პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის ზოოპარკის ტერიტორია საშიში გახდა" - ასტროლოგი ტრაგედიაზე
"თბილისის ზოოპარკის ტერიტორია საშიში გახდა" - ასტროლოგი ტრაგედიაზე

გა­სუ­ლი კვი­რის მოვ­ლე­ნე­ბი­დან მი­ღე­ბულ შოკს ალ­ბათ მო­სახ­ლე­ო­ბა დიდ­ხანს ვერ და­ი­ვი­წყებს. ტრა­გე­დი­ას გმი­რე­ბი ჰყავს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჰყავს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ ას­ტრო­ლოგ და­ვით ბუ­ტი­კაშ­ვი­ლის თქმით, რთუ­ლი იყო ვინ­მეს ეწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ სამ­სა­ა­თი­ა­ნი წვი­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრში ამ­ხე­ლა კა­ტას­ტრო­ფას გა­მო­იწ­ვევ­და. თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს და ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, მისი აზ­რით, იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის უნდა ვე­ძე­ბოთ, რო­მელ­თაც თა­ვის დრო­ზე ზო­ო­პარ­კის სი­ახ­ლო­ვეს გზა გაჭ­რეს...

- რო­დე­საც სტი­ქია მოხ­და, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა გავ­ხსე­ნი და ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბის ძი­ე­ბა და­ვი­წყე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ დღეს მზე და მარ­სი ტყუ­პე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში შე­უ­ერ­თდნენ ერ­თმა­ნეთს და შავ მთვა­რეს­თან კვად­რა­ტი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით არ გა­დაგღ­ლით, მარ­ტი­ვი ენით რომ ვთქვათ, ამ დროს პრობ­ლე­მე­ბი მო­დის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­გან. ეს არის ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბით. მე შე­მეძ­ლო, ეს ად­რეც მე­ნა­ხა, მაგ­რამ ამას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რად­გან თბი­ლის­ში ბევ­რი ქუჩა და სახ­ლია არას­წო­რად დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და ეს ნაღ­მე­ბი იქ დევს. კონ­კრე­ტუ­ლად სად მოხ­დე­ბო­და, ამას ვე­რა­ვინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, მაგ­რამ ზუს­ტად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არ არის ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა. ეს ადა­მი­ა­ნის ფაქ­ტორ­მა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა გა­ნა­პი­რო­ბა. ამ პრობ­ლე­მამ სა­ხელ­მწი­ფოს რა­ღაც უნდა ას­წავ­ლოს, რომ მსგავ­სი აღარ გა­მე­ორ­დეს.

- უბე­დუ­რე­ბე­ბის სე­რია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და...

- ტრა­გე­დია მოხ­და ზო­ო­პარ­კი­დან გაქ­ცე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც კარ­გად ვერ დათ­ვა­ლეს ცხო­ვე­ლე­ბი და ნა­წი­ლი გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა. ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რიც იმა­ვეს ამ­ბობ­და. ეს კი­დევ მო­რი­გი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. თან, გაქ­ცე­უ­ლი ვე­ფხვი უფრო სა­ხი­ფა­თოა, ვიდ­რე ლომი, რად­გან მას შე­უძ­ლია, დღე­ე­ბით ჩა­უ­საფ­რდეს ადა­მი­ანს. კი­დევ ერთი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ამ­ჯე­რად სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნა კი­ნო­ლო­გი­ის სამ­სა­ხურს ძაღ­ლე­ბი და მათი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ე­ძებ­ნათ გარ­დაც­ვლი­ლე­ბიც და ცხო­ვე­ლე­ბიც. გზა ისე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ სამ­სა­ა­თი­ან­მა წვი­მამ კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვია. ეს ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა და იმე­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლის. თუ ამას არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უა­რე­სი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­დეს. პა­სუ­ხი ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვემ უნდა აგოს, თო­რემ სი­ტუ­ა­ცია ისევ ასე­თი იქ­ნე­ბა.

- პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია თუ შე­იც­ვლე­ბა?

- აუ­ცი­ლებ­ლად, 12 აგ­ვის­ტომ­დე ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა, რაც შემ­დეგ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს. თუ ამ საქ­მე­ზე ვინ­მემ პა­სუ­ხი არ აგო, კა­ტას­ტრო­ფე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ვა, ვინ იმ­სა­ხუ­რებს თა­ნამ­დე­ბო­ბას და ვინ - არა. ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოჩ­ნდა კახი კა­ლა­ძე, სტი­ქი­ის მი­უ­ხე­და­ვად, არ ყო­ფი­ლა ენერ­გე­ტი­კუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა. მან და­ამ­ტკი­ცა, რომ საქ­მე იცის. და­ნარ­ჩე­ნებ­ზე რა გი­თხრათ... ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში კა­ტას­ტრო­ფის დროს უდი­დეს როლს თა­მა­შობს კი­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და ჩვენ­თან რა­ტომ მოხ­და სხვა­ნა­ი­რად, არ ვიცი. იმა­საც კი ამ­ბო­ბენ, მერე რა, ია­პო­ნი­ა­ში ცუ­ნა­მი იყოო. რა შე­და­რე­ბაა, იქ ცუ­ნა­მი იყო და ჩვენ­თან სამ­სა­ა­თი­ან წვი­მას ხომ ხე­დავთ, რა მოჰ­ყვა. სა­ნამ დროა, მთავ­რო­ბამ შე­ნო­ბებს უნდა გა­და­ხე­დოს, შე­ა­მოწ­მონ, გა­უძ­ლე­ბენ თუ არა მი­წისძვრას.

- ლა­რის კურსს რა ბედი ეწე­ვა?

- ცვა­ლე­ბა­დო­ბის პე­რი­ო­დი სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, შემ­დეგ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და მთე­ლი ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი და­ე­მარ­თე­ბა. ერთი

მხრივ, უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის შე­მოს­ვლაც იმოქ­მე­დებს, ასე­ვე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩა­რე­ვა.

- ივა­ნიშ­ვილ­მა სტი­ქი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ა­კე­თა. უნდა ვე­ლო­დოთ მის ისევ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე?

- ივა­ნიშ­ვი­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია 22 ივ­ნი­სი­დან 23 აგ­ვის­ტომ­დე, ლო­მის პე­რი­ოდ­ში. თან პო­ზი­ტი­უ­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. მისი ზო­დი­ა­ქო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ ადა­მი­ანს კარ­გის გა­კე­თე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში შე­უძ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წელს აქვს ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დი. რო­გორც ჩანს, იმი­ტომ არ ჩანს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ემ­ზა­დე­ბა, სიჩ­ქა­რეს კრეფს.

- 22 ივ­ნი­სი­დან რა შე­იც­ვლე­ბა?

- მზე კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში შე­დის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო ზო­გა­დად რთუ­ლია. 22 ივ­ლი­სამ­დე ამ ერ­თთვი­ან პე­რი­ოდ­ში პრობ­ლე­მე­ბი და­ლაგ­დე­ბა, ბევ­რი რამ გა­მო­ა­აშ­კა­რავ­დე­ბა. 22 ივ­ლი­სი­დან კა­ტას­ტრო­ფე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი აღარ არის, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ამ პე­რი­ოდ­ში ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­კარ­გონ. მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რაც გლო­ბა­ლურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ბედს გა­და­წყვეტს. 22 სექ­ტემ­ბრი­დან 22 ოქ­ტომ­ბრამ­დე რა­ღაც პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, რაც უშუ­ა­ლოდ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სფე­როს შე­ე­ხე­ბა და სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს ქვე­ყა­ნა­ში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"თბილისის ზოოპარკის ტერიტორია საშიში გახდა" - ასტროლოგი ტრაგედიაზე

"თბილისის ზოოპარკის ტერიტორია საშიში გახდა" - ასტროლოგი ტრაგედიაზე

გასული კვირის მოვლენებიდან მიღებულ შოკს ალბათ მოსახლეობა დიდხანს ვერ დაივიწყებს. ტრაგედიას გმირები ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჰყავს დამნაშავეები. ალბათ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის თქმით, რთული იყო ვინმეს ეწინასწარმეტყველა, რომ სამსაათიანი წვიმა თბილისის ცენტრში ამხელა კატასტროფას გამოიწვევდა. თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამ შემთხვევაში დამნაშავეები, მისი აზრით, იმ ადამიანებს შორის უნდა ვეძებოთ, რომელთაც თავის დროზე ზოოპარკის სიახლოვეს გზა გაჭრეს...

- როდესაც სტიქია მოხდა, ასტროლოგიური რუკა გავხსენი და ნეგატიური ასპექტების ძიება დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, ამ დღეს მზე და მარსი ტყუპების ზოდიაქოში შეუერთდნენ ერთმანეთს და შავ მთვარესთან კვადრატი შექმნეს, რომელიც ქალწულის ზოდიაქოში იმყოფებოდა.

ტერმინოლოგიით არ გადაგღლით, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ამ დროს პრობლემები მოდის არაპროფესიონალიზმისგან. ეს არის ჩადებული ნაღმი გაუთვალისწინებელი დეტალებით. მე შემეძლო, ეს ადრეც მენახა, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან თბილისში ბევრი ქუჩა და სახლია არასწორად დაპროექტებული და ეს ნაღმები იქ დევს. კონკრეტულად სად მოხდებოდა, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ეკოლოგიური კატასტროფა. ეს ადამიანის ფაქტორმა და არაპროფესიონალიზმმა განაპირობა. ამ პრობლემამ სახელმწიფოს რაღაც უნდა ასწავლოს, რომ მსგავსი აღარ გამეორდეს.

- უბედურებების სერია დიდხანს გაგრძელდა...

- ტრაგედია მოხდა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შემთხვევაშიც, როდესაც კარგად ვერ დათვალეს ცხოველები და ნაწილი გარეთ აღმოჩნდა. ზოოპარკის დირექტორიც იმავეს ამბობდა. ეს კიდევ მორიგი არაპროფესიონალიზმია. თან, გაქცეული ვეფხვი უფრო სახიფათოა, ვიდრე ლომი, რადგან მას შეუძლია, დღეებით ჩაუსაფრდეს ადამიანს. კიდევ ერთი არაპროფესიონალიზმი ამჯერად სახელმწიფოს მხრიდან, აუცილებლად უნდა გამოეყვანა კინოლოგიის სამსახურს ძაღლები და მათი საშუალებით მოეძებნათ გარდაცვლილებიც და ცხოველებიც. გზა ისე არაპროფესიონალურად იყო გაკეთებული, რომ სამსაათიანმა წვიმამ კატასტროფა გამოიწვია. ეს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა და იმედია, ხელისუფლება ამ შეცდომებზე ისწავლის. თუ ამას არ გაითვალისწინებენ, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში უარესი კატასტროფა მოხდეს. პასუხი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს, თორემ სიტუაცია ისევ ასეთი იქნება.

- პოლიტიკური სიტუაცია თუ შეიცვლება?

- აუცილებლად, 12 აგვისტომდე ისეთი ცვლილებები მოხდება, რაც შემდეგ ქვეყნის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. თუ ამ საქმეზე ვინმემ პასუხი არ აგო, კატასტროფები გარდაუვალია. ამ პერიოდში მოხდება პოლიტიკური გადარჩევა, ვინ იმსახურებს თანამდებობას და ვინ - არა. ძალიან კარგად გამოჩნდა კახი კალაძე, სტიქიის მიუხედავად, არ ყოფილა ენერგეტიკული კატასტროფა. მან დაამტკიცა, რომ საქმე იცის. დანარჩენებზე რა გითხრათ... ყველა ქვეყანაში კატასტროფის დროს უდიდეს როლს თამაშობს კინოლოგიური სამსახური და ჩვენთან რატომ მოხდა სხვანაირად, არ ვიცი. იმასაც კი ამბობენ, მერე რა, იაპონიაში ცუნამი იყოო. რა შედარებაა, იქ ცუნამი იყო და ჩვენთან სამსაათიან წვიმას ხომ ხედავთ, რა მოჰყვა. სანამ დროა, მთავრობამ შენობებს უნდა გადახედოს, შეამოწმონ, გაუძლებენ თუ არა მიწისძვრას.

- ლარის კურსს რა ბედი ეწევა?

- ცვალებადობის პერიოდი სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება, შემდეგ დასტაბილურდება და მთელი ცხრა წლის განმავლობაში არაფერი დაემართება. ერთი

მხრივ, უცხოური დახმარებების შემოსვლაც იმოქმედებს, ასევე დადებითად იმოქმედებს სახელმწიფოს მხრიდან პროფესიონალური ჩარევა.

- ივანიშვილმა სტიქიის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. უნდა ველოდოთ მის ისევ გააქტიურებას პოლიტიკურ ასპარეზზე?

- ივანიშვილის გააქტიურება მოსალოდნელია 22 ივნისიდან 23 აგვისტომდე, ლომის პერიოდში. თან პოზიტიური გააქტიურება. მისი ზოდიაქოდან გამომდინარე, ასეთ ადამიანს კარგის გაკეთება ამ პერიოდში შეუძლია, განსაკუთრებულად წელს აქვს ძალიან კარგი პერიოდი. როგორც ჩანს, იმიტომ არ ჩანს, რომ ამ პერიოდში ემზადება, სიჩქარეს კრეფს.

- 22 ივნისიდან რა შეიცვლება?

- მზე კირჩხიბის ზოდიაქოში შედის, საქართველოსთვის კირჩხიბის ზოდიაქო ზოგადად რთულია. 22 ივლისამდე ამ ერთთვიან პერიოდში პრობლემები დალაგდება, ბევრი რამ გამოააშკარავდება. 22 ივლისიდან კატასტროფები მოსალოდნელი აღარ არის, მაგრამ შესაძლოა, ამ პერიოდში ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობები დაკარგონ. მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან ტელევიზიები, რაც გლობალურ ხასიათს მიიღებს და ბევრი ადამიანის ბედს გადაწყვეტს. 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე რაღაც პრობლემა იქნება, რაც უშუალოდ მასობრივი ინფორმაციის სფეროს შეეხება და სერიოზულ ცვლილებას გამოიწვევს ქვეყანაში.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს