მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს
ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას  აპირებს

ვა­ტი­კა­ნი ფორ­მა­ლუ­რად აპი­რებს პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის აღი­ა­რე­ბას. "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტიც, რო­მელ­საც ხელი მალე მო­ე­წე­რე­ბა. პა­ლეს­ტი­ნის ლი­დე­რი, მაჰ­მუდ აბა­სი კვი­რის ბო­ლომ­დე რო­მის პა­პთან გეგ­მავს შეხ­ვედ­რას. რო­გორც "ნიუ-იორკ თა­იმ­სი" წერს, ვა­ტი­კა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს, ვი­ნა­ი­დან პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უამ­რა­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წმინ­და ად­გი­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­ტი­კა­ნი ითხოვს, რომ პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი და კა­თო­ლი­კე მრევ­ლი და­ცუ­ლი იყოს.

"ბი­ბი­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტის, დე­ვიდ უი­ლე­ის ცნო­ბით კი, რო­მის პაპი ამ­გვა­რად ცდი­ლობს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქრის­ტი­ა­ნი მრევ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გა­აძ­ლი­ე­როს მა­შინ, რო­დე­საც ათა­სო­ბით არა­ბი ქრის­ტი­ა­ნი ის­ლა­მის­ტე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია.

ვა­ტი­კა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ის­რა­ე­ლი აკ­რი­ტი­კებს და აცხა­დებს, რომ ეს ნა­ბი­ჯი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სებს ხელს შე­უშ­ლის. ამ დრომ­დე პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, ირ­ლან­დი­ამ, ეს­პა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა არა­ფორ­მა­ლუ­რად აღი­ა­რეს. შვე­დე­თი ამ მხრივ ერთი ნა­ბი­ჯით წინ არის, მან პა­ლეს­ტი­ნა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს

ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას  აპირებს

ვატიკანი ფორმალურად აპირებს პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას. "ბიბისის" ცნობით, უკვე მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტიც, რომელსაც ხელი მალე მოეწერება. პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი კვირის ბოლომდე რომის პაპთან გეგმავს შეხვედრას. როგორც "ნიუ-იორკ თაიმსი" წერს, ვატიკანის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა, რელიგიური ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, ვინაიდან პალესტინის ტერიტორიაზე უამრავი ქრისტიანული წმინდა ადგილია. ოფიციალური ვატიკანი ითხოვს, რომ პალესტინის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიები და კათოლიკე მრევლი დაცული იყოს.

"ბიბისის" კორესპონდენტის, დევიდ უილეის ცნობით კი, რომის პაპი ამგვარად ცდილობს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანი მრევლის წარმომადგენლობა გააძლიეროს მაშინ, როდესაც ათასობით არაბი ქრისტიანი ისლამისტების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.

ვატიკანის გადაწყვეტილებას ისრაელი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებს ხელს შეუშლის. ამ დრომდე პალესტინის სახელმწიფოებრიობა ევროპაში, ევროპარლამენტმა, დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა არაფორმალურად აღიარეს. შვედეთი ამ მხრივ ერთი ნაბიჯით წინ არის, მან პალესტინა, როგორც სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა