კასპის რაიონის სოფელ მეტეხთან, აშურიანის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს მელიორაციის" კუთვნილ 700 მეტრის სიგრძის სარწყავ მილებს იპარავდნენ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, თუმცა ბრალდებულები გაიქცნენ. აშურიანის ველიდან დაწყებული "დევნა" კასპში გაგრძელდა.
სამინისტროს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ, 1982 წელს დაბადებული იოსებ ხ. და 1958 წელს დაბადებული გოდერძი ო. ქურდობის მცდელობის ბრალდებით კასპში დააკავეს.