მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Wings for Life World Run 2015 – Georgia
Wings for Life World Run 2015 – Georgia

2015 წლის 3 მა­ისს 100 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი უკვე მე­ო­რედ შე­იკ­რი­ბა ერ­თსა და იმა­ვე დროს, მსოფ­ლი­ოს 33 ქვე­ყა­ნა­ში და 35 ლო­კა­ცი­ა­ზე იმი­სათ­ვის, რომ ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის ერ­ბი­ნათ. ის ფაქ­ტი, რომ წელს 4,2 მი­ლი­ო­ნი ევრო შეგ­როვ­და ფონ­დი­სათ­ვის Wings for Life, რო­მე­ლიც ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის სფე­რო­ში ატა­რებს კვლე­ვებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო მსოფ­ლიო რბე­ნა­ში და მზად არის თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს იმ კვლე­ვე­ბის წინსვლა­ში, რო­მელ­საც მთე­ლის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­დე­გე­ბი ასე­თია:

ქალ მორ­ბენ­ლებს შო­რის გა­ი­მარ­ჯვა ლინ­და ვან ფლი­ეტ­მა (Linda van Vliet), რო­მელ­მაც 32,01 კი­ლო­მეტ­რი ირ­ბი­ნა. 2014 წლის ჰო­ლან­დი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აშ­კა­რა ლი­დე­რი იყო ქა­ლებს შო­რის. მისი თქმით, მან სა­ქარ­თვე­ლო იმ ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟის გამო აირ­ჩია, რო­მე­ლიც მის წინ რბე­ნის დროს იშ­ლე­ბო­და.

ხოლო კა­ცებ­ში ისევ ად­გი­ლობ­რივ­მა გმირ­მა, ანა­ტო­ლი ოლე­ნი­კოვ­მა გა­ი­მარ­ჯვა 57, 39 კი­ლო­მეტ­რით. შარ­შან­დე­ლი რბე­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ოლე­ნი­კო­ვიც ასე­ვე აშ­კა­რა ფა­ვო­რი­ტი იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში Wings for Life მსოფ­ლიო რბე­ნა, რო­მე­ლიც უკვე ნაც­ნობ ლო­კა­ცი­ა­ზე, კა­ხეთ­ში, ლო­პო­ტას ტბის გა­და­სახ­ვევ­თან გა­ი­მარ­თა, წელს კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. სულ და­რე­გის­ტრირ­და 5000 ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და და მხო­ლოდ ავ­სტრი­ას ჩა­მორ­ჩა.

სა­ქარ­თვე­ლომ მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა არა მხო­ლოდ რე­გის­ტრი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით. ჩვენ გვყავ­და ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მორ­ბე­ნა­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, 92 წლის შოთა სა­მუ­შია, რო­მელ­საც სულ ცოტა და­აკ­ლდა, რომ 5 კმ. ერ­ბი­ნა და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მიზ­ნის­თვის მი­ეღ­წია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი გუნ­დი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო რე­ესტრის სა­ხე­ლით დარ­ბო­და და სა­დაც 501 ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და.

მსოფ­ლიო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკვე მე­ო­რედ გახ­და ეთი­ო­პე­ლი ლე­ა­მო­უ­ორკ კე­ტე­მა (Lemawork Ketema). მან 79.9 კმ. ირ­ბი­ნა ავ­სტრი­ა­ში. მე­ო­რე ად­გილ­ზე კა­ცებ­ში გა­ვი­და ჩი­ლეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცე­ზარ ან­დრეს დიაზ ჰერ­ნან­დე­სი (César Andrés Díaz Hernández) 78.3 კი­ლო­მეტ­რით და სულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რით აჯო­ბა შარ­შან­დელ მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ რე­მი­ჯიო ქის­პეს (Remigio Quispe).

ქალი გამ­რჯვე­ბუ­ლი გახ­და 27 წლის ია­პო­ნე­ლი იუკო ვა­ტა­ნა­ბე (Yuko Watanabe) მან 56.33 კმ. ირ­ბი­ნა ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ ტა­კა­ში­მა­ში (ღა­მის რბე­ნა). ქეიპ თა­უნ­ში რი­ა­ნა ვან ნი­ე­კერ­კი (Riana van Niekerk ) გა­ვი­და მე­ო­რე ად­გილ­ზე 55.21 კმ. გარ­ბე­ნი­ლი მან­ძი­ლით.

ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა შვედ­მა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე მო­ნა­წი­ლემ, რო­მელ­მაც 64.82 კმ. გა­და­ლა­ხა. აა­რონ ან­დრე­სო­ნი (Aron Anderson) პირ­ვე­ლი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე გახ­და, ვინც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია Wings for Life მსოფ­ლიო რბე­ნის ის­ტო­რი­ა­ში.

რბე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი და გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა ტარ­დე­ბო­და ბავ­შვე­ბი­სათ­ვის და აგ­რეთ­ვე, გა­ი­მარ­თა კონ­ცერ­ტი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ვი­დეო

Wings for Life World Run 2015 – Georgia

Wings for Life World Run 2015 – Georgia

2015 წლის 3 მაისს 100 000-ზე მეტი ადამიანი უკვე მეორედ შეიკრიბა ერთსა და იმავე დროს, მსოფლიოს 33 ქვეყანაში და 35 ლოკაციაზე იმისათვის, რომ ქველმოქმედებისათვის ერბინათ. ის ფაქტი, რომ წელს 4,2 მილიონი ევრო შეგროვდა ფონდისათვის Wings for Life, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სფეროში ატარებს კვლევებს, მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო მსოფლიო რბენაში და მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს იმ კვლევების წინსვლაში, რომელსაც მთელის მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანი ელოდება.

საქართველოს შედეგები ასეთია:

ქალ მორბენლებს შორის გაიმარჯვა ლინდა ვან ფლიეტმა (Linda van Vliet), რომელმაც 32,01 კილომეტრი ირბინა. 2014 წლის ჰოლანდიის გამარჯვებული აშკარა ლიდერი იყო ქალებს შორის. მისი თქმით, მან საქართველო იმ ულამაზესი პეიზაჟის გამო აირჩია, რომელიც მის წინ რბენის დროს იშლებოდა.

ხოლო კაცებში ისევ ადგილობრივმა გმირმა, ანატოლი ოლენიკოვმა გაიმარჯვა 57, 39 კილომეტრით. შარშანდელი რბენის გამარჯვებული ოლენიკოვიც ასევე აშკარა ფავორიტი იყო.

საქართველოში Wings for Life მსოფლიო რბენა, რომელიც უკვე ნაცნობ ლოკაციაზე, კახეთში, ლოპოტას ტბის გადასახვევთან გაიმართა, წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. სულ დარეგისტრირდა 5000 ადამიანი დარეგისტრირებულთა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ავსტრიას ჩამორჩა.

საქართველომ მიიქცია ყურადღება არა მხოლოდ რეგისტრირებულთა რაოდენობით. ჩვენ გვყავდა ყველაზე ასაკოვანი მორბენალი მთელს მსოფლიოში, 92 წლის შოთა სამუშია, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, რომ 5 კმ. ერბინა და ჩაფიქრებული მიზნისთვის მიეღწია.

საქართველოში ჩამოყალიბდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდი, რომელიც საჯარო რეესტრის სახელით დარბოდა და სადაც 501 ადამიანი გაერთიანდა.

მსოფლიო გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა ეთიოპელი ლეამოუორკ კეტემა (Lemawork Ketema). მან 79.9 კმ. ირბინა ავსტრიაში. მეორე ადგილზე კაცებში გავიდა ჩილეს წარმომადგენელი ცეზარ ანდრეს დიაზ ჰერნანდესი (César Andrés Díaz Hernández) 78.3 კილომეტრით და სულ რამდენიმე მეტრით აჯობა შარშანდელ მეორე ადგილზე გასულ რემიჯიო ქისპეს (Remigio Quispe).

ქალი გამრჯვებული გახდა 27 წლის იაპონელი იუკო ვატანაბე (Yuko Watanabe) მან 56.33 კმ. ირბინა იაპონიის ქალაქ ტაკაშიმაში (ღამის რბენა). ქეიპ თაუნში რიანა ვან ნიეკერკი (Riana van Niekerk ) გავიდა მეორე ადგილზე 55.21 კმ. გარბენილი მანძილით.

ძალიან შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა შვედმა გამარჯვებულმა, ეტლით მოსარგებლე მონაწილემ, რომელმაც 64.82 კმ. გადალახა. აარონ ანდრესონი (Aron Anderson) პირველი ეტლით მოსარგებლე გახდა, ვინც ნაციონალური გამარჯვებულია Wings for Life მსოფლიო რბენის ისტორიაში.

რბენის პარალელურად სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობა ტარდებოდა ბავშვებისათვის და აგრეთვე, გაიმართა კონცერტი ქართული ჯგუფების მონაწილეობით.

ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია