პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ბედია: ''ქალის კვალობაზე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს''
სოფო ბედია: ''ქალის კვალობაზე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს''

პრო­ექტ "ერთი ერ­თშის" მო­ნა­წი­ლე სოფო ბე­დია სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს მუ­შა­ობს. უნდა, პრო­ექ­ტში ოთხ სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლეს შო­რის მოხ­ვდეს. პრი­ზე­ბი მიმ­ზიდ­ვე­ლია, თუმ­ცა სო­ფოს დიდი სურ­ვი­ლია, პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ი­ზარ­დოს. სო­ფოს პრო­ექტსა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- პრო­ექ­ტი "ერთი ერ­თში" ჯერ კი­დევ მა­შინ მომ­წონ­და, რო­დე­საც ჩემი ძმა, ბო­რი­კო მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მინ­დო­და, მეც მო­მე­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. არ მე­გო­ნა, ასე­თი რთუ­ლი თუ იქ­ნე­ბო­და. ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ­დი ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე ჩემს კო­ლე­გებს. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი დი­დია და მე­ო­რეც, სა­ჭი­როა გარ­და­სახ­ვა. სხვი­სი კრი­ტი­კა ად­ვი­ლია. შე­იძ­ლე­ბა, მეც მაკ­რი­ტი­კე­ბენ და სხვებ­ზეც მსმე­ნია, რომ ამ­ბო­ბენ, რო­მე­ლი­ღაც მომ­ღე­რა­ლი ვერ გა­ნა­სა­ხი­ე­რაო, უარ­ყო­ფი­თის და­წე­რას, ჯობს, კარ­გი თქვან. სა­წყე­ნია, რა­ტომ­ღაც სულ ცდი­ლო­ბენ, უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რონ.

- ლელა წურ­წუ­მი­ას ნო­მერს ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მა­მუ­ლი­ჩამ შენ­თან და ლე­ლას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ატ­ვირ­თა წარ­წე­რით: "ჩემი ორი მეგ­რე­ლი ცოლი"….

- მა­მუ­ლი­ჩამ პირ­ვე­ლად რომ და­მი­ნა­ხა, გა­მოშ­ტერ­და. ერთი სა­ა­თი იცი­ნო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ მე, ჩემ­მა მე­უღ­ლემ და მა­მუ­ლი­ჩამ. ამ ნო­მერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­კე­თებ­დი და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან იმ მომ­ღე­რალს ყვე­ლა იც­ნობს და კარ­გად მიხ­ვდე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი, რა გა­მო­გი­ვი­და გარ­და­სახ­ვი­სას და რა - არა.

- და-ძმა ხომ არ კა­მა­თობთ, რო­მე­ლი უფრო მა­გა­რი ხართ ამ შო­უ­ში.

- არა, რას ამ­ბობთ. მე და ჩემს ძმას სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა და სულ სხვა სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს. ჩვენ შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­მენ­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა. მეც ვაძ­ლევ­დი რჩე­ვებს და ახლა ბო­რი­კოც ყვე­ლა­ნა­ი­რად მიდ­გას გვერ­დით.

- ბო­რის­საც მო­უ­წია ლელა წურ­წუ­მი­ას შეს­რუ­ლე­ბამ ამ შო­უ­ში.

- არც ამ შემ­თხვე­ვა­ში გვი­კა­მა­თია იმის გა­სარ­კვე­ვად, ვინ უფრო მა­გა­რი იყო. ბო­რი­კო კა­ცია და მისი ქა­ლად გარ­და­სახ­ვა ნაკ­ლებ შე­ფა­სე­ბას მი­ი­ღებ­და. ლელა ამ პრო­ექ­ტში ორ­ჯერ გა­ნა­სა­ხი­ე­რეს და ლე­ლას უნ­დო­და, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად კარ­გი ნო­მე­რი გა­მო­სუ­ლი­ყო, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე ხმის მი­ბაძ­ვით. მარ­თლა თავი არ დავ­ზო­გე და ბევ­რი ვი­მე­ცა­დი­ნე. გა­მოხ­მა­უ­რე-ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შრო­მა და­მი­ფას­და და თვი­თონ ლე­ლაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო.

- მე­უღ­ლეს ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ნო­მე­რი მო­ე­წო­ნა?

- ანას­თე­ი­შა და ლელა წურ­წუ­მია. ყვე­ლა ჩემს გა­მოს­ვლა­ზე ისე ნერ­ვი­უ­ლობს, რომ გა­და­ცე­მა­ში ვერც მის­მენს. სახ­ლში რომ მოვ­დი­ვართ, ჩა­ვუს­ხდე­ბით ხოლ­მე შოუს და ერ­თად ვუს­მენთ ჩემს გა­მოს­ვლას.

- სა­კუ­თარ თავ­თან რა შე­ნიშ­ვნე­ბი გაქვს?

- მე ბევ­რი შე­ნიშ­ვნა მაქვს სოფო ბე­დი­ას­თან. სა­კუ­თა­რი თა­ვით ბო­ლომ­დე არას­დროს ვარ კმა­ყო­ფი­ლი, მინ­და, სულ უფრო უკეთ ვიმ­ღე­რო. და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მაგ­რად მღე­რი­ან და არა­ფე­რი არ უნდა დახ­ვე­წონ. ერთ დღე­ში პრო-ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლად ვე­რა­ვინ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ბევ­რი მაქვს სას­წავ­ლი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი. პრო­ექ­ტიც მეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლად გაზ­რდა­ში. გარ­და იმი­სა, რომ მას­წა-ვლებ­ლე­ბი გვა­მე­ცა­დი­ნე­ბენ, სახ­ლშიც სულ ვრე­პე­ტი­ცი­ობ. ვარ­სკვლა­ვებ­მა წლე­ბი იმუ­შა­ვეს იმის­თვის, რომ მსოფ­ლი­ოს­თვის თავი შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, სამ-ოთხ დღე­ში ზუს­ტად გა­ნა­სა­ხი­ე­რო.

- ბოლო დროს ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ და მე­უღ­ლე ამ ამ­ბავს ხომ არ აპ­რო­ტეს­ტებს?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი და დამ­ღლე­ლია, როცა ბევრ ად­გი­ლას ვარ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია. ზო­გა­დად მიყ­ვარს კონ­კურ­სე­ბი და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვინც ჩემ­თან ერ­თად არის პრო­ექ­ტში. რა­ღაც მო­მენ­ტში, შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ცუდი უნდა გვინ­დო­დეს, მაგ­რამ შვილს გე­ფი­ცე­ბით, ჩვენ ვმე­გობ­რობთ და მე ყვე­ლას­თვის კარ­გი მინ­და.

რე­პე­ტი­ცი­ი­დან რომ გა­მოვ­დი­ვარ, მი­შაც მა­შინ ამ­თავ­რებს მუ­შა­ო­ბას და ჩვე­ნი გზე­ბი იკ­ვე­თე­ბა. მიშა სულ ცდი­ლობს, თა­ნად­გო­მა გა­მო­მი­ცხა­დოს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე სუ­ლი­ე­რად. მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რო­დე­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გვერ­დში გიდ­გას. რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მიშა გა­მოჩ­ნდა, მას მერე სულ მამ­ხნე­ვებს და მაძ­ლი­ე­რებს, რაც სტი­მულს მაძ­ლევს, რომ სულ ფორ­მა­სა და ტო­ნუს­ში ვიყო.

- სა­ერ­თო შვი­ლის გა­ჩე­ნას გეგ­მავთ?

- მი­შას სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს ბავ­შვე­ბი. მი­შას არც ცოლი ჰყო­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, არც შვი­ლი ჰყავს. ჩემი ნი­კუ­შა ძა­ლი­ან უყ­ვარს. თა­ვი­სი ორ­გა­ნუ­ლი და სის­ხლი და ხორ­ცი რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლას უნდა და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტის შემ­დეგ დავ­გეგ­მავთ ბავ­შვს. ამ კი­თხვას ყვე­ლა მის­ვამს და ისე გა­მო­დის, ქა­თამს რომ უყუ­რე­ბენ, კვერ­ცხს რო­დის და­დებ­სო (იცი­ნის).

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ ვგეგ­მავთ შვილს. ოთხი თვეა, რაც მე და მიშა დავ­ქორ­წინ­დით. არ მომ­წონს, რომ წყვი­ლი შე­უღ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ბავ­შვის გა­ჩე­ნას გეგ­მავს. თუ და­ფეხ­მძიმ­დე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნდა გა­ა­ჩი­ნო, მაგ­რამ ჩვენ არ დაგ­ვი­გეგ­მავს ეს ამ­ბა­ვი, რად­გან ჯერ ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მერე ამ პრო­ექ­ტში მი­მიწ­ვი­ეს. ორ­სუ­ლო­ბა არ მა­წყობს, ახლა გა­დაღ­ლი­ლი ვარ. მინ­და, ორ­სუ­ლო­ბამ მშვი­დად და კარგ გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­როს. პრო­ექ­ტის მერე კი ბუ­ცი­კოს აუ­ცი­ლებ­ლად დავ­გეგ­მავთ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

IADONI
0

MASE GGONIA,MAINC KETIL XALXS SHEEKITXEEEEEEEEEEEEE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სოფო ბედია: ''ქალის კვალობაზე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს''

სოფო ბედია: ''ქალის კვალობაზე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს''

პროექტ ''ერთი ერთშის'' მონაწილე სოფო ბედია საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. უნდა, პროექტში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდეს. პრიზები მიმზიდველია, თუმცა სოფოს დიდი სურვილია, პროფესიულად გაიზარდოს. სოფოს პროექტსა და პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

- პროექტი ''ერთი ერთში'' ჯერ კიდევ მაშინ მომწონდა, როდესაც ჩემი ძმა, ბორიკო მონაწილეობდა. მინდოდა, მეც მომესინჯა ძალები. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა. ყოველთვის ვაფასებდი ამ პროექტში მონაწილე ჩემს კოლეგებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი დიდია და მეორეც, საჭიროა გარდასახვა. სხვისი კრიტიკა ადვილია. შეიძლება, მეც მაკრიტიკებენ და სხვებზეც მსმენია, რომ ამბობენ, რომელიღაც მომღერალი ვერ განასახიერაო, უარყოფითის დაწერას, ჯობს, კარგი თქვან. საწყენია, რატომღაც სულ ცდილობენ, უარყოფითი კომენტარები დაწერონ.

- ლელა წურწუმიას ნომერს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამულიჩამ შენთან და ლელასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა წარწერით: ''ჩემი ორი მეგრელი ცოლი''….

- მამულიჩამ პირველად რომ დამინახა, გამოშტერდა. ერთი საათი იცინოდა. ძალიან ბევრი ვიხალისეთ მე, ჩემმა მეუღლემ და მამულიჩამ. ამ ნომერს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვაკეთებდი და ვნერვიულობდი. ქართველი მომღერლის შესრულება ყველაზე რთულია საქართველოში, რადგან იმ მომღერალს ყველა იცნობს და კარგად მიხვდება მაყურებელი, რა გამოგივიდა გარდასახვისას და რა - არა.

- და-ძმა ხომ არ კამათობთ, რომელი უფრო მაგარი ხართ ამ შოუში.

- არა, რას ამბობთ. მე და ჩემს ძმას სხვა დედმამიშვილობა და სულ სხვა სიყვარული გვაქვს. ჩვენ შორის კონკურენციის მომენტი არასდროს ყოფილა. მეც ვაძლევდი რჩევებს და ახლა ბორიკოც ყველანაირად მიდგას გვერდით.

- ბორისსაც მოუწია ლელა წურწუმიას შესრულებამ ამ შოუში.

- არც ამ შემთხვევაში გვიკამათია იმის გასარკვევად, ვინ უფრო მაგარი იყო. ბორიკო კაცია და მისი ქალად გარდასახვა ნაკლებ შეფასებას მიიღებდა. ლელა ამ პროექტში ორჯერ განასახიერეს და ლელას უნდოდა, ჩემ შემთხვევაში ყველანაირად კარგი ნომერი გამოსულიყო, როგორც ვიზუალურად, ისე ხმის მიბაძვით. მართლა თავი არ დავზოგე და ბევრი ვიმეცადინე. გამოხმაურე-ბიდან გამომდინარე, შრომა დამიფასდა და თვითონ ლელაც ძალიან კმაყოფილი იყო.

- მეუღლეს ყველაზე მეტად რომელი ნომერი მოეწონა?

- ანასთეიშა და ლელა წურწუმია. ყველა ჩემს გამოსვლაზე ისე ნერვიულობს, რომ გადაცემაში ვერც მისმენს. სახლში რომ მოვდივართ, ჩავუსხდებით ხოლმე შოუს და ერთად ვუსმენთ ჩემს გამოსვლას.

- საკუთარ თავთან რა შენიშვნები გაქვს?

- მე ბევრი შენიშვნა მაქვს სოფო ბედიასთან. საკუთარი თავით ბოლომდე არასდროს ვარ კმაყოფილი, მინდა, სულ უფრო უკეთ ვიმღერო. და ეს ძალიან კარგია. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაგრად მღერიან და არაფერი არ უნდა დახვეწონ. ერთ დღეში პრო-ფესიონალ მომღერლად ვერავინ ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი. პროექტიც მეხმარება პროფესიულად გაზრდაში. გარდა იმისა, რომ მასწა-ვლებლები გვამეცადინებენ, სახლშიც სულ ვრეპეტიციობ. ვარსკვლავებმა წლები იმუშავეს იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის თავი შეეყვარებინათ, შეუძლებელია, სამ-ოთხ დღეში ზუსტად განასახიერო.

- ბოლო დროს ძალიან დაკავებული ხარ და მეუღლე ამ ამბავს ხომ არ აპროტესტებს?

- ძალიან რთული და დამღლელია, როცა ბევრ ადგილას ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტია. ზოგადად მიყვარს კონკურსები და მეგობრებთან ურთიერთობა, ვინც ჩემთან ერთად არის პროექტში. რაღაც მომენტში, შეიძლება, ერთმანეთისთვის ცუდი უნდა გვინდოდეს, მაგრამ შვილს გეფიცებით, ჩვენ ვმეგობრობთ და მე ყველასთვის კარგი მინდა.

რეპეტიციიდან რომ გამოვდივარ, მიშაც მაშინ ამთავრებს მუშაობას და ჩვენი გზები იკვეთება. მიშა სულ ცდილობს, თანადგომა გამომიცხადოს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. მართლა მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც მეორე ნახევარი გვერდში გიდგას. რაც ჩემს ცხოვრებაში მიშა გამოჩნდა, მას მერე სულ მამხნევებს და მაძლიერებს, რაც სტიმულს მაძლევს, რომ სულ ფორმასა და ტონუსში ვიყო.

- საერთო შვილის გაჩენას გეგმავთ?

- მიშას სიგიჟემდე უყვარს ბავშვები. მიშას არც ცოლი ჰყოლია და შესაბამისად, არც შვილი ჰყავს. ჩემი ნიკუშა ძალიან უყვარს. თავისი ორგანული და სისხლი და ხორცი რასაკვირველია, ყველას უნდა და შესაბამისად, პროექტის შემდეგ დავგეგმავთ ბავშვს. ამ კითხვას ყველა მისვამს და ისე გამოდის, ქათამს რომ უყურებენ, კვერცხს როდის დადებსო (იცინის).

რასაკვირველია, ჩვენ ვგეგმავთ შვილს. ოთხი თვეა, რაც მე და მიშა დავქორწინდით. არ მომწონს, რომ წყვილი შეუღლებისთანავე ბავშვის გაჩენას გეგმავს. თუ დაფეხმძიმდები, რასაკვირველია, უნდა გააჩინო, მაგრამ ჩვენ არ დაგვიგეგმავს ეს ამბავი, რადგან ჯერ ახალი დაქორწინებულები ვიყავით. მერე ამ პროექტში მიმიწვიეს. ორსულობა არ მაწყობს, ახლა გადაღლილი ვარ. მინდა, ორსულობამ მშვიდად და კარგ გარემოში ჩაიაროს. პროექტის მერე კი ბუციკოს აუცილებლად დავგეგმავთ.

განაგრძეთ კითხვა