პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ როინიშვილი საზღვარგარეთ მიდის - ''იმედია, ყოფილი მეუღლე ამაში ხელს არ შემიშლის''
მარიამ როინიშვილი საზღვარგარეთ მიდის - ''იმედია, ყოფილი მეუღლე ამაში ხელს არ შემიშლის''

ცოტა ხნის წინ მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი დე­და­სა და შვილ­თან ერ­თად იტა­ლი­ი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც სას­წავ­ლებ­ლად იყო ჩა­სუ­ლი. მომ­ღე­რალს წარ­მა­ტე­ბებ­ზე, იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- სან­ტა ჩე­ჩი­ლია რომ­ში ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც მას­ტერკლა­სებს რე­ნა­ტა სკო­ტო ატა­რებს. ეს არაა სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც გა­წე­რი­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი წელი უნდა ის­წავ­ლო, სე­ზო­ნუ­რი სწავ­ლე­ბაა - შე­მოდ­გო­მა­სა და გა­ზა­ფხულ­ზე. შარ­შან გა­ზა­ფხულ­ზე ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, მაგ­რამ შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო გა­მოვ­ტო­ვე, მერე კი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­შიც" ჩა­ვერ­თე. წელს გა­სუ­ლი სე­ზო­ნის პროგ­რა­მის გავ­ლა თა­ვი­დან მო­მიხ­და. მომ­ღერ­ლე­ბის­თვის ამ აკა­დე­მი­ა­ში შეს­ვლა და რე­ნა­ტოს მას­ტერკლა­სე­ბის მოს­მე­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რა­საც კონ­ცერ­ტი აგ­ვირ­გვი­ნებს.

სხვა­თა შო­რის, წელს და­უშ­ვეს გა­მო­ნაკ­ლი­სი იმ მხრივ, რომ მოგ­ვცეს უფ­ლე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­ღე­რა ან არია შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვიმ­ღე­რე იტა­ლი­უ­რი ოპე­რი­დან ბე­ატ­რი­ჩეს არია, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი კლა­სი­კი­დან შე­ვას­რუ­ლე არა­ყიშ­ვი­ლის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი რო­მან­სი. ამა­ყი ვი­ყა­ვი, რომ ამ­ხე­ლა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ასე­თი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავაჟ­ღე­რე.

- ალ­ბათ, რთუ­ლია ამ აკა­დე­მი­ა­ში მოხ­ვედ­რა.

- კი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სულ მსურ­ვე­ლებს უს­მე­ნენ და შემ­დეგ არ­ჩე­ვენ. ჩემ­თან ერ­თად იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ჯი­ქია, მეც და მა­საც გაგ­ვი­მარ­თლა, რომ იმ 13 ადა­მი­ანს შო­რის მოვ­ხვდით, რომ­ლე­ბიც აიყ­ვა­ნეს. გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ, რე­ნა­ტას რჩე­ვით, შე­მოდ­გო­მა­ზე ვა­პი­რებ ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სზე ჩას­ვლას, მი­თხრა, ჩემ­გან ყო­ველ­თვის ძლი­ე­რე­ბი მი­დი­ან ამ კონ­კურ­სზეო. რე­ნა­ტა საკ­მა­ოდ სი­ტყვა­ძუნ­წია და გა­მი­ხარ­და, რომ შე­მა­ქო. გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა მოს­მე­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ში. ჩვენს სფე­რო­ში აგენ­ტის გა­რე­შე გზის გაკ­ვლე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

- რომ­ში დე­და­სა და შვილ­თან ერ­თად იყა­ვი?

- დიახ. ერთი-ორი კვი­რით რომ მივ­დი­ო­დე სად­მე, მა­შინ დავ­ტო­ვებ­დი, მაგ­რამ ერთი თვე პა­ტა­რა დრო არ არის, თან ელე­ნე ჩემ გა­რე­შე მარ­ტი­ვად არ რჩე­ბა. ყო­ველ­თვის რთუ­ლია გა­სამ­გზავ­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ თამ­რი­კო ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას, რომ ყვე­ლა ერ­თად ვი­ყოთ.

- სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და ბავ­შვთან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბას ახერ­ხებ­დი?

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვქონ­და აკა­დე­მი­ა­ში, ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე მოგ­ვცეს, მა­შინ­ვე ვა­ტი­კან­ში წა­ვე­დი და კი­დევ ერთხელ ვნა­ხე მი­ქე­ლან­ჯე­ლოს პი­ე­ტა, რო­მელ­მაც ისე­თი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია ჩვენ­ში, რომ მეც და თამ­რი­კო­საც ცრემ­ლე­ბი მოგ­ვდი­ო­და, რამ­დენ­ჯე­რაც უნდა ჩა­ვი­დე რომ­ში, ალ­ბათ ყო­ველ­თვის ვა­ტი­კა­ნის­კენ მექ­ნე­ბა თვა­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მარიამ როინიშვილი საზღვარგარეთ მიდის - ''იმედია, ყოფილი მეუღლე ამაში ხელს არ შემიშლის''

მარიამ როინიშვილი საზღვარგარეთ მიდის - ''იმედია, ყოფილი მეუღლე ამაში ხელს არ შემიშლის''

ცოტა ხნის წინ მარიამ როინიშვილი დედასა და შვილთან ერთად იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სასწავლებლად იყო ჩასული. მომღერალს წარმატებებზე, იტალიაში მოგზაურობასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- სანტა ჩეჩილია რომში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებელია, სადაც მასტერკლასებს რენატა სკოტო ატარებს. ეს არაა სასწავლებელი, სადაც გაწერილია, კონკრეტულად რამდენი წელი უნდა ისწავლო, სეზონური სწავლებაა - შემოდგომასა და გაზაფხულზე. შარშან გაზაფხულზე ვიყავი ჩასული, მაგრამ შემოდგომის სეზონი სხვადასხვა მიზეზის გამო გამოვტოვე, მერე კი ''ცეკვავენ ვარსკვლავებშიც'' ჩავერთე. წელს გასული სეზონის პროგრამის გავლა თავიდან მომიხდა. მომღერლებისთვის ამ აკადემიაში შესვლა და რენატოს მასტერკლასების მოსმენა უმნიშვნელოვანესია, რასაც კონცერტი აგვირგვინებს.

სხვათა შორის, წელს დაუშვეს გამონაკლისი იმ მხრივ, რომ მოგვცეს უფლება, ჩვენი ქვეყნის სიმღერა ან არია შეგვესრულებინა. რასაკვირველია, ვიმღერე იტალიური ოპერიდან ბეატრიჩეს არია, მაგრამ ქართული კლასიკიდან შევასრულე არაყიშვილის ძალიან ლამაზი რომანსი. ამაყი ვიყავი, რომ ამხელა საკონცერტო დარბაზში, ასეთი აუდიტორიის წინაშე ქართული ნაწარმოები ავაჟღერე.

- ალბათ, რთულია ამ აკადემიაში მოხვედრა.

- კი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მსურველებს უსმენენ და შემდეგ არჩევენ. ჩემთან ერთად იყო არაჩვეულებრივი ქართველი მომღერალი სალომე ჯიქია, მეც და მასაც გაგვიმართლა, რომ იმ 13 ადამიანს შორის მოვხვდით, რომლებიც აიყვანეს. გაზაფხულის სეზონზე აკადემიაში სწავლა დავასრულე, მაგრამ, რენატას რჩევით, შემოდგომაზე ვაპირებ ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსზე ჩასვლას, მითხრა, ჩემგან ყოველთვის ძლიერები მიდიან ამ კონკურსზეო. რენატა საკმაოდ სიტყვაძუნწია და გამიხარდა, რომ შემაქო. გარდა ამისა, იგეგმება მოსმენები სხვადასხვა სააგენტოში. ჩვენს სფეროში აგენტის გარეშე გზის გაკვლევა ძალიან რთულია.

- რომში დედასა და შვილთან ერთად იყავი?

- დიახ. ერთი-ორი კვირით რომ მივდიოდე სადმე, მაშინ დავტოვებდი, მაგრამ ერთი თვე პატარა დრო არ არის, თან ელენე ჩემ გარეშე მარტივად არ რჩება. ყოველთვის რთულია გასამგზავრებლად აუცილებელი თანხების მოძიება, მაგრამ თამრიკო ყველანაირად ცდილობს თანხის შეგროვებას, რომ ყველა ერთად ვიყოთ.

- სწავლის პარალელურად ქალაქის დათვალიერებას და ბავშვთან ერთად გასეირნებას ახერხებდი?

- ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა აკადემიაში, ერთი თავისუფალი დღე მოგვცეს, მაშინვე ვატიკანში წავედი და კიდევ ერთხელ ვნახე მიქელანჯელოს პიეტა, რომელმაც ისეთი ემოცია გამოიწვია ჩვენში, რომ მეც და თამრიკოსაც ცრემლები მოგვდიოდა, რამდენჯერაც უნდა ჩავიდე რომში, ალბათ ყოველთვის ვატიკანისკენ მექნება თვალი.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება