­ად­გენ­და 10 წელი.

ასე­ვე, თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძი­სა და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძის წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნი­ლი იყო MISSION INVESTMENT LIMITED, რო­მე­ლიც მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და ფო­თის პორ­ტში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით და იღებ­და შე­მო­სა­ვალს ამ უფ­ლე­ბის გა­ცე­მის­თვის.

გარ­და ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი­სა, თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე, 2010 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, 52.5%-იან წილს ფლობ­და შ.პ.ს "მე­ტა­ლექსში", რო­მე­ლიც 2003 წლი­დან 2028 წლამ­დე იჯა­რით ფლობ­და ფო­თის პორ­ტის N5 ნავ­მი­სად­გომს, სა­ი­და­ნაც ახორ­ცი­ე­ლებ­და მშრა­ლი ტვირ­თე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას.

ეს იყო ნი­ჟა­რა­ძე­ე­ბის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში მო­ექ­ცა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2010 წლის 14 აგ­ვის­ტოს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, თბი­ლის­ში, ე.წ. პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში შეხ­ვდა ბიზ­ნეს­მენ თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძეს და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა ხსე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში მისი და მისი შვი­ლის კუთ­ვნი­ლი წი­ლე­ბის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ დათ­მო­ბა.

მო­თხოვ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2010 წლის 15 აგ­ვის­ტო­დან 17 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, თბი­ლის­ში, მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და მის გარე პე­რი­მეტრზე, უკა­ნო­ნოდ გან­ლაგ­და შსს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძეს არ აძ­ლევ­დნენ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ მას­ზე მუდ­მივ თვალ­ყურს და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას.

ხსე­ნე­ბუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფო­თის პორ­ტში ბიზ­ნე­სის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად, შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი აქ­ტი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და სო­დის ტყვე­ო­ბა­სა და მუდ­მივ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყოფ თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძეს­თან და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და მისი და მისი შვი­ლის კუთ­ვნი­ლი წი­ლე­ბის დათ­მო­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თვე­ვა­ში, კე­ზე­რაშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მის სახ­ლს არ და­ტო­ვებ­დნენ.

ვი­ნა­ი­დან, კე­ზე­რაშ­ვილს წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა ეჩ­ქა­რე­ბო­და, 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, მან შუ­ა­მავ­ლით სა­უ­ბარს, უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რა არ­ჩია და ისევ და ისევ ე.წ. "პიქ­სე­ლი"-ს შე­ნო­ბა­ში და­ბა­რე­ბულ თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძეს "სის­ხლის ტბე­ბის და­ყე­ნე­ბით" და­ე­მუქ­რა, თუკი ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­წარ­მო­ებ­ში კუთ­ვნილ წი­ლებს არ დათ­მობ­და.

ძა­ლა­დო­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად, კე­ზე­რაშ­ვი­ლის მუ­ქა­რი­დან რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში, თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძემ და მის­მა შვილ­მა ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძემ BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ში (100%), MISSION INVESTMENT LIMITED-ში (60.18%), ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით შ.პ.ს "მე­ტა­ლექსში" (52.5%) არ­სე­ბუ­ლი კუთ­ვნი­ლი წი­ლე­ბი, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა რა­მო­დე­ნი­მე ათე­ულ მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბო­და, უსას­ყიდ­ლოდ დათ­მეს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი, ობ­შო­რულ ზო­ნებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის DAVOR HOLDING LIMITED-ის, AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ისა და STEINLORD ENTERPRISES LLP-ის სა­სარ­გებ­ლოდ.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კვა­ლის შე­ნიღბვის მიზ­ნით, MISSION INVESTMENT LIMITED-ის წი­ლის გას­ხვი­სე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მი­ე­თი­თა, რომ თით­ქოს­და თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძემ და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძემ წი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღეს 6 000 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პრო­ექ­ტი, BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ის წი­ლის ნას­ყი­დო­ბის ფასი გა­ნი­სა­ზღვრა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად, ხოლო შ.პ.ს "მე­ტა­ლექ­სის" წი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბად გა­ნი­სა­ზღვრა 1050 ლარი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე­სა და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძეს ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად დათ­მო­ბი­ლი წი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მი­უ­ღი­ათ.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად, თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძე­სა და ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძეს მი­ად­გათ დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნებ­რი­ვი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 181-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ"ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

დავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.

"გამოძიებით დადგენილია შემდეგი:

2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.

იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ"-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი.

ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო MISSION INVESTMENT LIMITED, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის.

გარდა ზემოთხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს ,,მეტალექსში", რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.

ეს იყო ნიჟარაძეების ბიზნესი, რომელიც დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, აქედან გამომდინარე, 2010 წლის 14 აგვისტოს, დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.

მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ხსენებული დღეების განმავლობაში, ფოთის პორტში ბიზნესის ხელში ჩასაგდებად, შუამავლის მეშვეობით, დავით კეზერაშვილი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა სოდის ტყვეობასა და მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ თამაზ ნიჟარაძესთან და კატეგორიულად მოითხოვდა მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების დათმობას, წინააღმდეგ შემთვევაში, კეზერაშვილის გადმოცემით სამართალდამცავები მის სახლს არ დატოვებდნენ.

ვინაიდან, კეზერაშვილს წილების გადაფორმება ეჩქარებოდა, 2010 წლის სექტემბერში, მან შუამავლით საუბარს, უშუალო შეხვედრა არჩია და ისევ და ისევ ე.წ. ,,პიქსელი"-ს შენობაში დაბარებულ თამაზ ნიჟარაძეს ,,სისხლის ტბების დაყენებით" დაემუქრა, თუკი ეს უკანასკნელი საწარმოებში კუთვნილ წილებს არ დათმობდა.

ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამოდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ში (100%), MISSION INVESTMENT LIMITED-ში (60.18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს ,,მეტალექსში" (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების DAVOR HOLDING LIMITED-ის, AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ისა და STEINLORD ENTERPRISES LLP-ის სასარგებლოდ.

დანაშაულებრივი კვალის შენიღბვის მიზნით, MISSION INVESTMENT LIMITED-ის წილის გასხვისების ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოსდა თამაზ ნიჟარაძემ და ზურაბ ნიჟარაძემ წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი, BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, ხოლო შ.პ.ს ,,მეტალექსის" წილის ღირებულებად განისაზღვრა 1050 ლარი. სინამდვილეში კი თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს ძალადობის შედეგად დათმობილი წილების სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ მიუღიათ.

ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი და მორალური ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ"ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ