არსებული ინფორმაციით, ალბინოსი ვეფხვი დაჭრილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამის შესახებ საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.