პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"
"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"

გა­სულ კვი­რას კვლა­ვაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეკა­ვა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ეროვ­ნულ ბანკს შო­რის და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბას. მთავ­რო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის პო­ლე­მი­კა­ში ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ჩა­ერ­თო და გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ ბანკთან" და­კავ­ში­რე­ბით გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ არ დად­გა, რომ ივა­ნიშ­ვილს სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სთხო­ვა, არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ ქა­და­გი­ძე."მას სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა აზიმ სა­დი­კოვ­მა, რო­მელ­შიც კვლავ ლა­პა­რა­კი იყო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა მსოფ­ლიო ბან­კმაც, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ფუ­ლად-მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის სის­წო­რე­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის ვა­რა­უ­დით, თუ მთავ­რო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის კინ­კლა­ო­ბა გაგ­რძელ­და, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბოს. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილ­თან ერ­თად სწო­რედ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ:

- არა მგო­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბი მოჰ­ყვეს, მაგ­რამ პრობ­ლე­მას ის ქმნის, რომ ხში­რად მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმა­ვეს იმე­ო­რე­ბენ, არა­და, ეს ნამ­დვი­ლად კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს. ივა­ნიშ­ვი­ლი არის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია ისე, რო­გორც სურს, მაგ­რამ ამ­გვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არა აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა ქა­და­გი­ძის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რო­მე­ლიც მეც მაქვს და სა­ერ­თო­დაც მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნის არ ვარ, მა­ინც არას­წო­რად მი­მაჩ­ნია, ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ის ფონ­ზე მას­ზე ასე­თი მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა. ქა­და­გი­ძეს ცალ­სა­ხად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში და ცდი­ლო­ბენ, ისე წარ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ მთელ ამ უბე­დუ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ბან­კია დამ­ნა­შა­ვე. რა თქმა უნდა, ამა­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის როლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მთავ­რო­ბის მიერ ხე­ლის და­ბა­ნა და იმის მტკი­ცე­ბა, რომ არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან, რბი­ლად რომ ვთქვათ, არას­წო­რია.

ორი­ვე ინ­სტი­ტუტს აქვს თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცია და ლარ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ისი­ნი პა­სუხს სო­ლი­და­რუ­ლად აგე­ბენ. შე­ტე­ვის მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა უკვე თა­ვად ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტია, რო­მელ­თა­ნაც თურ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რას კი­თხვე­ბი აქვს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს კი­თხვე­ბი ობი­ექ­ტუ­რიც არის, მაგ­რამ რა­ტომ დგე­ბა ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ, რო­დე­საც მთავ­რო­ბას სჭირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და ქა­და­გი­ძის დე­მო­ნი­ზა­ცია?! და­ი­წყო ასე­ვე ლა­პა­რა­კი ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან გა­მო­ყო­ფა­ზე. შე­საძ­ლოა, ამ სა­კი­თხის დას­მა ლე­გი­ტი­მუ­რიც იყოს, მაგ­რამ სა­ერ­თო კონ­ტექ­სტში ეს აღიქ­მე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ე­ლე­ბის­გან, რო­გორც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­ტე­ვა ამ ინ­სტი­ტუტ­სა და თა­ვად ქა­და­გი­ძე­ზე. უცხო­ე­ლე­ბი ღრმად არ იც­ნო­ბენ ჩვენ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად და პერ­სო­ნა­ლურ და­პი­რის­პი­რე­ბად აღიქ­ვან. ვი­მე­ო­რებ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და მისი პრე­ზი­დენ­ტი ან­გე­ლო­ზე­ბი ნამ­დვი­ლად არ არი­ან და მათ­თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას ისე­თი მე­თო­დე­ბით აკე­თებს, რომ ეს კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას.

- რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მი­ზა­ნი ქა­და­გი­ძის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბაა, თუმ­ცა სა­მარ­თლებ­რი­ვად ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ქა­და­გი­ძე რომ არ­სად აპი­რებს წას­ვლას, ეს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს...

- თუ ამ ყვე­ლა­ფერს მარ­თლაც პერ­სო­ნა­ლუ­რი მი­ზა­ნი აქვს, მა­შინ ძა­ლი­ან ცუ­დად ყო­ფი­ლა საქ­მე. იმა­ვე ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან გა­მო­ყო­ფა თუ რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, კარ­გია, მაგ­რამ ეს თუ ქა­და­გი­ძე­ზე შე­ტე­ვის ნა­წი­ლია და ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნე­ბი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა მი­ვი­ღოთ, მა­შინ ის­მის კი­თხვა: რა ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებთ?! დღეს თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი "ცუდი ადა­მი­ა­ნია", ხვალ "კარ­გი" რომ მო­ვი­დეს მის სა­თა­ვე­ში, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი ისევ უკან უნდა დაბ­რუნ­დეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თუ რო­გო­რაა საქ­მე?! პერ­სო­ნე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი! კი­დევ კარ­გი, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ზე ლა­პა­რაკს მორ­ჩნენ, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ, ამას შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყო­ლო­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"

"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"

გასულ კვირას კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის დაძაბულ ვითარებას. მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოლემიკაში ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და განაცხადა, რომ "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით გიორგი ქადაგიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ არ დადგა, რომ ივანიშვილს სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, არ დაეკავებინათ ქადაგიძე."მას სპეციალური განცხადებით უპასუხა საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აზიმ სადიკოვმა, რომელშიც კვლავ ლაპარაკი იყო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა მსოფლიო ბანკმაც, სადაც ეროვნული ბანკის ფულად-მონეტარული პოლიტიკის სისწორეზეა გამახვილებული ყურადღება. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, თუ მთავრობისა და ეროვნული ბანკის კინკლაობა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, საქართველოს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა დაეძაბოს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- არა მგონია, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სავალუტო ფონდის რაიმე მნიშვნელოვანი სანქციები მოჰყვეს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ხშირად მთავრობის წარმომადგენლები იმავეს იმეორებენ, არადა, ეს ნამდვილად კარგს არაფერს მოიტანს. ივანიშვილი არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია ისე, როგორც სურს, მაგრამ ამგვარი თავისუფლების ფუფუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს არა აქვთ. მიუხედავად იმისა, გამართლებულია თუ არა ქადაგიძის მიმართ პრეტენზიები, რომელიც მეც მაქვს და საერთოდაც მის საქმიანობაზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაინც არასწორად მიმაჩნია, ლარის დევალვაციის ფონზე მასზე ასეთი მასირებული შეტევა. ქადაგიძეს ცალსახად ადანაშაულებენ ლარის გაუფასურებაში და ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ მთელ ამ უბედურებაში მხოლოდ ეროვნული ბანკია დამნაშავე. რა თქმა უნდა, ამაში ეროვნული ბანკის როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავრობის მიერ ხელის დაბანა და იმის მტკიცება, რომ არაფერ შუაში არიან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

ორივე ინსტიტუტს აქვს თავისი კომპეტენცია და ლართან დაკავშირებულ პრობლემებზე ისინი პასუხს სოლიდარულად აგებენ. შეტევის მეორე მიმართულება უკვე თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, რომელთანაც თურმე პროკურატურას კითხვები აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები ობიექტურიც არის, მაგრამ რატომ დგება ეს საკითხი დღის წესრიგში მაინცდამაინც მაშინ, როდესაც მთავრობას სჭირდება ეროვნული ბანკისა და ქადაგიძის დემონიზაცია?! დაიწყო ასევე ლაპარაკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფაზე. შესაძლოა, ამ საკითხის დასმა ლეგიტიმურიც იყოს, მაგრამ საერთო კონტექსტში ეს აღიქმება, განსაკუთრებით უცხოელებისგან, როგორც მიზანმიმართული შეტევა ამ ინსტიტუტსა და თავად ქადაგიძეზე. უცხოელები ღრმად არ იცნობენ ჩვენში მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკურ დევნად და პერსონალურ დაპირისპირებად აღიქვან. ვიმეორებ, ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ანგელოზები ნამდვილად არ არიან და მათთან პრეტენზიები სავსებით ლოგიკურია, მაგრამ ხელისუფლება ამას ისეთი მეთოდებით აკეთებს, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანი ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან ჩამოშორებაა, თუმცა სამართლებრივად ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ქადაგიძე რომ არსად აპირებს წასვლას, ეს არაერთხელ უთქვამს...

- თუ ამ ყველაფერს მართლაც პერსონალური მიზანი აქვს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. იმავე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა თუ რაიმე საჭიროებით არის განპირობებული, კარგია, მაგრამ ეს თუ ქადაგიძეზე შეტევის ნაწილია და ქვეყანაში კანონები პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ, მაშინ ისმის კითხვა: რა ქვეყანას ვაშენებთ?! დღეს თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "ცუდი ადამიანია", ხვალ "კარგი" რომ მოვიდეს მის სათავეში, მონიტორინგის სამსახური ისევ უკან უნდა დაბრუნდეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში თუ როგორაა საქმე?! პერსონები მიდიან და მოდიან, კანონმდებლობა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული! კიდევ კარგი, კომერციულ ბანკებზე ლაპარაკს მორჩნენ, რომ გაეგრძელებინათ, ამას შეიძლება ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."