სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდად ქცეული ჯორჯ კობი ანუ გრიგოლ კობახიძე - უბრალო რაჭველი ბიჭუნას საოცარი თავგადასავალი
ლეგენდად ქცეული ჯორჯ კობი ანუ გრიგოლ კობახიძე - უბრალო რაჭველი ბიჭუნას საოცარი თავგადასავალი

ჯორჯ კობი - ამ ფსევ­დო­ნი­მის უკან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­მეს­მე­ნი და გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე იმა­ლე­ბა. ჯორჯ კობი ქარ­თველ გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლებ­მაც სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭეს და თა­ვი­ან­თი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი გა­ხა­დეს. გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე 1883 წელს, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თხმორ­ში, გლე­ხის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბი­ჭუ­ნას დიდ ნი­ჭთან ერ­თად კარ­გი ხმა და მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა დაჰ­ყვა, ამა­ვე დროს, პა­ტა­რა გიგო საკ­მა­ოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გახ­ლდათ. სწო­რედ ამი­ტომ, ათი წლი­სა იყო, რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და კი­თხვა-კი­თხვით ჩა­ვი­და ჯერ ქუ­თა­ის­ში, ხოლო შემ­დეგ, ბორ­ჯომ­ში, სა­დაც მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში მისი უფ­რო­სი ძმა მუ­შა­ობ­და. ბორ­ჯომ­ში ოთხი წელი დაჰ­ყო, მი­ნის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას და­ე­უფ­ლა და პრო­დუქ­ცი­ის გაზ­რდის მე­თო­დიც შე­ი­მუ­შა­ვა. ქარ­ხნის გამ­გე­ბელ­მა, გერ­მა­ნელ­მა შუ­მან­მა, ნი­ჭი­ე­რი ბიჭი ბორ­ჯო­მის მე­პატ­რო­ნეს, დიდ მთა­ვარ მი­ხე­ილ­სა და მის მე­გო­ბარ კონ­სტან­ტი­ნე მუხ­რან-ბა­ტონს წა­რუდ­გი­ნა. მათი ხელ­შე­წყო­ბით გიგო ჯერ თბი­ლი­სის მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, შემ­დეგ კი, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ საქ­მი­ა­ნობ­და. ასე და­ი­წყო გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის ანუ ჯორჯ კო­ბის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბე­ბი­თა და გან­საც­დე­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბა.

ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს­გან მო­შო­რე­ბით

1902 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძემ ოდე­სის მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1903 წლი­დან კი კრას­ნო­და­რის გუ­ბერ­ნი­ა­ში არ­სე­ბულ კონ­სტან­ტი­ნოვ­კის მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში, რო­მელ­საც ფრან­გი მე­წარ­მე - გვა­რად, გა­მა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ იმ დროს და­უ­მე­გობ­რდა გრი­გო­ლი ევ­გე­ნი იგ­ნა­ტი­ევს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი პარტნი­ო­რი გახ­და. 1907 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვი­და, მი­უნ­ხენ­ში და­სახ­ლდა და გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით შუ­შის მცი­რე სა­წარ­მო შექ­მნა, თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და. 1909 წელს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა. იმ დროს ამე­რი­კა­ში ბლო­მად ცხოვ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის რაჭ­ვე­ლე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით გიგო ნიუ-იორკში მო­ე­წყო და თა­ვი­დან პუ­რის ცხო­ბით ირ­ჩენ­და თავს. შემ­დე­გი ცხრა წელი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმუ­შა­ვა "ჯე­ნე­რალ ელექტრი­კის" ფირ­მა­ში და ფულს აგ­რო­ვებ­და სა­კუ­თა­რი საქ­მის წა­მო­სა­წყე­ბად. იმ ხა­ნებ­ში ჯორჯ კო­ბის ხე­ლით შექ­მნილ­მა ავ­ტო­მა­ტურ­მა სა­წერ-კა­ლამ­მა რამ­დე­ნი­მე პა­ტენ­ტი მი­ი­ღო. ის ამა­ვე დროს, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი­თაც ვაჭ­რობ­და.

თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ამე­რი­კუ­ლი კა­რი­ე­რა

1919 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძემ მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში, ბოს­ტონ­თან ახ­ლოს დიდი ქარ­ხა­ნა გა­მარ­თა. 1922 წელს მისი ფირ­მა უკვე 45 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ას უშ­ვებ­და, ძი­რი­თა­დად, მი­ნის ნა­წარმს. ამ პრო­დუქ­ცი­ამ სულ მალე გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. 1929 წელს კო­ბის წარ­მო­ე­ბის სა­ქო­ნელბ­რუნ­ვა 15 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევ­და, ხოლო შე­მო­სა­ვა­ლი - 4 მი­ლი­ონს. მი­უ­ხე­და­ვად ამ მიღ­წე­ვე­ბი­სა, გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე გა­მო­გო­ნე­ბებ­საც არ ღა­ლა­ტობ­და - ამ დრო­ი­სათ­ვის ის უკვე 60-ზე მეტი პა­ტენ­ტის მფლო­ბე­ლი იყო. ცნო­ბი­ლია, რომ გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და აქ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა თა­ვი­სი საქ­მე, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დე­გაც აქ სურ­და მი­ნის დიდი ქარ­ხნის აგე­ბა, მაგ­რამ ბოლ­შე­ვი­კებ­თან ვერ შე­თან­ხმდა. 1924-1928 წლებ­ში ორ­ჯერ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და თა­ვის სო­ფელს: მხარ­ში ედგა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს, აა­შე­ნა სკო­ლა, აფ­თი­ა­ქი, შე­ა­კე­თა ეკ­ლე­სია, მო­აგ­ვა­რა მრა­ვა­ლი წვრილ­მა­ნი პრობ­ლე­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბოლ­შე­ვი­კებ­მა მისი და­პა­ტიმ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ამი­ტომ გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სას­წრა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სამ­შობ­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ლეგენდად ქცეული ჯორჯ კობი ანუ გრიგოლ კობახიძე - უბრალო რაჭველი ბიჭუნას საოცარი თავგადასავალი

ლეგენდად ქცეული ჯორჯ კობი ანუ გრიგოლ კობახიძე - უბრალო რაჭველი ბიჭუნას საოცარი თავგადასავალი

ჯორჯ კობი - ამ ფსევდონიმის უკან ცნობილი ქართველი ბიზმესმენი და გამომგონებელი გრიგოლ კობახიძე იმალება. ჯორჯ კობი ქართველ გამომგონებელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც სახელი მოიხვეჭეს და თავიანთი გამოგონებები კომერციულად მომგებიანი გახადეს. გრიგოლ კობახიძე 1883 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ბიჭუნას დიდ ნიჭთან ერთად კარგი ხმა და მუსიკალური სმენა დაჰყვა, ამავე დროს, პატარა გიგო საკმაოდ ცნობისმოყვარე გახლდათ. სწორედ ამიტომ, ათი წლისა იყო, როდესაც სახლიდან გაიპარა და კითხვა-კითხვით ჩავიდა ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ, ბორჯომში, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა მუშაობდა. ბორჯომში ოთხი წელი დაჰყო, მინის წარმოების ტექნოლოგიას დაეუფლა და პროდუქციის გაზრდის მეთოდიც შეიმუშავა. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა, ნიჭიერი ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. მათი ხელშეწყობით გიგო ჯერ თბილისის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობდა. ასე დაიწყო გრიგოლ კობახიძის ანუ ჯორჯ კობის თავბრუდამხვევი წარმატებებითა და განსაცდელით სავსე ცხოვრება.

ცხოვრება სამშობლოსგან მოშორებით

1902 წელს გრიგოლ კობახიძემ ოდესის მინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1903 წლიდან კი კრასნოდარის გუბერნიაში არსებულ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგი მეწარმე - გვარად, გამანი ხელმძღვანელობდა. სწორედ იმ დროს დაუმეგობრდა გრიგოლი ევგენი იგნატიევს, რომელიც მოგვიანებით მისი პარტნიორი გახდა. 1907 წელს გრიგოლ კობახიძე გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შუშის მცირე საწარმო შექმნა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ლონდონში გადავიდა. 1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს ამერიკაში ბლომად ცხოვრობდნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო და თავიდან პურის ცხობით ირჩენდა თავს. შემდეგი ცხრა წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა ”ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. იმ ხანებში ჯორჯ კობის ხელით შექმნილმა ავტომატურმა საწერ-კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო. ის ამავე დროს, საკანცელარიო ნივთებითაც ვაჭრობდა.

თავბრუდამხვევი ამერიკული კარიერა

1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან ახლოს დიდი ქარხანა გამართა. 1922 წელს მისი ფირმა უკვე 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა, ძირითადად, მინის ნაწარმს. ამ პროდუქციამ სულ მალე გაითქვა სახელი. 1929 წელს კობის წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო შემოსავალი - 4 მილიონს. მიუხედავად ამ მიღწევებისა, გრიგოლ კობახიძე გამოგონებებსაც არ ღალატობდა - ამ დროისათვის ის უკვე 60-ზე მეტი პატენტის მფლობელი იყო. ცნობილია, რომ გრიგოლ კობახიძე დიდი სიხარულით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც აქ სურდა მინის დიდი ქარხნის აგება, მაგრამ ბოლშევიკებთან ვერ შეთანხმდა. 1924-1928 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა თავის სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, შეაკეთა ეკლესია, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ამისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძე იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა სამშობლო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია