მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიის გამო თბილისში ბინები გაიაფდება
სტიქიის გამო თბილისში ბინები გაიაფდება

თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ფასი და­ი­წევს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მდი­ნა­რის­პი­რა ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ხალ­ხი უსაფრ­თხო ცხოვ­რე­ბას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბი­დან უკვე 10 დღის შემ­დეგ და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დე­ბენ, რომ სტი­ქი­უ­რად სა­რის­კო ზო­ნებ­ში ბი­ნის ფასი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მოს­ცდე­ბა.

გარ­და იმი­სა, რომ სტი­ქია ბი­ნე­ბის გა­ი­ა­ფე­ბას გა­მო­იწ­ვევს, შე­იც­ვლე­ბა მიდ­გო­მაც. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ამ მომ­ხმა­რებ­ლის გე­მოვ­ნე­ბა და მო­თხოვ­ნა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მყიდ­ვე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მდგრა­დო­ბა­სა და მდე­ბა­რე­ო­ბას, რი­თიც აქამ­დე შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად, ან თით­ქმის არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "ბე­რუ­კას" დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ გუ­გე­შაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მყიდ­ვე­ლის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი შე­იც­ვა­ლა და იგი ბი­ნის შე­ძე­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლი გახ­და. "ბი­ნის ყიდ­ვის დროს მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­ნო­ბის მდგრა­დო­ბით ისე­დაც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, პრი­ო­რი­ტე­ტი ახ­ლე­ბუ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბა, რა­საც ვე­ლო­დე­ბით, სტი­ქი­უ­რად აქ­ტი­ურ ზო­ნებ­ში სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბაა. ამ ად­გი­ლებ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასი მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა და სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის­გან დი­დად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს უტყუ­ა­რი ფაქ­ტია, რა­საც ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მალე შე­ამ­ჩნევს", - აცხა­დებს გუ­გე­შაშ­ვი­ლი.

სა­ა­გენ­ტო "კი­ბეს"დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნელი გო­გუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იც­ვლე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს ად­ვი­ლად ვერ მო­ა­ტყუ­ე­ბენ. "ხალ­ხი სტი­ქი­ის შემ­დეგ შე­ში­ნე­ბუ­ლია. ცხა­დია, ისე არა­ვინ ყი­დუ­ლობს ბი­ნას, რომ კორ­პუ­სის სიმ­ყა­რით და მდე­ბა­რე­ო­ბით არ და­ინ­ტე­რეს­დეს. ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამას ყუ­რა­დღე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის ექ­ცე­ო­და. უნდა ით­ქვას, რომ ძველ, საბ­ჭო­ურ კორ­პუ­სებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა უფრო და­ცუ­ლად გრძნობს თავს და ახ­ლის მი­მართ ნდო­ბა ნაკ­ლე­ბად აქვს. მით უმე­ტეს, თუკი მშე­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ახა­ლია, რო­გორ ვენ­დო, რამ­დე­ნად მყა­რი კორ­პუ­სია და სხვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

სტიქიის გამო თბილისში ბინები გაიაფდება

სტიქიის გამო თბილისში ბინები გაიაფდება

თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი დაიწევს, განსაკუთრებით იმ მდინარისპირა ადგილებში, სადაც ხალხი უსაფრთხო ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტები სტიქიური უბედურებიდან უკვე 10 დღის შემდეგ დაუფარავად აცხადებენ, რომ სტიქიურად სარისკო ზონებში ბინის ფასი საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოსცდება.

გარდა იმისა, რომ სტიქია ბინების გაიაფებას გამოიწვევს, შეიცვლება მიდგომაც. უძრავი ქონების სააგენტოების მფლობელები განმარტავენ, რომ 13 ივნისის სტიქიამ მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნა რადიკალურად შეცვალა. პირველ რიგში, ტრაგედიის შემდეგ მყიდველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობასა და მდებარეობას, რითიც აქამდე შეიძლება ნაკლებად, ან თითქმის არ დაინტერესებულიყო.

უძრავი ქონების სააგენტო "ბერუკას" დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილი ამბობს, რომ მყიდველისთვის პრიორიტეტი შეიცვალა და იგი ბინის შეძენისას განსაკუთრებით ფრთხილი გახდა. "ბინის ყიდვის დროს მომხმარებელი შენობის მდგრადობით ისედაც იყო დაინტერესებული, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არასდროს ყოფილა. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, პრიორიტეტი ახლებურად ჩამოყალიბდა. კიდევ ერთი ცვლილება, რასაც ველოდებით, სტიქიურად აქტიურ ზონებში საფასო ცვლილებაა. ამ ადგილებში უძრავი ქონების ფასი მკვეთრად შემცირდება და საბაზრო ღირებულებისგან დიდად განსხვავებული იქნება. ეს უტყუარი ფაქტია, რასაც ცენტრალური უბნების მოსახლეობა ძალიან მალე შეამჩნევს", - აცხადებს გუგეშაშვილი.

სააგენტო "კიბეს"დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე დამოკიდებულება იცვლება და მომხმარებელს ადვილად ვერ მოატყუებენ. "ხალხი სტიქიის შემდეგ შეშინებულია. ცხადია, ისე არავინ ყიდულობს ბინას, რომ კორპუსის სიმყარით და მდებარეობით არ დაინტერესდეს. ახალი მშენებლობების შემთხვევაში ამას ყურადღება მეტ-ნაკლებად ყოველთვის ექცეოდა. უნდა ითქვას, რომ ძველ, საბჭოურ კორპუსებში მოსახლეობა უფრო დაცულად გრძნობს თავს და ახლის მიმართ ნდობა ნაკლებად აქვს. მით უმეტეს, თუკი მშენებელი საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ხშირად მეკითხებიან, ახალია, როგორ ვენდო, რამდენად მყარი კორპუსია და სხვა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია