პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან
"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულს იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში, მალ­ტა­სა და სან-მა­რი­ნო­ში ბა­ტონ ვახ­ტანგ ან­დღუ­ლა­ძეს რომ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი გა­მარ­თულ სა­ღა­მო­ზე შევ­ხვდით. სა­ღა­მო, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­მარ­თა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მი­ღე­ბას გარ­და იტა­ლი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი­სა, იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ეს­წრე­ბო­და. ბა­ტო­ნი კონ­სუ­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ პრე­სას ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით არ ანე­ბივ­რებს, "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლია იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობთ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე უკეთ თქვენ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა სი­ტუ­ა­ცი­აა ამ­ჟა­მად აქ და რამ­დე­ნად იმა­ტა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის რი­ცხვმა?

- კონ­სუ­ლი უკვე მე­ო­რე ვა­დით ვარ და ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ერთი წელი დამ­რჩა. მა­ნამ­დე, სა­ელ­ჩო­ში ვმუ­შა­ობ­დი და აქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ჩემ­თვის მარ­თლაც კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი. ვერ ვი­ტყვი, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­მა­ვა­ლი ნა­კა­დი დი­დად გა­ი­ზარ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ზრდა ოჯა­ხუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიზ­ნით უფრო მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც წლე­ბია იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და აქვთ იტა­ლი­უ­რი სა­ბუ­თი, ჩა­მო­ყავთ მე­უღ­ლე­ე­ბი და შვი­ლე­ბი, რად­გან იტა­ლი­ის კა­ნო­ნი იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას.

- ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი რო­მელ ქა­ლა­ქებ­შია კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას?

- ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი ქა­ლაქ ბა­რი­ში, პუ­ლი­ას რე­გი­ონ­შია. ეს არის ქა­ლა­ქი, სა­დაც 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, ქარ­თვე­ლებ­მა პირ­ვე­ლად და­ი­წყეს შე­მოს­ვლა, ანუ რო­დე­საც იტა­ლი­ა­ში "გზა გა­იჭ­რა". აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნი სა­ბერ­ძნეთ­თან ახ­ლო­საა და იქი­დან გად­მოს­ვლის მსურ­ველთთა­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლია ქა­ლა­ქებ­ში: რეჯო ემი­ლია, რომი, ნე­ა­პო­ლი, ფლო­რენ­ცია, მი­ლა­ნი და ა. შ.

თუ რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა ამ­ჟა­მად იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს ლე­გა­ლუ­რი და არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის გამო. თუმ­ცა, გე­ტყვით, რომ ორ ათე­ულ ათასს დიდი ხა­ნია გა­და­ვა­ჭარ­ბეთ. სწო­რედ ამი­ტომ, სა­კონ­სუ­ლო­საც საქ­მე მო­ე­მა­ტა და იგეგ­მე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს გახ­სნა რო­მე­ლი­მე დიდი რე­გი­ო­ნის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლაქ­ში - ბა­რი­ში ან მი­ლან­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან

"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან

საქართველოს კონსულს იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში ბატონ ვახტანგ ანდღულაძეს რომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ საღამოზე შევხვდით. საღამო, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო რამდენიმე დღის დაგვიანებით გაიმართა, საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. მიღებას გარდა იტალიის დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა უწყებების ოფიციალური წარმომადგენელებისა, იტალიის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები არაერთი ქართველი ესწრებოდა. ბატონი კონსული, რომელიც ქართულ პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს, "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, დაახლოებით 15 წელია იტალიაში მოღვაწეობთ, ალბათ, ყველაზე უკეთ თქვენ მოგეხსენებათ, რა სიტუაციაა ამჟამად აქ და რამდენად იმატა ქართველი ემიგრანტების რიცხვმა?

- კონსული უკვე მეორე ვადით ვარ და ვადის ამოწურვამდე ერთი წელი დამრჩა. მანამდე, საელჩოში ვმუშაობდი და აქაური სიტუაცია ჩემთვის მართლაც კარგადაა ცნობილი. ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან შემომავალი ნაკადი დიდად გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზრდა ოჯახური გაერთიანების მიზნით უფრო მიმდინარეობს. იმ ქართველებს, რომლებიც წლებია იტალიაში ცხოვრობენ და აქვთ იტალიური საბუთი, ჩამოყავთ მეუღლეები და შვილები, რადგან იტალიის კანონი იძლევა ამის საშუალებას.

- ყველაზე მეტი ქართველი რომელ ქალაქებშია კონცენტრირებული და რა განაპირობებს ამას?

- ყველაზე მეტი ქართველი ქალაქ ბარიში, პულიას რეგიონშია. ეს არის ქალაქი, სადაც 2000-იანების დასაწყისში, ქართველებმა პირველად დაიწყეს შემოსვლა, ანუ როდესაც იტალიაში "გზა გაიჭრა". აღნიშნული რეგიონი საბერძნეთთან ახლოსაა და იქიდან გადმოსვლის მსურველთთავის მოსახერხებელია. ასევე ძალიან ბევრი ქართველია ქალაქებში: რეჯო ემილია, რომი, ნეაპოლი, ფლორენცია, მილანი და ა. შ.

თუ რამდენი ქართველი იმყოფება ამჟამად იტალიის ტერიტორიაზე, რთული სათქმელია, რადგან ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს ლეგალური და არალეგალური მიგრაციის გამო. თუმცა, გეტყვით, რომ ორ ათეულ ათასს დიდი ხანია გადავაჭარბეთ. სწორედ ამიტომ, საკონსულოსაც საქმე მოემატა და იგეგმება გენერალური საკონსულოს გახსნა რომელიმე დიდი რეგიონის ცენტრალურ ქალაქში - ბარიში ან მილანში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია