პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად
რა პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად

ეკო­ნო­მი­კა, ბიზ­ნე­სი, იუ­რი­დი­უ­ლი, ფსი­ქო­ლო­გია და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა - ეს ის პრო­ფე­სი­ე­ბია, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ირ­ჩე­ვენ, რისი მი­ზე­ზიც, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის ხიბ­ლია.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, წელს გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის 40 ათას­ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ემ­ზა­დე­ბა. ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დამ­დე თვე­ზე ნაკ­ლე­ბი დარ­ჩა, თუმ­ცა რო­მე­ლი პრო­ფე­სია ან უნი­ვერ­სი­ტე­ტი ლი­დე­რობს, ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის. რო­გორც გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ივა მინ­და­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, 5-7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

"ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ალ­ბათ 5-7 წე­ლია, რაც ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი. წელს სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა, თუმ­ცა ბოლო წლე­ბია, პრო­ფე­სი­ე­ბის რე­ი­ტინ­გი კვლავ იგი­ვე რჩე­ბა. პირ­ველ ად­გილს ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი იკა­ვებს. რო­გორც წესი, პირ­ველს ეკო­ნო­მი­კურს წე­რენ ხოლ­მე. გარ­და ეკო­ნო­მი­კი­სა, მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბია - იუ­რისპრუ­დენ­ცია, ფსი­ქო­ლო­გია და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. რო­გორც წესი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე კონ­კურ­სიც მა­ღა­ლია. თუმ­ცა, მინ­და გი­თხრათ, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ინ­ჟინ­რო და აგ­რა­რულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე, ასე­ვე სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო პრო­ფე­სი­ებ­ზე - ქი­მია, ფი­ზი­კა, ბი­ო­ლო­გია - მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაზ­რდა უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის შე­მო­ღე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ფა­კულ­ტე­ტე­ბის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბა, რო­გორც წესი, ყო­ველ­წლი­უ­რად არ იც­ვლე­ბა და ბოლო 5-7 წე­ლია, ერთი და იგი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეა მო­თხოვ­ნა. მა­გა­ლი­თად, 10 წლის წინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, მარ­თა­ლია ახ­ლაც ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ასე­ვე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მი­მარ­თაც.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად

რა პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად

ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის პროფესიებია, რომლებსაც ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ, რისი მიზეზიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურების ხიბლია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წელს გამოცდებისათვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი ემზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდამდე თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა რომელი პროფესია ან უნივერსიტეტი ლიდერობს, ჯერ ცნობილი არ არის. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, 5-7 წლის განმავლობაში მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი უცვლელი რჩება.

"ბოლო რამდენიმე წელია, ალბათ 5-7 წელია, რაც ეკონომიკური მიმართულებებია პოპულარული. წელს საბოლოო არჩევანი აბიტურიენტებს ჯერ არ გაუკეთებიათ, ყოველდღიურად იცვლება, თუმცა ბოლო წლებია, პროფესიების რეიტინგი კვლავ იგივე რჩება. პირველ ადგილს ეკონომიკური მიმართულებები იკავებს. როგორც წესი, პირველს ეკონომიკურს წერენ ხოლმე. გარდა ეკონომიკისა, მოთხოვნადი პროფესიებია - იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა. როგორც წესი, ამ მიმართულებებზე კონკურსიც მაღალია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წელია საინჟინრო და აგრარულ სპეციალობებზე, ასევე საბუნებისმეტყველო პროფესიებზე - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - მოთხოვნა გაიზარდა. ამ მიმართულებების მიმართ ინტერესის გაზრდა უფასო ფაკულტეტების შემოღებამ გამოიწვია. ფაკულტეტების პრესტიჟულობა, როგორც წესი, ყოველწლიურად არ იცვლება და ბოლო 5-7 წელია, ერთი და იგივე მიმართულებებზეა მოთხოვნა. მაგალითად, 10 წლის წინ ძალიან პოპულარული იყო იურიდიული ფაკულტეტი, მართალია ახლაც ძალიან მოთხოვნადია, თუმცა ეკონომიკური უფრო პოპულარული გახდა. ასევე მოთხოვნა გაიზარდა საინფორმაციო ტექნოლოგიური სპეციალობების მიმართაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია