ფიფას მაღალჩინოსნებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ქრთამი აიღეს

ფიფას მაღალჩინოსნებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ქრთამი აიღეს

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ფიფა-ს სხვადასხვა მაღალჩინოსანმა ქრთამის სახით საერთო ჯამში, 10 მილიარდი დოლარის ქრთამი მიიღო. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ამერიკის გენერალური პროკურორის, ლორეტა ლინჩის განცხადებით კი, ბრალდება 47 პუნქტიანია, რომელთა შორის არის რეკეტი, თაღლითობა და ფულის გათეთრება. ძირითადად, ბრალდება უკავშირდება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ხმის მიცემას, რომელიც მაშინ სამხრეთ აფრიკა გახდა.

მისივე თქმით, საქმეში ჩართულია ფიფას ჩინოვნიკთა ორი თაობა, რომლებმაც ამერიკის ფინანსურ სისტემას ზიანი მიაყენეს და ამერიკის კანონები დაარღვიეს. ცნობილია, რომ შვეიცარიის ფედერალურმა პოლიციამ ფიფას ექვსი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა ექსტრადირებასაც აშშ ითხოვს. მთლიანად, ამერიკის მიერ აღძრულ საქმეში 14 ადამიანი ფიგურირებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა