პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს აფასებს
თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს აფასებს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის, რო­გორც უკ­რა­ი­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი რი­გი­თი ქარ­თვე­ლის­თვის, ტრა­გე­დი­აა, რომ ისე­თი ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რა, რო­გო­რიც ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლია, გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლ უკ­რა­ი­ნას ჭკუ­ას არი­გებს. ამის შე­სა­ხებ წუ­ლუ­კი­ან­მა "ქრო­ნი­კის" პირ­და­პირ ეთერ­ში, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მიერ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­კა­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"ეს ინ­ტერ­ვიუ მე ვნა­ხე და მო­მეჩ­ვე­ნა, რომ წარ­სუ­ლი მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ეს არის ის წარ­სუ­ლის რე­ცეპ­ტე­ბი, მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მო­ი­ტა­ნა და რა­ტომ­ღაც ახლა ამ უბე­დუ­რე­ბის შემ­ქმნე­ლი ერთ-ერთი ავ­ტო­რი სხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­აზ­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლად. ეს თა­ვის­თა­ვად არის ტრა­გე­დია. მაგ­რამ მე სსხვა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, რომ მი­სით, მის­ნა­ი­რი სხვა მრჩევ­ლე­ბის მი­მართ უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იზ­რდე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნამ ჩვე­ნი არ იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­ი­ა­რა, ბრძე­ნი ხალ­ხია და ისი­ნი ნელ-ნელა ხე­და­ვენ, რომ ის რაც ჩვენ მო­ვი­შო­რეთ, იმი­ტომ რომ მათ ქვე­ყა­ნა­ში არ და­ედ­გო­მე­ბათ, იქ გა­მაგრდნენ და იძ­ლე­ვი­ან რჩე­ვებს. მე ვე­ტყო­დი უკ­რა­ი­ნე­ლებს, რომ ამ რჩე­ვებს არა­ნა­ი­რი ფასი არა აქვს. ყვე­ლა ცი­ხე­ში, და­ა­პა­ტიმ­რეთ მო­სა­მარ­თლე და რეპ­რე­სი­ით ებ­რძო­ლეთ მთელ ნო­მენკლა­ტუ­რას და სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნას - ეს არ ამარ­თლებს. რა თქმა უნდა, და­ნა­შა­უ­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ ეს შიშ­ვე­ლი ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დი ქა­და­გებს, არ ამარ­თლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ გა­ა­მარ­თლებს უკ­რი­ა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ზა­ფხუ­ლამ­დე ვი­ზი­ტი კი­ევ­ში და რო­გორც ნამ­დი­ლი მე­გო­ბა­რი, შე­ეც­დე­ბა თა­ვის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს აჩ­ვე­ნოს, რომ ადე­იშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ სავ­სეა ძა­ლა­დო­ბის პრო­პა­გან­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს აფასებს

თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს აფასებს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის, როგორც უკრაინის გულშემატკივარი რიგითი ქართველისთვის, ტრაგედიაა, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, გაჭირვებაში მყოფ, თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას ჭკუას არიგებს. ამის შესახებ წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში, ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, სადაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი კორუმპირებული მოსამართლეების დაკავების აუცილებლობაზე საუბრობს.

"ეს ინტერვიუ მე ვნახე და მომეჩვენა, რომ წარსული მელაპარაკებოდა. ეს არის ის წარსულის რეცეპტები, მექანიზმები, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი უბედურება მოიტანა და რატომღაც ახლა ამ უბედურების შემქმნელი ერთ-ერთი ავტორი სხვა ქვეყანაში მოიაზრება დემოკრატიის მშენებლად. ეს თავისთავად არის ტრაგედია. მაგრამ მე სსხვა ინფორმაციაც მაქვს, რომ მისით, მისნაირი სხვა მრჩევლების მიმართ უკრაინის საზოგადოებაში იზრდება გაღიზიანება. უკრაინამ ჩვენი არ იყო, ძალიან ბევრი სირთულე გაიარა, ბრძენი ხალხია და ისინი ნელ-ნელა ხედავენ, რომ ის რაც ჩვენ მოვიშორეთ, იმიტომ რომ მათ ქვეყანაში არ დაედგომებათ, იქ გამაგრდნენ და იძლევიან რჩევებს. მე ვეტყოდი უკრაინელებს, რომ ამ რჩევებს არანაირი ფასი არა აქვს. ყველა ციხეში, დააპატიმრეთ მოსამართლე და რეპრესიით ებრძოლეთ მთელ ნომენკლატურას და სახელმწიფო მანქანას - ეს არ ამართლებს. რა თქმა უნდა, დანაშაული უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს შიშველი ძალადობა, რომელსაც ჩემი წინამორბედი ქადაგებს, არ ამართლებდა საქართველოში და არ გაამართლებს უკრიანაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მას ზაფხულამდე ვიზიტი კიევში და როგორც ნამდილი მეგობარი, შეეცდება თავის უკრაინელ კოლეგებს აჩვენოს, რომ ადეიშვილის ინტერვიუ სავსეა ძალადობის პროპაგანდით.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."